ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2019


შენთვის

მელოდია ვარ,
შუშის სერვანდის გრამაფონიდან,
შენთვის რომ ვუკრავ...
ის სურათი ვარ,სადაც შენთვის
ყოველ დილით მომაქვს ვარდები,
სისხლიანი სველი თითებით...
ის მასხარა ვარ შენთვის რომ ცდილობს
შექმნას რაიმე მონაჩმახი,
შენ კი იცინი(თანაც გიხდება)...
მე ვარ ის წვიმაც,შენს თვალწინ
რომ ბობოქრად ვცეკვავ
ტანგოებს,
შენსავე სევდის ნაპერწკლებთან...
  შენი აზრი ვარ,სადღაც სიღრმეში ჩამარხული,
  შენს სხეულთან ბანქოს ვთამაშობ,
  იქნებ მოვუგო...განვთავისუფლდე...
შენ ჯერ არ გინდა ან მე ვერ მინდა,
მ(გ)ითხრა მიყვარხარ,
რადგან რთულია იყო ვინმესთვის ყველაზე მეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები