ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


*****

დრო აღარ მეყო,
ცას ვერ მოვწყდი, ვერ დავიჯერე
რომ  ,,მიწა ვარ და მიწად ვიქცევი“

მაღლა ვიწევდი,
ფრთებს მიწვავდა ,,ალდაბარანი“
დაბლა კი ხმები მექაჩებოდნენ
თეთრი სიტყვებით,
რომლებსაც ვერაფერს მოარგებდი,
ვერცერთ იდეას შეუბჯენდი  საყრდენ იმედად.

მიწა მითრევდა,
ცას ვწყდებოდი,
წვიმა მკორტნიდა,
ქარი კი
ქარი მუდამ დუმდა ჩემს ქარიშხალში..


(მოდი ღამეო მოაბნიე შენი სიბნელე
თეთრ ჯურღმულებში დაივანე ტლანქი სხეულით,
რომ შევისწავლო შენი ფორმა, შენი სურნელის-
შავი განცდებით ამოვავსო თბილი ფიქრები..


მოდი ღამეო ჩემს კარებთან კედელს უამბე:
-რომ ეს სიჩუმე სიმღერაა, გზა დღენაკლულთა,
რომ ეს გაქცევაც  აბსურდია  ამ სამყაროში,
ამ პაწაწინა სისტემაში, ამ პლანეტაზე,
ამ გეზდაკარგულ ქვეყანაში, ამ ცივ ოთახში,
სასაცილოა ხორცშეუსხმელ სიტყვებზე  ფიქრი.
რომლებიც ქმნიან იდეალებს
რომლებიც დგანან,
ამ არსებობის მიზეზებზე ათასჯერ მაღლა.)

-მოდი ღამეო, ამოწვერე, ააკიაფე
ციკლოპა ზეცის ოქროსფერი იდუმალება,
რომ წამით მაინც დავინახო ეს სიიაფე,
რომ სამუდამოდ დაივიწყონ ჩემმა თვალებმმა
სიზმრები როგორც უხარისხო ემოციები
დაბადებულნი მშვიდი ძილის საფრთხობელებად,
მოდი ღამეო, სანამ ბრმა ხარ, სანამ ცივდები
შენს სითეთრეში სანამ თავიც გამომელევა
და დავიჯერებ იმსხვრევიან მაშინ სიტყვები,
როს გაელვებით ღმერთი მიწას დაასურათებს.
და  ერთ უნცია ალიონზე გავიყიდები
ამ მარადიულ წრებუნვათა დასასრულამდე...



მოდი ღამეო
დრო არ მყოფნის,
არ შემიძლია,
ჩემში ჯაშუშად ჩანერგილი ყოფიერება...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები