ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2019


რეკვიემი ვირთხისათვის

ნინო დარბაისელი

რეკვიემი ვირთხისათვის
- - - - - -
(შეხუმრებით - დედიკოს)

იმის მაგიერ, იხაროს,
რაიმე ტკბილი მითხრას,
ითვალოს შვილთაშვილები
და ფეხი შემოირთხას,
ლამის ნაცარი იყაროს,
თავში მუშტები ირტყას,
გულამოსკვნილი ქვითინებს,
ვერ გააგონებ სიტყვას!
ვინ ადამიანს, რა ფრინველს,
რა ბატკანსა და ვინ თხას!-
საქმე არა აქვს დედიკოს,
ცხარედ დასტირის ...ვირთხას!

რა ვუთხრა, რით დავამშვიდო,
სადარბაზოში ნახა,
მომაკვდავისთვის კამფეტით
ამოუვსია ხახა,
“სანეპიდსადგურს მიეცეს
ეგ ცოდვა, წამლავს რახან.
საჭმელი ნახა მუქთა და
ის საწამლავი თრახა,
ანდა მწვანეზე გადასულს
ვიღაცა დაეჯახა,
სადარბაზომდე, დაჭრილმა
წინ ქუჩა გადმოლახა,
ან იქნებ ვინმე სექსოპათს
მოუნდა, გააბახა...”
ვეუბნები და მპასუხობს:
“ოჰ, ნინო რა ხარ, რა ხარ!”
ამერიკიდან ვურეკავ,
ვეღარ ვიკავებ ხარხარს.
მოსაჩვენებლად  მეც ვტირი
მიშველეეეთ! ვა- ჰა- ჰა -ჰა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები