ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: თარგმანი
17 ოქტომბერი, 2019


არწივი და ქათმები (ივან კრილოვი

)         

დანავრდობდა  ლაჟვარდებში  არწივი    ლაღად  ,
რარიგ,  შვენოდა  გამჭვირვალე ჰორიზონტს  დიადს,
დანავრდობდა, იწეოდა მაღლა და მაღლა,
იქ ,  სადაც , ელვებს ნაკვერჩხლების  ცეცხლები სდიან..
ბოლოს, დაეშვა ღრუბლებიდან  სწრაფი და მარდი,
ბეღელის თავზე დაფრინდა და ჩამოისვენა,
    უჩევეულოა,  თუმც, ეს ქცევა,    არწივისათვის ,
მაგრამ , მეფეებს  რას გაუგებს დაბალი ფენა.
რას  გამოიცნობ, მეფეების სურვილს და  ფიქრებს.
იქნებდა,  ბეღელს    პატივს დებდა,  ეს,    მეფე ჩიტი.
ან, საკადრისი სავარძელი ვერ პოვა, იქნებ,
მარამარილოსი, ან მუხისა, ანდა გრანიტის.
  ცოტაც და მერე,  სხვა ბეღელზე დაფრინდა ისევ,
წაასწრო,  როგორ ჭორაობდენ მასზე  ქათმები  : 
„არწივებიო,  სულ ტყუილად გააფეტიშეს.
არაფრით  ვართო  არწივებზე  უფრო  ნაკლები.
ძვირფასო დაო, გულმოდგინედ  თუ მოვინდომებთ.
ბეღლიდან ბეღელს თავისუფლად  გადავახტებით,
ჩვენ,  არწივებზე  ლეგენდები  გამოგვიგონეს,
სულ პატივში ჰყავთ, დავიჩაგრეთ ამად,  ქათმები.
      თვალწარმტაცობით  ვერ  გვჯობიან ,  ვერც -  ტან-ფეხითაც,
საფრინველეთში  ვინ  იპოვის,  ჩვენზე უკეთესს,
ხომ დაინახე,  ქათამივით ახტა  ბეღლიდან.
მე მგონი,  დროა,რომ იმიჯი გამოგვიკეთდეს.“
ეწყინა არწივს ,ვერ გაუძლო  ლაყბობას ამდენს,
მდაბიურ  ქაქანს უპასუხა  მეფურ დიდებით:
„, ჩვენ, შეგვიძლია  ქათმებამდე რომ ჩამოვმდაბლდეთ,
მაგრამ, ქათამები ,არწივამდე  ვერ  აფრინდებით!“

      როდესაც განსჯი  სხვის ნაღვაწებს,  ნიჭსა და  ტალანტს ,
თან,  გულმოდგინედ, სისუსტეებს ეძებ და დასდევ.
ცოტა,    დაფიქრდი, თავად  ვინ ხარ და  თავად, რა გაქვს.
რად  გთრგუნავს  სხვისი    აღზევება  და      სილამაზე  .
ОРЕЛ И КУРЫ
Желая светлым днем вполне налюбоваться,
Орел поднебесью летал
И там гулял,
Где молнии родятся.
Спустившись, наконец, из облачных вышин,
Царь-птица отдыхать садится на овин.
Хоть это для Орла насесток незавидный,
Но у Царей свои причуды есть:
Быть может, он хотел овину сделать честь,
10Иль не было вблизи, ему по чину сесть,
Ни дуба, ни скалы гранитной;
Не знаю, что за мысль, но только что Орел
Не много посидел
И тут же на другой овин перелетел.
Увидя то, хохлатая наседка
Толкует так с своей кумой:
«За что Орлы в чести такой?
Неужли за полет, голубушка соседка?
Ну, право, если захочу,
С овина на овин и я перелечу.
Не будем же вперед такие дуры,
Чтоб почитать Орлов знатнее нас.
Не больше нашего у них ни ног, ни глаз;
Да ты же видела сейчас,
Что по́низу они летают так, как куры».
Орел ответствует, наскуча вздором тем:
«Ты права, только не совсем.
Орлам случается и ниже кур спускаться;
Но курам никогда до облак не подняться!»



Когда таланты судишь ты,—
Считать их слабости трудов не трать напрасно;
Но, чувствуя, что́ в них и сильно, и прекрасно,
Умей различны их постигнуть высоты.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები