ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2019


20 ივნისის აქციას (2019 წელი)

ქართველო ქართველს რად ესვრი?
ნუთუ ქვა გიდევს გულშია,
მასეთი სულის პატრონმა,
სჯობს თავი გაყო ყულფშია.
ჯერ სულ პატარა ერი ვართ,
ღვთისგან რჩეული ქვეყანა,
მრავალჟამიერს მღერივართ,
ყველა პირისპირ მტერთანა!
მტერი გვიყურებს შორიდან,
ტკბება, აცინებს სეირი,
ასე ძმა-ძმისა ბრძოლაში,
რა დაგვეყრება ხეირი?
ვუჩვენოთ ქართული სული,
ჩვენში ვაცოცხლოთ გმირები,
ვიყოთ ერთურთის ერთგული,
გავხადოთ განაგმირები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები