ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2019


ახლა თვითმკვლელი ხარ მიქაელ!

დღეს შენი სირცხვილიც დიდია
დრომ მხოლოდ ტკივილი დატენა,
სახრჩობელასავით ჰკიდია
სახლზე თითეული ანტენა

თავებს გამუდმებით იკლავენ
ლექსები დაღლილი პროზებით.
ყვირილი გინდა და იკავებ
თვალწინ იცვლებიან პოზები...

დღეებს და ღამეებს ითვლიან,
ფრთების წამიერად მოქნევებს.
შენი მაჯისცემაც რიტმია
შენი გულისცემაც მოქმედებს.

დროში უშუალოდ ფანტავენ
სისხლით ამოვსებულ სინჯარებს.
დასასრულია თუ სათავე
მკვდარი ხარ და გისინჯავენ...

პულსს რომ უეცარი სიჩქარით,
გამჩენს შენს გაჩენას უნდობდი.
სიკვდილი გინდოდა მიმქრალი
რადგანაც სიცოცხლეს უნდოდი.

ახლა აღარავის სჭირდები
და შენც აღარაფერს მოელტვი.
მტვრიან თაროებზე იდები
დროში გარდასული პოეტი

ჰო, იმ სუნთქვასავით შენ რომ ვერ
და არ იმყოფინე არაფრით.
სადაც სხვა გაჭვარტლულ შენობებს
ფერი დასტყობოდა კანაფის.

დროში დაკარგულებს, მიმქრალებს,
ყველას გაუსწარი ბატონო.
ახლა თვითმკვლელი ხარ მიქაელ
და არც აღარავინ გპატრონობს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები