ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


ვლადიმირ ვისოცკის

რამდენი დაწერე ლექსი თუ სიმღერა;
რამდენი დატოვე როლი და ღიმილი;
რა ქალებს უყვარდი,ჯერ გამოშვებული
ერთიც რომ არ გქონდა ფირფიტა ვინილის,
ცინიკურს, მხიარულ, ნიჭიერ თავნებას
შენით გაკვალული გერჩივნა ბილიკი.
ზღვები გიზიდავდა არვისგან ნავლები
ცხრა მთა გადალახე
და ისე, უშიშრად დასერე
მრავალი უვალი  ტბა-სერი;
ცხრა ტევრი-
თავის დასაცავად თოფიც
არ დატენე
შემოგხვდა დიდების
მწვერვალზე სიკვდილი
-ათასი რჩეული 
სიცოცხლის დამტევი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები