ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2019


* * * (სარიტუალო)

ღმერთო,
შენ უკეთ იცი,
როგორ არიდებ,
მათ ყურადღებას,
ჩემ უხიაგ ტექსტებს,
ვინც მუდამ იცავს,
თუ თვითონ აწესებს,
თვითგამოხატვის სამანსა
და მოგონილ წესებს.

შენ კი იცი,
მაგრამ სურვილებს,
მე, ეგოცენტრიკს,
რა გამომილევს?!
როგორც გრიგალი აწყდება
ვიტრაჟის მინებს,
სწორედ ასევე მაწყდებიან,
მიქანებენ სასწორის პინებს.

ამ თავს ნურასდროს  ნუ მიუშვებ,
უფალო, ნებას,
თორემ წადილთა არეულ ნუსხას 
არ დააცდის,
არც დაწყობას, არც დაღვინებას.

არა, მთლად მარტივი კი ნუ გეგონება,
ჩემი ფიქრი, ჩემი გონება, 
(შენთვის კი არა, ღმერთო,   
ჩემთვის მარტივი).
შენ მთავარია
თეთრზე შავად გასაწოლად
არ გამიმეტო,
წვალებაში ნუ გადამაგდებ,
ამოშანთე ბლუ ნარატივი.

ვიყო ჩემთვის!
და ამასთანავე:
ბრმაც, ყრუც და მუნჯიც.
რომ თავი არ გამიხდეს სამართლებელი,
მობოდიშება  არ დამჭირდეს უკეთესებთან
და სიმწრით
ვენაზე  არ დავისვა სამართებელი.

რომ ამბიცია არ გამიჩნდეს
გაჯიბრების და...
არ ავიღო  გეზი, 
ჩავწვდე გზას
და მეჭიროს კურსი.
მიღმა არ დამრჩეს,
ზეიმი?
შოუ?
პანაცეა!
- სიტყვა „კონკურსი“.

მოწყალება გაიღე, ღმერთო,
ცოტაოდენი:
ბრაზი არასდროს მიპყრობდეს
იმ ნაკლის გამო,
რამაც დაბადა ხეიბარი ჩემი ტექსტები...
და თუ ოდესმე
(მაინც არ ისვენებს ეს ტვინის ჭია)
გამოუჩნდა მომწონებელი,
არ დააცდინო სიტყვა,
ჩემთვის საამებელი,
რომ გურმანების
(პოეზიის)
წინაშე არ გაუხდეს  სანანებელი.

სულ ორიოდე მაკმარე,
დაბადებულთა და
ჯერ ცოცხალთა ანთოლოგია...
და ვიდრე მესამეშიც გავმწესდებოდე,
(ჯერჯერობით გული ხომ მიცემს?
ვენაცვალე ამ ჩემს ლოგიკას!)
ყველა ნაწერს ცეცხლს მივცემ
და მსხვერპლად მოგიტან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები