ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2019


გნატრობ

ლურჯ ცაზე თეთრი ღრუბლები ოხრავს.
(ხანდახან ნატვრაც ხომ ხდება)
გნატრობ!
თუ ამიხდები და მართლა მოხვალ,
აღარ დამტოვო არასდროს მარტო.

ქარმა მისი ქნა, ატირდა ზეცა.
ვდგავარ და ვიტევ მოლოდინს მოსვლის.
სულს მონატრების საშიში მხეცი
ადგას თავზე და ფაქიზად კოცნის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები