ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


ოსანა

ნინო დარბაისელი

ოსანა
- - -

“ოსანაო, ოსანაო!”
მე რამ გამამგოსანაო!

ვირზე იჯდა მაცხოვარი,
ვირი ჰყავდა - ნათხოვარი.

არ ებადა არც რა ფართი,
ტანთ ემოსა ერთი კვართი.

წინ ელოდა უკვე ჯვარცმა.
რომაელმა ჯარისკაცმა
ირგო, წილი როს იყარა,
ფერდში შუბიც გაუყარა.

დედამიწა შეზანზარდა
და გადასკდა ტაძრის ფარდა,
უკუნეთი ჩამოვარდა,
მთლად სამყარო გარდაქარდა...

“ოსანაო, ოსანაო”,
მე რამ გამახმოსანაო,
მე რამ გამამგოსანაო,
გამაქადაგოსანაო,
ოსანაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები