ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2019


სვეტიცხოველში

დანამულ ბროწეულებს ეძინათ,
თითქოს გალავანს აწვდიდნენ,
ყველა წმინდანის ნეშთის და
მონანულ სულთა ნაავდრევს...
აქ რომ დიდების ხმალია,
ის ავად მომუსაიფე
მტერს რომ ამაყი ეტყოდა;
ხმალის წინ უნდა დანავლდე.
კანკელის იქით გზა არის
ისტორიების სავალზე,
მეფეთ გულების ფეთქვიდან
კვართამდე უნდა დამდაბლდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები