ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2019


მეტროში ქალი ყვავილებით

გარშემო იხედებოდა, თან ხანდახან წაყნოსავდა თავის ხელში, მედგრად ნაჭერ ბუკეტს და ბედნიერებისაგან გაბრუებული ყველას უყურებდა, მოწყვეტილი რეალობასა და მოკლებული ფიქრებს. ის მხოლოდ მასზე ჩურჩულებდა თავის თავში, ვინც თაყვანსაცემად გაიხადა და ამ ფუთით მის გულში დალურსმა, გრძნობის საკიდი თარო. გამომეტყველება ხშირად ეცვლებოდა, ხან გაიღიმებდა ნაზად და შეხედავდა საჩუქარს მცირედი შეთამაშებით, ხანაც ძირს დაიხედავდა და მოთაფლულ აზრებს მიეცემოდა ტკბილი ბზუილით. გამაყრუებელი იყო მისი მდგომარეობა, რადგან ის არც სამოთხეში იმყოფებოდა, არც ჯოჯოხეთში და ამით ახალ სამყაროს ქმნიდა იმ განცდის წინაშე, რამაც სხვა ყველაფერი განუქარვა. მის მხედველობას პირდაპირ, ქალის კალთაში მწოლიარე ბავშვიც შემოხვდა და უფრო გაახელა მისი ოცნებები, რადგან მარადიულ სიხარულს შეეხნენ, როდესაც შესაძლებელია თვითონაც გამხდარიყო დედა ან აღნიშნავდა თავის ხელახლა დაბადებას წუთისოფლის წინაშე. მასში უკვე შეჭრილიყო ანაზდად მომავლისადმი დიდრონი ემოცია, რითაც აღარაფერი გადაახვევინებდა ვარსკვლავური გზიდან საბედისწერო დასასრულამდე და მთვარე გაუნათებდა ყოველი ღამის შემაძრწუნებელ კლანჭებს. ამასობაში კი დანიშნულ ადგილს გაცდა ორი სადგურით და დაფეთებული წამოხტა, სახეზე სიწითლის კვალით, წამიერად ბავშვური გულუბრყვილობის ღიმილმაც გადაკრა და ბავშვს გახედა ბოლოჯერ. შემდგომ, გულაჩუყებული ვაგონიდან გავარდა გვერდული ღიმილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები