ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2019


***

ვერ ეტევა ღიმილი ამ უბედურ ხანაში.
ამ ფილტვებსაც არ ჰყოფნით შესრუტული ჰაერი.
ჩემს თვალებზე ცრემლები ღამის ქარით გავაშრე.
სულს კი ამკობს დარდების წყობა ნაირ-ნაირი.

გათენდა და მომიწევს შეგუება მთელი დღის.
(მეც არ ვიცი რას ვწერ და მინდა მარტო დამტოვოთ)
არ მინდა რომ ცხოვრებას მუდამ ტკივილს ვწველიდე.
გულიადანად სიცილმაც სულ მთლად რომ მიმატოვოს.

მარტო ვარ და ეგება, ეს სულიც დამიხიოთ.
გავებმები ადვილად თქვენს დაგებულ მახეში.
ოღონდ მინდა ტკივილი თქვენგან ისე ვიწვნიო,
რომ დამიდგეთ პირისპირ და მიყუროთ სახეში.

ბედისწერა ჩემია, არჩევანიც ასევე.
მალე წავალ და მტრებო გაიხარეთ გულები.
ჩემი ყოფნა ამ ქვეყნად მდინარეში ხავსია.
რაც იყო და ეგ იყო, ჩემს ბედს არ ვემდურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები