ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2019


ტყე პლანეტის ფილტვები

მე ამ პლანეტის ორგანო ვარ,
თუ მიხვდი ვინ ვარ ადამიანო?
მე ტყე გახლავარ ავადა ვარ,
როდემდე უნდა დამაზიანო?
მე დედამიწის ფილტვები ვარ,
და ჟანგბადს გაწვდი,
ვკვებავ სულიერს თუ უსულოს,
ჩემს სიტყვებს ჩასწვდი.
გაიგე მიხვდი რას აკეთებ,
შენი ამ ქცევით,
როცა მოდიხარ მანადგურებ,
ხის ჭრით წაქცევით.
მერე ბრუნდები საღამოთი,
ვახშამზე სახლში, იქმნი გუნებას,
არაყს დაისხამ და უსირცხვილოდ ლოცავ ბუნებას.
რადგან ფილტვი ვარ,
ვინაიდან ერთი ხის მოჭრით,
შენ ანადგურებ თითო ალვეოლს,
პარკუჭებს აჭრით.
ადამიანთა საქციელით და უგნურობით,
ძარღვებში სისხლი აღარა მაქვს
ხევები დაშრა,
გახმნენ ფესვები ნუ იგივე კაპილარები,
ამიტომაც ვარ ასეთ დღეში გგონიათ მაშ რა?!
ძლივს ვასუფთავებ მხუთავ აირს,
თავს ვატან ძალას,
ამდენი მტვერი, გამონაბოლქვი,
შეხედეთ ქალაქს.
ნუ აქცევთ თქვენს ტყეს,
მწევლის ფილტვებად,
თქვენს ჯანმრთელობას ორმაგად ავნებთ,
ჩემი ზიანი რადგან თქვენც გავნებთ.
ამიტომ უნდა მიხედოთ
გარემოსა და ბუნებას,
და გეტყვით ასეთ თქმულებას:
“ტყე შეუნახე შვილებსა!”


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები