ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2019


ყველაფერს თავისი ადგილი აქვს

აკაკი წერეთლის სკვერში
ბიჭი ახალგაზრდა იდგა.
ჩონგური ეჭირა ხელში,
ოღონდ არ უკრავდა, - ყიდდა...

ახლა ბევრი ალბათ ელის
ვთქვა, თუ ბიჭს რით დავეხმარე?..
მე კი, გავუყარე ხელი,
გავიყვანე სკვერის გარეთ

და ვუთხარი: "დღეს არ გერჩი,
მაგრამ ყურებით დაგკიდებ,
აკაკი წერეთლის სკვერში
ჩონგურს თუ გაყიდი კიდევ!!!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები