მთაში მინახავს თოვლი მაისს შემორჩენილი, მატლიანი,ყვითელი თოვლი. ამ თოვლს არ მოაქვს აღტაცება,არც სიხარული. ვფიქრობ ჩემთვის და ახალგაზრდა მინდა წავიდე. ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში, როცა ხელები დამიჭკნება, არ შემიძულონ! .................... ახლა კატისცხვირს ივნისის მზე ფეხებს მიაჭერს, იწყება დნობა,თოვლის დნობა და ნაბარევა მოდის შავი და ქაფიანი- გადარევაზე. ნაბარევაზე მე მინახავს თეთრი ნიმფები, როგორ იცვლიან საცვლებს ,მერე სადრაც ქრებიან . როცა ვენერა გადმოივლის იმ ხიდს ,მორებით შეკრულს,მისტიურს ,ნაწვიმარზე ძალიან საშიშს, ხვდება ბაბუა, დილა არის , ტანის ზმორებით და მერე თუთუნს ეწევიან (როგორც ჩვენ ჰაშიშს) ბიძაშვილები . გამოჩნდება კოჭლი იროდაც, მაისის თოვლით ამღვრეული სანაპიროდან ! ............................................. საქმე არ არის. სიმინდი ხომ წამოიწვერა, კოხინჯრობაა. საფრთხე არის, სეტყვა მოვიდეს! ოდნავ ქარია,ვაშლის ტოტი ნაზად ირწევა. ................................................................. წრიალებს ბაბუ: ,,დაილოცე ბიჭო ,იროდი. მახსოვს, შარშანდელ ცოლიკოურს როგორ ტიროდი,,. ,,იროდა ,ბიჭო,დაგვიბერდა ,ვეღარ ერევა სასმელს,, და ჩიბუხს ამოარტყამს ნაფაზს ვენერა. .......................................................................................... საკომ კი პირი წაატანა კეცის ხაჭაპურს, შვილი არა ყავს იროდას და ძაღლი თან ახლავს მუდამ და ვფიქრობ,თუ არ დაჯდა საკო კარებთან, ნედლი თხილისგან გაჩორკნილი ჯოხით გალახავს. .................................................................................................... გუშინ ნოხტაში ჩამოვიდა თეთრი გოგონა, და გადაწყვიტა რომ დაენთო ჭიაკოკონა ამ ჩემს ჭყინტ გულში...და ჩემს გულში ახლა ბუღია. ჯგილასათიბში ბღავის სერგოს შავი ბუღია. ვუყურებ მკერდს და მის მზესავით თბილ და ჩაუმქრალ თვალებს . (მთელი დღე გრილ სუნამოს ტანზე ვისხამდი). ანას არ უჩანს ძუძუები,ალბათ გაუქრა, ბებიმისის მოტანილი ქრისტესისხლათი. ........................ მთაში მინახავს თოვლი მაისს შემორჩენილი. ამ თოვლს არ მოაქვს აღტაცება,არც სიხარული. ვფიქრობ ჩემთვის და ახალგაზრდა მინდა წავიდე. ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში, როცა ხელები დამიჭკნება, შემიძულებენ?!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აუუუ, პლუს უსასრულობაა... სიბერეზე, ერთი გურული კაცის ნათქვამი ამხსენდება, რომელიც ბებიამ მომიყვა: "დაბერდები, არ ვარგა, არ დაბერდები, არ ვარგაო"... როგორი ბრძნულია... საერთოდ, ჩვენი სამყაროც ხომ ასე ამბივალენტურია? + თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ბიჭები გოგოებს იქით გვაწყნარებდეთ და არა, პირიქით:) მაგრამ, რა ვუყოთ, რომ სულს სქესი არ აქვს? აუუუ, პლუს უსასრულობაა... სიბერეზე, ერთი გურული კაცის ნათქვამი ამხსენდება, რომელიც ბებიამ მომიყვა: "დაბერდები, არ ვარგა, არ დაბერდები, არ ვარგაო"... როგორი ბრძნულია... საერთოდ, ჩვენი სამყაროც ხომ ასე ამბივალენტურია? + თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ ბიჭები გოგოებს იქით გვაწყნარებდეთ და არა, პირიქით:) მაგრამ, რა ვუყოთ, რომ სულს სქესი არ აქვს?
14. ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში, როცა ხელები დამიჭკნება, შემიძულებენ?!.
კაი ენის იყავი! ვინც წავიდა ჯერ ის ვერ გადაგვიხარშია გულით და ტვინით... ახლა შენზე მადარტდე კიდე, - ეს რატო თქვა-მეთქი?
ლექსს - 5, შენს განწყობას ამ ლექსში - 0...
ასე უეცრად შემეპარა სიბერის შიში, როცა ხელები დამიჭკნება, შემიძულებენ?!.
კაი ენის იყავი! ვინც წავიდა ჯერ ის ვერ გადაგვიხარშია გულით და ტვინით... ახლა შენზე მადარტდე კიდე, - ეს რატო თქვა-მეთქი?
ლექსს - 5, შენს განწყობას ამ ლექსში - 0...
13. მე სოფლის ესთეტიკა მომწონს. მე სოფლის ესთეტიკა მომწონს.
12. ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავფურცელზე :) ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავფურცელზე :)
11. შენი პოეზია, ცოცხალია, ორგანულია გიორგი. მისტიციზმი და ირეალიზმი ნაკლებადაა, რაც ახლობელს ხდის თითოეული მკითხველისთვის. შენი პოეზია, ცოცხალია, ორგანულია გიორგი. მისტიციზმი და ირეალიზმი ნაკლებადაა, რაც ახლობელს ხდის თითოეული მკითხველისთვის.
10. ძალიან მომწონს ეს, სხვანაირი ხარ აქ, უფრო მეტად გაზრდილი კიდევ, ნუ ჩემი მოკლე პოეტური ჭკუით :)) <3 ძალიან მომწონს ეს, სხვანაირი ხარ აქ, უფრო მეტად გაზრდილი კიდევ, ნუ ჩემი მოკლე პოეტური ჭკუით :)) <3
9. როგორი ზღაპრული იმერეთია და რამხელა სითბო! როგორი ზღაპრული იმერეთია და რამხელა სითბო!
8. მშვენიერი სურათებია მშვენიერი სურათებია
7. ნუ დარდობ, როცა ბერდები, ბევრს ხომ უარი ეთქვა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ღრმა სიბერემდე ფეთქვა.
ნუ დარდობ, როცა ბერდები, ბევრს ხომ უარი ეთქვა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ღრმა სიბერემდე ფეთქვა.
6. jonatan livingstoni. 2019-11-06 14:14:56
კატისცხვირი - მთა,სადაც თოვლი ყველაზე ბოლოს დნება ნაბარევა -მდინარე (ზაფხულში შრება)
ვენერა - ბაბუას გარებიძაშვილი(რუსეთიდან დაბრუნებული ,გოლოვინის მეუღლე) :) ) იროდა -ბაბუას გარებიძაშვილი
jonatan livingstoni. 2019-11-06 14:14:56
კატისცხვირი - მთა,სადაც თოვლი ყველაზე ბოლოს დნება ნაბარევა -მდინარე (ზაფხულში შრება)
ვენერა - ბაბუას გარებიძაშვილი(რუსეთიდან დაბრუნებული ,გოლოვინის მეუღლე) :) ) იროდა -ბაბუას გარებიძაშვილი
5. jonatan livingstoni. 2019-11-06 14:14:56
კატისცხვირი - მთა,სადაც თოვლი ყველაზე ბოლოს დნება ნაბარევა -მდინარე (ზაფხულში შრება)
ვენერა - ბაბუას გარებიძაშვილი(რუსეთიდან დაბრუნებული ,გოლოვინის მეუღლე) :) ) იროდა -ბაბუას გარებიძაშვილი
jonatan livingstoni. 2019-11-06 14:14:56
კატისცხვირი - მთა,სადაც თოვლი ყველაზე ბოლოს დნება ნაბარევა -მდინარე (ზაფხულში შრება)
ვენერა - ბაბუას გარებიძაშვილი(რუსეთიდან დაბრუნებული ,გოლოვინის მეუღლე) :) ) იროდა -ბაბუას გარებიძაშვილი
3. კარგი ლექსია, გიო. განწყობიანი. კარგი ლექსია, გიო. განწყობიანი.
2. სიბერის ყველას ეშინია, მაგრამ სიბერემდე მისვლას ყველა ნატრობს. სიბერის ყველას ეშინია, მაგრამ სიბერემდე მისვლას ყველა ნატრობს.
1. როგორი ჩემია, მშობლიური ამ "პასოტორალების" ყველა ფრაზა და კადრი.
მერე რა რომ კატისცხვირი და ნაბარევა არ ვიცი რაა :)
სამაგიეროდ, კოხინჯრობა ვიცი :)
თავში და ბოლოში შეგნებულად მეორდება თუ უნებლიე შეცდომაა ?
"შემიძულებენ" -ს "მომიბეზრებენ" ხომ არ აჯობებდა ?
როგორი ჩემია, მშობლიური ამ "პასოტორალების" ყველა ფრაზა და კადრი.
მერე რა რომ კატისცხვირი და ნაბარევა არ ვიცი რაა :)
სამაგიეროდ, კოხინჯრობა ვიცი :)
თავში და ბოლოში შეგნებულად მეორდება თუ უნებლიე შეცდომაა ?
"შემიძულებენ" -ს "მომიბეზრებენ" ხომ არ აჯობებდა ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|