ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2019


ჯარისკაცის წერილი

ბოლოს, რომ გნახე ისევ მახსოვს მე შენი სახე,
იქ ოქროსფერი შემოდგომა იდგა ლამაზად,
ზუსტად ტრფობის ჟამს ბედისწერამ დამიგო მახე,
მომწყვიტა შენგან ფოთოლივით, ურცხვად, ამაყად.
როგორ მინდოდა კიდევ მეთქვა, როგორ მიყვარდი,
მინდოდა მეთქვა ამ  ჩემს გულში, რომ ჩამივარდი,
კვლავ მსურდა შენთვის მომეკრიფა ია და ვარდი,
არ დამენახა შენს თვალებზე, ცრემლი და დარდი.
იცი? შენს სურათს გულის ჯიბით,რომ დავატარებ,
და თითქმის მთელ დროს, ბრძოლასა და ომში ვატარებ.
მე იმედი მაქვს დაბრუნების, შენ ნუ იდარდებ, დროს ტირილსა და ცრემლის ღვრაში ნუ გაატარებ.
მჯერა, რომ მოვალ, რომც არ მეღირსოს,ეს წერილი ხომ მაინც მოვა შენთან ჩემს ნაცვლად,
შენთვის ვილოცებ, ავენთები ხატის წინ სანთლად, ღმერთს შევთხოვ შენს თავს,რომ მყავდე კარგად.
დიდი დრო გავა, არ დაბრუნდება,
ეს წერილი კი არ გახუნდება,
ბიჭი რომელსაც ძლიერ უყვარხარ,
უნდა კი მაგრამ, ვეღარ ბრუნდება.
როგორ მინდოდა დაბრუნება  და შენი ნახვა,
მინდოდა მეთქვა ამ ჩემს გულში, რომ ჩამივარდი,
კვლავ მსურდა შენთვის მომეკრიფა, ია და ვარდი,
არ დამენახა შენს თვალებზე ცრემლი და დარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები