ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2019


დავიდარაბა

შენს კაბას შემოდგომავ ფოთლები გასცრეცია
და მფრთხალი სიშიშვლე გიჟონავს
ალაგ-ალაგ,
ხმები დაუყრიათ, ჭორების ქარ-ცეცხლია:
თამამი შემოდგომა დადისო შარა-შარა.
"ცრუს" უთქვამს: სირცხვილოო, მთლად შემოიძარცვაო
მეზობლის ხეივნისკენ თითი გაეშვირა,
მართალს- ხელოვნებას ვუცქირო დამაცაო-
უპასუხნია და ავი დაეჩრდილა!
დღეს შენ გაგეცრიცა კაბა შემოდგომავ,
დღეს შენ გამოგიჩნდა ოდნავი სიშიშვლე,
ხვალ იქნებ ჩვენ გვიწევს "ცეცხლზე შემოდგომა,"
"ცრუ" კი კვლავ აღდგება და ენას იშიშვლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები