ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2019


ნ-ს

როცა ღამდება ჩვენთან სოფელში,
როცა ჩრდილებიც მზესთან წვებიან,
ამოისუნთქავს ქარი ფოთლებში
და ეს ფოთლებიც შენზე ჰყვებიან...

შორია შენსკენ სავალი გზები,
ცისარტყელაზე მზე ხატავს ფერებს,
შენს შემდეგ ასე ყოველდღე ვთვრები,
ვთვრები და გიწერ ნამიან ლექსებს...

დღები ჰგვანან ჩამოყრილ ფოთლებს,
სურვილებს ვმალავ, ნაფერებს ფიქრით,
ვაგზავნი ცისკენ დაცრემლილ ლოცვებს,
კვლავ მეგულები ჰორიზონტს იქით...

აქ ხშირად ფანჯრებს ნისლის აქვთ ფარდა
და დღეც ყვითელი ფერით ღამდება,
სითბო, რომელიც შენს ხელებს ახლდა,
სიცოცხლის მერეც არ დამთავრდება...

ვიღაც ქუჩაში წყალობას ითხოვს,
პირველი თოვლი ფიქრივით დნება,
სული, რომელიც მე დამაქვს, თითქოს
შენი თვალების სიმღერით თბება...

სევდის ნაკვალევს ვერ წაშლის წვიმა,
გაცრეცილ დღიურს ლექსებით ვავსებ,
შენს შემდეგ ცისკრად ბევრჯერ იწვიმა,
მე კი ცხოვრებას შემოვრჩი ასე...

მთვარე შეგმოსავს შუქით, თავნება,
ვხედავ, რომ ჩაქრნენ ფიქრის სანთლები
და სიყვარულის გარდაცვალებას,
ჰგვანან დამჭკნარი იასამნები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები