ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო8
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2019


ერთფეროვნება

იღვრება ყოველდღიურობიდან, რასაც დიდი ხანია ჩავწვდით, მაგრამ ერთეულებს საკუთარი არ შეგვიძლია შევცვალოთ. ამბობ, გწადია, ხვალინდელი სხვა იყოს, ყველანაირად მიმართული ძალა გკარნახობს, რომ ისევ უბრუნდები იმ გუშინდელის ნაიარევს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ხვალინდელზე და ერთობ აუტანელიც ხდება ამის გაფიქრება. მაგრამ ერთხანს, მაინც გსურს იყოს ახალი, რადგან მოგბეზრდა ყველაფერი რასაც გუშინ ერთვოდი. დაე იყოს გონებაში ახალი, რომელიც გასულდგმულებს მეორე დღის მოლოდინში გადაკვეთილ გზაზე და ეკითხები შენს თავს, ამ ცხოვრებას რაიმე აზრი გააჩნია ? პასუხის მოლოდინში ვერაფერს იღებ და მიუყვები იმ გზას, რომლის გასწორებაშიც სხვებმა მოგახმარეს ხელი. შემდეგ ხვდები რომ ამქვეყნად მარტო ხარ და აღარ გსურს სწორი გზით სიარული. იგი კი მრუდდება შენს ფერხთ თანდათან, როდესაც შეიცნობ ადამიანთა ბუნებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები