ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მისანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ნოემბერი, 2019


* * *

,,სხვას რო შეუქმნა  ილუზია, ჯერ შენ თვითონ უნდა განიცადო ის, ეს არის პრივილეგია ფანატიკოსების, გენიოსების, გიჟებისა და პოეტების“...წერდა ლოტრეამონი ,,გიჟი გენიოსიც“ ამიტომ უწოდეს მას. _იქნებ სიგიჟით მივაღწიოთ უსაზღვროებას....სიკეთეს ან სიცარიელეს, სადაც არ იქნება ბოროტება.....
      და მიუხედავად ყველაფრისა , ლოტრეამონი ისევე როგორც ბოდლერი, მაინც ჭეშმარიტების სიკეთისა და სილამაზისკენ მიისწრაფვოდა. ერთხელ მან თავის გამომცემელს მისწერა:
      _ჩემი პოეზია ვუძღვენი ბოროტებას, როგორც მიცკევიჩმა, ბაირონმა, მილტონმა, სოუთიმ, მიუსემ, ბოდლერმა და სხვებმა. მე რამდენადმე გავაფართოვე ამის დიაპაზონი, რათა ვაიძულო მკითხველი ისურვოს კეთილი....
      ეს იყო მისი მიზანი. 1935 წელს ლუი არაგონმა თავისი გამოსვლა ანტიფაშისტური ძალების მსოფლიო კონგრესზე დაიწყო ლოტრეამონის სიტყვებით:
        _პოეზიამ მიზნად უნდა დასახოს პრაქტიკული ჭეშმარიტება.
          პაბლო ნერუდა ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში ლოტრეამონს ათქმევინებს:
          _მე მომავალი გაზაფხულის სიხარული ვარ....
            დანტეს ცნობილი სიტყვები ჯოჯოხეთის კარიბჭეზე წარწერილი: ,,აქ მოსულნო, დაუტევეთ ყოველგვარი იმედი“, ლოტრეამონმა ასე შეცვალა: ,, აქ მოსულნო დაუტევეთ სასოწარკვეთა“
          ლოტრეამონივით სხვაც ბევრი იყო, ვინც სულ ,,უცხო ქვეყანაში“, ანუ ილუზიების სფეროში ცხოვრობდა. ღატაკი არისტოკრატი  და პოეტი ბარბიე დ’ ორვილი  წითელსარჩულიან მანტოს ატარებდა, თავის ბუნაგში სტუმრებს იწვევდა, მაგრამ სკამიც არ ჰქონდა შესათავაზებელი, ის კი ამაყ პოზას იღებდა და წარმოთქვამდა:
        _ბოდიში, ბატონებო, ხალიჩები და ავეჯი მამულში მაქვს გაგზავნილი...
          ილუზია, მომხიბვლელი ილუზია, სხვა არაფერი! სინამდვილეში კი სულზე არა ებადა რა..
........ერთი სიტყვით, ვინ რას გაიგებს ამისას. წარმოსახვის ძალა თუ გაარღვევს ,,საღი გონების“ ჯებირებს, მაშინ ,,ყველაფერი შესაძლებელია“  და აი იწყება ნამდვილი ბოჰემა, საზოგადოებრივი ნორმების რღვევა, ექსტრავაგანტული დენდიზმი, გამომწვევი პოზა და სატანური წყევლა. ვილიე დე ლილ ადანის შესახებ ა. ფრანსი წერს, თხრილში ჩაგდებულისთვის ვინმეს რომ ფეხი დაედგა სახეზე, დედოფლის ამბორად მოეჩვენებოდაო.
        და შემდეგ:
      ..._ა ვიცი, უნდა გვეცოდებოდეს, თუ გვშურდეს მისი. სულ ოცნებებში ცხოვრობდა, წარმოსახვაში, ვითომ სასახლეებში, ბაღში. თავისი ბუნაგი ლუვრზე უკეთესად ეჩვენებოდა....იჯდა და უკრავდა პარციფალს...
      ილუზიის განამდვილება საოცარი რამეა. ფეხშიშველი, თმაგაბურძგნილი ბავშვი რემბო (,,ბავშვი შექსპირიო“ თქვა ვიქტორ ჰიუგომ) სულ მუსიკაზე ოცნებოდა ... როიალზე! მისი საკმაოდ  უხეში დედა კი კაკლის ხის სასადილო მაგიდაზე. ამისთვის წლების განმავლობაში აგროვებდა ფულს და როგორც იქნა, აისრულა კიდეც ნატვრა.
      რემბომ მოუცადა, ვიდრე დედამისი წავიდოდა. მერე დანით კლავიშები ამოჭრა იმ მაგიდაზე... იჯდა და ,,უკრავდა“ გატაცებით.
          ბურჟუაზიულ-მეშჩანური საზოგადოებაც შურს იძიებდა ამგვარ პოეტებზე. ბოდლერი წერდა:
_ ვინმემ სახელმწიფოს რომ სთხოვოს უფლება, იყოლიოს საჯინიბოში რამდენიმე ბურჟუა,  ძალიან გაუკვირდებათ, მაშინ როდესაც ბურჟუამ რომ მოითხოვოს შემწვარი პოეტი ამას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევენო...
    ვინმემ შეიძლება თქვას, მწერლობისადმი კეთილგანწყობილი მეცენატებიც ხომ იყვნენო.
      იყვნენ, რათქმაუნდა იყვნენ, მაგრამ,ისიც საკითხავია,  რა უფრო ამოძრავებდათ მათ, მწერლების სიყვარული თუ საკუთარი პატივმოყვარეობა?
  ........ვინ იცის, სიკეთისთვის რამდენი დამცირებული კი არა, ჯვარცმული პოეტი ახსოვს კაცობრიობას!
          ამის შესახე გალაკტიონ წერს:
..........._ ბოდლერს აქვს ერთი შესანიშნავი ლექსი, რომელსაც ჰქვია ,,ლოცვა კურთხევა“. მაგრამ აქ არავითარი კურთხევა არ არის, აქ არის წყევლა და მხოლოდ წყევლა. ლექსი გამოხატავს მგოსნის ამ ქვეყნად მოსვლას, დაბადებას. ღვიძლი დედისთვის პოეტი არის საგანი მარტოოდენ გაკვირვების და ზიზღის _ დედას სცხვენია საკუთარი შვილის ყოლა; მგოსანი იტანს დაცინვას სულელებისგან, იტანს შურსა და სარკაზმს. მგოსანი ხანდახან მსხვერპლი ხდება რომელიმე სისხლისმსმელი დალილასი, რომელიც თავისუფლებას მისცემს იმას მას შემდეგ რაც ამოსწოვა მასში უკანასკნელი სისხლი. მგოსანი რომელმაც გამოიარა მთელი რიგი შეურაწყოფათა და ტანჯვათა, უკანასკნელი მიდის იმ გვირგვინით, რომელიც გამზადებულია წამებულისთვის, მათთვის, რომელთაც ყველაფერი გადაიტანეს სიმართლისა და სილამაზის სამსხვერპლოდ....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები