ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2019


ჰელოვინური

ნინო დარბაისელი

ჰელოვინური
- -
(ეტიუდებიდან)

გავიდა ოქტომბერი,
ამინდიც აირია,
საიდან მონაბერი,
რა უცხო აირია!

დილაა უღიმღამო,
გზად - მგზავრი ორიოდე,
დამშვიდდი, დაიღამე
და ლანდებს დაელოდე!

“ხრიკი ან ნუგბარიო!”-
გეტყვიან ვერაგები.
პასუხში  არ გარიო
იოტიც ვერგაგების.

გაეცი - გასაცემი,
მშვიდობით გაეცალე,
სიძუნწით - დაეცემი,
სჯობს - ხელი გაიცალე!
 
თუ სადმე ავსულია,
დატოვოს ჩვენი მხარე!
ძეა თუ ასულია,
უფალო, გაგვიხარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები