ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2019


კაკლის ხე

ჩემს სოფელში გვიდგას ბევრი კაკლის ხე, მაგრამ აქ კონკრეტულად ერთ კაკლის ხეზეა საუბარი, რომელიც საკმაოდ მოხუცია, ამ ზაფხულს მამაჩემმა გადაწყვიტა მიეყიდა სამორე მასალად ეს ხე, ასეთ საქმეზე მომუშავე პირებისთვის,მოვიდნენ (კლიენტები)და დაიწყეს ძირის მოთხრა, რომ ფესვები ჩაეჭრათ რადგან ადვილად წაექციათ მოჭრის დროს, ამ პროცესს, რომ მორჩნენ თქვეს: სამ დღეში მოვალთ და მოვჭრითო. მე რა თქმა უნდა უარზე დავდექი, ამ სამი დღის განმავლობაში გადავაფიქრებინე მამაჩემს ამ ხის მოჭრა და მოსული ე.წ ჯალათები უკან გავატრიალეთ. მოკლედ კაკლის ხე მე გადავარჩინე, მეცოდებოდა მოსაჭრელად, მართალია წლების განმავლობაში ვეღარ ისხავდა ბევრს მაგრამ, ამ წელიწადს, საუბარი მაქვს ამა წლის ზაფხულს, მართლა კარგად დაისხა, ალბათ გასულ წელს, რომ დავაშინეთ მოჭრით იმან გაჭრა, და აგერ დაისხა და წარმოიდგინეთ ამ ხის მოჭრა, მაგრამ ეს ლექსი მაინც დავწერე, იმის მიუხედავად რომ ეს ხე ამჟამად ფეხზე დგას, მოკლედ გამიგრძელდა საუბარი, დანარჩენს ლექსი გეტყვით.
                   

ჩემო პატრონო რად მომჭერ,
რად გამიმეტე ამადა?
სულ სამას ლარად გამყიდე,
ცრემლი ჩამამდის ღვარადა.

მაშინ კარგი ხე ვიყავი,
როცა ვისხამდი კარგადა,
ერთ წელიწადს ვერ დავისხი,
იქნებ ვიყავი ავადა.

შენ რა იცოდი ჩემზედა,
რა ჭირი მჭირდა შინადა,
განა სულ ჩემი ბრალია,
ბუნებაც ტყუის ხშირადა.

სამასი ლარი რა არის?!
ნუთუ არ ვღირდი მეტადა,
მაგდენს ერთ სეზონს ვისხამდი,
სიცოცხლე კიდევ მეწადა.

მოვიდნენ კაცნი ჯალათნი,
ზოგი გარს შემომეხვია,
გამომითხარეს ძირს მიწა,
გამომიჩინეს ფესვია.

დაქოქეს “დრუჟბა” წყეული,
ჩვენს მოდგმას გადასეული,
უმალ ჩამიჭრეს ფესვები,
ამ საქმეს იყვნენ ჩვეული.

ტროსი მომხვიეს წელზედა,
ჭიმავენ თან ჭრის ხერხია,
საცაა ძირს დავეცემი,
თითქმის აღარ მაქვს ფეხია.

სამასი ლარი რა არის!?
ხელათში შემოგეჭმევა,
გაისად ვერას დაკრიფავ,
აღარ ვარ რაღა მესხმევა.

აი გავიდნენ ბოლოში,
ერთმა თქვა მორჩა “კანეცი”,
დრუჟბამაც ამოიღმუვლა,
მიწას მოწყვეტით დავეცი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები