ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2019


***

წვეთი შეასკდა დაორთქლილ მინებს.
ტალახად ზილვას იწყებს მიწა და...
არ ვკარგავ შენი აქ მოსვლის იმედს,
დღეს შენთან ყოფნა დიდად მეწადა.

ქარი გარეთ კვლავ უსახლკაროა,
ასკდება კედლებს, მინებს და კარებს.
ღამე შავი და უვარსკვლავოა.
მეც ღამესავით შავი მაქვს არე.

არ უჩანთ ლანდი ღამეში ტოტებს.
კოცნის ბალახი მიწას ქარისგან.
ფანჯარა უკრავს ღამით სველ ნოტებს,
მე კი დამტოვა ისევ ხალისმა.

ვიცი რომ სადღაც გკოცნის შენ სიო,
მიწა იტოვებს შენს ჩუმ ნაბიჯებს.
იქნებ გამოჩნდე, არის შანსი
ან
მე უშენობით უცებ გავგიჟდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები