ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2019


მარის სტუმარი

რა ამბავია ამდენი სერიოზულობა!
ხომ შეიძლება, ხანდახან ჩვენც გავერთოთ:

ნინო დარბაისელი

მარის სტუმარი
- - - - - -

მარის დარდი აქვს ქვეყნის საკმარი,
მარიმ ძვირფასი დაკარგა ქმარი.
დღესაც საფლავზე შემოაღამდა
და სიბნელეში შეშინდა მარი.
- გინდათ გამოგყვეთ? გათხოვოთ, ანდა,-
- სიმპათიური და მოღიმარი
უცქერდა კაცი,  ხელში სანათით
და დაემგზავრა  შინისკენ იგი.
ერთად იარეს მთელი საათი,
გამოიარეს საფლავთა რიგი.
ენაწყლიანი ჩანდა რაინდი,
ანეკდოტების მოუყვა წყება,
გამოაკეთა თითქოს ამინდიც,
ლამის ჯაბნიდა დარდს დავიწყება:
- მადლობა, შიში დამაძლევინეთ!
ასე მხიარულს გინდოდათ აქ - რა!
- ეჰ, თქვენ ცოცხალი უნდა გენახეთ -
თქვა ნაღვლიანად კაცმა და გაქრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები