ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ოქტომბერი, 2019


ნიჭიერთა და უნიჭოთა შესახებ

ნინო დარბაისელი

ნიჭიერთა და უნიჭოთა შესახებ
- - -

ბრძოლა უნიჭოებთან - ეს არის უდიდესი შეცდომა, ეს არის უდიდესი ცოდვა!
რატომ?
იმიტომ, რომ იმას არ ებრძვი, ვისაც უნდა ებრძოდე.
ნიჭი - შენი დამსახურება სულაც არაა.
ნიჭს ღმერთი იძლევა სესხად , როგორც ტალანტს (ფულის ერთეულის ეს სახელიც ხომ სახარებიდან მოდის), რათა გაისარჯო და მოგებით დაუბრუნო.
ეს - შენი ვალია.
უნიჭობაც ღმერთისგანაა. უნიჭო ადამიანები სხვა მიზნებისთვის სჭირდება ღმერთს და შეიძლება ის მიზნები იმაზე მნიშვნელოვანიც კი  იყოს, ვიდრე შენია.
თუ ბრძოლა გინდა, უნდა ებრძოლო იმას, ვინც უნიჭოს აძლევს ნიჭიერი კაცის ადგილს.
ხოლო ასეთი, ადგილისმიმცემი ადამიანი თავად, თავის მხრივ,  შეიძლება ნიჭიერიც იყოს, მეტიც, შენზე ნიჭიერი და შეიძლება, იყოს უნიჭოც.
რა აიძულებს მას ასე მოიქცეს?
ძირითადად შური, სხვადასხვაგვარი გამორჩენის მოლოდინი ან გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა...
ყველაზე მძიმე აქ ისაა, რომ ჩვეულებრივ, ნიჭიერი თუ უნიჭო ადამიანები ღიად თუ ფარულად ადვილად ერთიანდებიან ნიჭიერი  ადამიანის წინააღმდეგ,
ნამდვილ აისბერგებს ქმნიან. მიდი და ებრძოლე!
აი, ესაა ნიჭიერი მარტოკაცის ტრაგედია.
გამოსავალი?!
მე არ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები