ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2019


ოფელია

...და მონასტერში ოფელიას კი
ელის მარტოდენ ხსნა და საშველი?
უკან მორჩება ობელისკების
ამაოება, მაგრამ ქმარ-შვილი,
ვაი თუ, ისე მოენატრება,
უბეგავსებულს სეფისკვერებით,
ჩამოილაგებს დღეებს კადრებად,
გადაივლიან მსგეფსის კვირები,
გადაივლიან ზეთისცხებანი,
მონასტრად ბზები გროვდება ნედლი,
შიგნით კედლებს რომ გადაღებავენ,
გარედან ვიღაც დაკაწრავს კედლებს.
ასე გაივლის კვირა-პირველი,
ასე მორჩება კვირა-მეშვიდე,
ახლა გზა არის გასაკვირველი,
მონასტერიდან-მონასტერშივე.
აქ შენი ფიქრი არ დაგაძინებს,
ძილიდანაც კი ისმის ოსანნა,
ანალოეზე გრჩება ბარძიმი,
გულის ჯიბით კი დაგაქვს ლოცვანი.
შენც, გალაკტიონ, ჰამლეტის ქნარი,
ოფელიასთვის, მტვერს რომ მოსცილდა,
გთხოვ, დაუკარი, მთქნარებ-მთქნარებით,
წამოყოლილით-დილის ლოცვიდან
და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა?
და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა?
და მიპასუხე, მაშ, შორს, შორს მიწა?
-----------------------------------------------
მაშ შორს მტვერი,შორს, შორს მიწა!
ის ცის უარმყოფელია...
წადი... წადი მონასტერში!
მონასტერში, ოფელია!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები