ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2019


მხოლოდ აქ! მხოლოდ ასე! მხოლოდ დროებით!

თავით ფეხამდე, თითქმის, პოეტი,
მზემ მომატყუა, თბილმა, ნათელმა,
ამაწყობინა მიეთ-მოეთი,
ლექსად, ფიქრები ღამენათევი.

ნუ კრთები, მთელი გულით მომენდე,
(ვით მიანდობდი, ძვირფას განძსაცავს,
ასევე ძვირფას, ოქროს მონეტებს)
ერთგულებაში ნაწრთობს და ნაცადს.

ბორიო მტაცებს და შენთან მოაქვს,
ჩემი ფიქრები, სულის მალამოვ,:
„მე ამ სიყვარულს, ყველასგან მიღმა,
ჩემივე გულში ჩუმად ვმალავო.“

ვიცი, როგორი სასაცილოც ვარ,
შევშინდებოდი მეც! -
შენზე მეტად.
რომ არა გხრავდეს ეჭვის ბაცილა,
რომ არ ცდებოდე, მიცნობდე ნეტავ!

ფრთამოტეხილი, ხანდახან უფრთოც,
ვეღარსად წავლენ მეტასტაზები,
ან, დიდი-დიდი, დამიტკბონ უფრო,
შენთვის სათქმელი სიტყვა, ფრაზები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები