 | ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 8 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნაწილი მეოთხე თავშესაფარი _ რა სისულელეა. უბრალოდ სტრესის გამო ექიმთან უნდა წავიდე. _ შენ ახლა ბავშვი არ ახსენე? _ მე დაგტოვებთ. _ არა, ელენე შენც დარჩი. _ მე გარეთ დაგელოდები ლიზა ასე აჯობებს. _ გისმენ ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? _ რა უნდა გითხრა? _ ბავშვს ვისგან ელოდები? _ რა ბავშვი? ალი გამატარე ექიმთან უნდა წავიდე. _ რატო? _ ხელი გამიშვი მტკივა. _ მაპატიე არ მინდოდა. _ ხვდები, რომ დილიდან იდიოტებივით ერთმანეთს ბოდიშებეს ვუხდით? _ დღეს ჩვენთან ერთად მოდიხარ. _ სად? _ თავშესაფარში. _ იქ, რა გვინდა? _ იქ, უნდა დაგტოვო ცოტახნით. _ სერიოზულად? _ კარგი ხო, ვიხუმრე. მოხვალ? _ მოვალ. *** როცა მარტო ხარ, როცა გარშემო უამრავი ხალხია და შენ არც კი იცი ვინ არიან შენთვის. სრულიად უცხო, სრულიად განსხვავებულს სამყაროში აღმოჩნდი და არ იცი აქ, არის თუ არა შენი ადგილი. ყველა მოსასვენებელი სკამი დაკავებულია. რამოდენიმე ორსული, ექიმთან რიგს იცდის. ზოგიც ვეღარ უძლებს, გამუდმებით წყლის სმით მოითქვამენ სულს. ახალგაზრდა წყვილი, ფურცლებით ხელში, იქვე კუთხეში დგას. უყურებს ქმარს და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ახლა მაინც გაუმართლებთ. ეხლა მაინც ეტყვის ექიმი: ,,გილოცავთ! თქვენ მალე მშობლები გახდებით.“ ერთი ექიმიდან მეორეზე ინაცვლებიან. ახლა მიმღებში ზიან და სისხლის საერთო ანალიზის პასუხებს ელოდებია. იქნებ იქ, მაინც იყოს რამე. იქნებ იქ, მაინც გამოჩნდეს, რომ ნაყოფი მის სხეულშია. ახლა ექოსკოპიის კაბინეთან გაჩერდა წყვილი. ქმარი ცოლს შუბლზე კოცნის. ,,ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება.“ ქმარმა ვერ გაუძლო და გარედ დაცდა ამჯობინა. ვინ იცის ქალი მერამდენედ უყურებს ექოსკოპიის აპარატს, ვინ იცის რამდენჯერ უნდა დაინახოს, გაიგოს თავისი შვილის გულისცემის ხმა. ერთხელაც სჯერა, რომ ეს ბედნიერება მოხდება და იტირებს. იტირებს დარდისგან კი არა, არამედ სიხარულით აევსება თვალები ცრემლით. ალბათ მუცელში დაუვლის პეპლები, გამოვა და ქმარი ჩაიკრავს გულში დიდი სიხარულით. ვინ იცის იქნებ ქმარმა არ მიაქციოს ყურადღება გარშემომყოფებს ისე დაიტაცოს ცოლი ჰაერში, დაატრიალოს ვინ იცის იქნებ ქალმა, დაიწყოს ყვირილი. ,,გაგიჟდი? დამსვი ბავშვს არაფერი დაუშავდეს.“ ალბათ რამდენი მიულოცავდა წყვილს, რომელებიც წლების განმავლობაში ელოდებიან ამ ბედნიერებას. გამოდის ქალი, დარდისგან დამძიმებულია, თითქოს აღარ აქვს არაფრის იმედი, არ უყურებს ხალხს, არც ქმართან საუბარი სურს ასე უხმოდ, უმოქმოდოდ უკან მოუხედავად მიდის. ექიმი ყვირის: ,, დამელოდეთ! ეს სურათი თქვენთან უნდა დარჩეს.“ ქალს უთხრეს ვირუსიაო, არაფერი არ ესმის გარდა იმისა, რომ ამჯერადაც არაფერია, მის სხეულში, არ ფეთქავს მეორე გული. არ შუძლია ქმარსაც ამაყი თვალებით ჩახედოს. განა რა უნდა უთხრას იმდენ ხალხს, ვინც ცნობისმოყვარეა. ,,არ გამოვიდა...ამჯერადაც არაფერი გამოვიდა.“ ალბათ თავს დაიმშვიდებს იმ იმდით, რომ წინ ჯერ კიდევ ყველაფერია, გულში კიდევ ახალ იმედებს ჩაისახას. კიდევ წარმოიდგენს მეუღლეს შორის მწოლიარე მის შვილს. წარმოიდგენს ბავშვის ხელით არეულ სახლს. ალბათ ისევ ჩაესმება ყურში გამუდმებით ბავშვი ტირილი. ალბათ ისევ გაეკიდება შუა ქუჩაში სხვის ბავშვს, მოეფერება პატარა ხელს და ჩაესახება იმედი, რომ ოდესღაც თვითონაც გახდება დედა. ,,ლიზა ლეჟავა ექიმი გელოდებათ.“ ლიზამ ხალხს გადაავლო თვალი და მის წინ დაინახა ორსული, რომელსაც ადგომაც უჭირს. ,, შეიძლება, რომ ჩემს ნაცვლას ეს ქალი შემოვიდეს? მე არ მეჩქარება კიდევ დავიცდი.“ ქალმა ლიზას ლამის ხელები დაუკოცნა მადლიერების ნიშნად. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ლიზა, ისევ დერაფანში იცდიდა. ახლა ნამდვილად იცის, რომ ამას არ გაექცევა. იცის, რომ სულ ცოტაც და თვითონ შევა კაბინეტში. ქალს, რომელსაც რიგი დაუთმო ლიზას მიუახლოვდა და ეუბნება: _ მე ხუთი წელი ველოდებოდი შვილს. ეს ჩემთვის მეორეა ამაზე ბედნიერება, ნამდვილად არაფერია. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, რომ რიგი დამითმეთ. ლიზას თითქოს ენა ჩაუვარდა ქალს ვერაფერი უთხრა. ,,ლიზა ლეჟავა!“ კაბინეტიდან კვლავ მისი სახელი გაისმა. ლიზამ თავი გაიმაგრა და ამაყად შევიდა. შიგნით ორი მედდაა, ერთი გაურკვეველ ფურცლებს ავსებს, ექიმი კი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება. ,,რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღე. საღამოს ისევ შეგამოწმებ.“ ექმიმმა ტელეფონი გათიშა და ლიზას მიუბრუნდა. *** _ ორი კვირის ორსულია. აბა, ამისთვის გაციება შეიძლებოდა? _ ხოო... _ ლიზა ორსულობაა? _ დიახ, ტესტი გავიკეთე და ორსულობა მიჩვენა. _ ნამდვილად ორსულობაა. სისხლის ანალიზმაც გვიჩვენა ეს. გილოცავ! _ იცით ექიმო... _ ექოსკოპიაზე შედით და სურათი მე შემომაწოდეთ. _ ექიმო სინამდვილეში მე სხვა რამეზე ვარ მოსული. _ ძალიან გთხოვ უთხარით, რომ ვინმემ ყავა გამიკეთოს რა. დილიდან ძალიან ბევრი პაციენტი მივიღე. შენ ისევ აქ ხარ? წადი ექო გადაიღე. _ მე არ მინდა ეს ბავშვი. _ შეგიძლია გახვიდე? _ კი, მაგრამ ისტორიები მაქვს შესავსები. _ წადი და სადმე შეავსე. _ ახლა კი შენ გისმენ. რაო? ბავშვი არ მინდაო? რომელი ნორმარული ქალი იტყვის ამას? _ იცით მე ორი მეგობარი დავკარგე. _ რაში მაინტერესებს შენი პრობლემები. ეს ბავშვი არ მოკვდება. _ არა, მე მისი მოკვლა არ მინდა. _ აბა, აბორტი რა გგონია შენ? გოგონი, ექიმთან მოდიხარ იძახი ბავშვი არ მინდაო და აბორტის დროს არ იცი, რომ ნაყოფი კვდება? _ ლიზა! _ ელენე? _წამოდი მივდივართ! _ ეს ვინ არის? _ ჩემი მეგობარია. _ ელენე ხო? შენს მეგობარს გადააფიქრებინე აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი. _ ექიმო გპირდებით, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შენ კიდევ ადექი მივდივართ. _ სად მიმათრევ? _ ჩვენ რაზე შევთანხმდით? _ ელენე ამ ბავშვს მომავალი არ ექნება. _ შენ ოღონდ გააჩინე და მე გავზრდი. _ ხუმრობ არა? _ სულაც არა. *** დამძიმებული სხეულის ტარება ყველაზე მეტად მაშინ უჭირს ადამიანს, როცა მის გვერდით საუკეთესო მეგობრები აღარ არიან. ლიზა იხსენებს იმ ბედნიერ დღეებს, რაც ერთად გაუტარებიათ. ძნელია გონებიდან წაშალო მათი საახები. ძნელია დაიჯერო, რომ დადგება დრო, მოგენატრება და ვეღარ შეძლებ მის ნახვას. ცხოვრება თავად გვაძლევს შანს გვერდით გვყავს კარგი მეგობარი. მთავარია ჩვენ შევძლოთ მათი დაცვა. ,, ჩვენვე ვერ გაუფთხილდით.“ ლიზა და გვანცა ბელას სხეულის წინ ზიან და იხსენებენ ერთ მშვენიერ დღეს. ,, გახსოვს მაშინ?“ ბევრია გასახსენებელი, როდესაც წლების განმავლობაში ერთად მოდიხართ. ახლა კი, მათი უკანასკნელ გზაზე გაცილება გიწევს. ჯერ გიგის მიერ მიყენებული ჭრილობა ვერ მოუნელებიათ და ახლა ამას ბელაც დაემატა. დედამისს გული უკვე სამჯერ წაუვიდა. ყვირის... ,, მეც წამიყვანეთ! მეც ჩემს შვილთან ერთად დავიმარხები.“ ლიზამ ამას ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა. გვანცა ეგრევა მკლავებში წვდა და მისი წამოაყენება სცადა. *** _ კარგად ხარ? _ კი კარგად ვარ. _ წამოდი ცოტახანს ბელას ოთახში შევიდეთ. _ გახსოვს რა ძალიან უყვარდა ეს ფერი? _ ხო, მაღაზიაში თუ რამეს ვარდისფერს დაინახავდა ეგრევე სახლში მოჰქონდა. _ გოგოებო, ეს თქვენთვის არის. _ უჩა ეს რა არის? _ სიაა... მართალია ამას, რომ ვწერდით ძალიან გვეცინებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ აუცილებელიც გახდა. _ მანახე აბა რა წერია? _ ,,ჩემი ბანკეტის კაბას გვანცას ვუტოვებ, რადგან ვიცი ლიზა გადაჭრის.“ ნორმარული აახლა ეს გოგო? _ ,, ჩანთების ნაწილი მინდა, რო გაყიდოთ. ჩემ ძმამ იცის ფული სადაც უნდა წაიღოს.“ უჩა შენი და რას გულისხმობდა. _ ალბათ ბავშვთა სახლს. იქ, ერთხელ მე წავიყვანე. _ ,,ჩემი ალბომების ნაწილი ლიზასთანაა სახლში. ნაწილი კი ჩემი საწოლის ქვეშ, ყუთში მაქვს შენახული.“ ეს რა არის ბოლო წერილია? _ ეგეთი მეც დავწერე. გაგიკვირდებათ და მაშინ შუქები ჩაქვრა და გადავწყვიტეთ დრო ასე გაგვეყვანა. _ კიდევ წერია რამე? _ ,,ლიზა მაპატიე... თოჯინა, რომელიც ბავშვობაში მოგპარე ახლაც ჩემ ძველ სახლში, ეზოშია დამარხული.“ არადა ამ თოჯინის გამო რამდენი ხანი ვერ ვიძინებდი იცით? _ არ არსებობს! უჩა ეს სიმართლეა? _ რაზე ამბობ? _ რაც ბოლოს წერია. _ არ ვიცი ცოცხალი თავით ბოლო პუნქტი არ წამაკითხა. _ აქ, წერია რომ გიგი უყვარდა, თანაც... _ ლიზა, თანაც რა? _ ბანკეტის შემდეგ იწვა კიდეც მასთან. _ კარგი რა... _ არა, გეფიცებით ასე წერია. _ უეჭველი ხუმრობს. _ ხო, გვანცა ხუმრობს და საინტერესოა ვის ვკითხავთ ამას. _ რაც არ უნდა იყოს ახლა ამას ვერ გავიგებთ. _ მე სახლში უნდა წავიდე აქ, გაჩერება აღარ შემიძლია. _ ლიზა დამელოდე მეც გამოგყვები. _ გვანცა გინდა ჩემთან ავიდეთ? _ დამავიწყდა შენთვის მეთქვა ამაღამ მივემგზავრები. _ გარბიხარ? _ არა, არსად არ გავრბივარ. უბრალოდ ცოტახანს სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება. _ ნეტა მეც შემეძლოს სადმე შორს წასვლა. _ გინდა წამოდი ჩემთან ერთად. პარიზში წავიდეთ, ცოტას ვიშოპინგებთ, უამრავ სურათს გადავიღბთ. ასე ჯდომით და გლოვით არაფერი შეიცვლება. _ არა, ვერ წამოვალ. შენ წადი ოღონდ იცოდე მალე დაბრუნდი. _ ყველანაირად ვეცდები. ახლა სახლში ადი და დაისვენე მოგვიანებით ისევ დაგირეკავ. *** გვანცა ყველაზე გვიან შემოუერთდა ლიზას წრეს. ის, სრულიად შემთხვევით ბარში გაიცნეს. მაშინ, როდესაც ნასვამი კაცი აეკიდა გიგიმ კი მისი დაცვა სცადა. მის შემდეგ გიგი, ორი კვირა უნივერსიტეტში ჩალურჯებული თვალით დადიოდა. ძალიან მშვიდი და წყნარი გვანცა, მოულოდნელად ძალიან ენერგიულ და თამამ წრეში აღმოჩნდა. გიგი პირველი იყო, ვინც გვანცას არკოჰოლი დაელევინა. ძალიან მორცხვ გვანსას გოგოებმა, ბირველად ჩააცვეს მოკლე და თამამი კაბა. კლუბშიც პირველად იყო. თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ცეკვა შეუძლია. იმ საღამოს ყველა აღტაცებული უყურებდნენ გვანცას ცეკვას. აბლოდისმენტები და ჟრიამული მთელი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა კი მიდის... მიდის, რადგან იცის, რომ უკან მოსახედი გზა აღარ დარჩა. ახლა ძალიან თამამი, დავდაჯერებული იწყებს ახალ ცხოვრებას და დარწმუნებულია, რომ ამასაც შეძლებს. ლიზამ საწოლიდან ბალიშები ძირს გადმოყარა თვითონ კი გულაღმა დაწვა, შემდეგ გაახსენდა, რომ ორსულადაა ისევ გადმობრუნდა. მუცელზე ხელები დაიწყო. ,,ნუთუ მართლა აქ ხარ? თუ მართლა ასეა რატომ ვერაფერს ვგრძნობ?“ ფეხზე წამოდგა და დიდ სარკეში, საკუთარი ტანზე დაკვირვება დაიწყო. ,,მგონი მოვიმატე? სასწრაფოდ ვარჯიში უნდა დავიწყო.“ სარბენი ბილიკი, რომელიც ოთახში აქვს შემოდგა და ნელი ტემპით დაიწყო სიარული. გრძნობს, რომ თავბრუ დაეხვა და ბილიკიდან ჩამოვიდა. ,, ეს ბავშვი უნდა მოვიშორო.“ ისევ იგივეს, სარკეში საკუთარ თავს უმეორებ. ,,იქნებ მეძინება? არა, წავალ მშია უნდა შევჭამო, მაგრამ რა? რა უნდა ვჭამო? იმასაც კი ვერ ვხვდები რა მინდა.“ *** _ საკუთარ თავს ელაპარაკები? _ ვაჰ!!! _ მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა. _ აქ, როგორ შემოხვედი? _ გინდა ერთი საზრიანი, რამ გითხრა? _ მიდი გისმენ. _ სახლს ჩვეულებრისამებს ერთი მნიშვნელოვანი კარი აქვს, მას შესასვლელ კარს ეძახიან. აი, სწორედ იქიდან შემოვედი. _ ჰა, ჰა, ჰა... _ რატომ არ მოხვედი? _ ა, ხო თავშესაფარი. თავიდან სულ ამომივარდა. _ არც N208 შეგახსენა? _ არ ვიცი არ მინახავს. ისიც არ ვიცი ტელეფონი სად მიგდია. _ ასეც არ შეიძლება, თანაც არ დაგავიწყდეს მხოლოდ ოთხნი დავრჩით. _ ყოჩაღ ცისფერთვალება ბიჭო კარგად მამშვიდებ. _ ახლა შეძლებ წამოსვლას? ეს აუცილებელი, რომ არ იყოს... _ ალი შენთვის რაღაცის თქმა მინდა. _ საჩქაროა? _ კაი მაშინ მიდი გისმენ. _ არც კი ვიცი საიდან დავიწყო... _ არ ვიცი ალბათ თავიდან უკეთესი იქნებოდა. _ მე ვარ ის ქალი, ვისაც ბრმა პაემანზე ელოდებოდი. _ სერიოზულად? კარგი მაშინ თქვი, რამე ჩემი ანკეტიდან. _ შენი საყვარელი ფეხბურთის გუნდი ბრაზილიაა. _ ნამდვილად შენ ხარ. აქამდე რატომ არაფერი თქვი? ან იმ ღამეს... _ იმ ღამეს რაც მოხდა... _ მეორე დღეს არაფერი არ მახსოვდა, სანამ ის ვიდეო არ ვნახე ვერ დავიჯერე. _ არც მე მახსოვდა. _ მოდი დავივიწყოთ კარგი? თითქოს ეგ დღე არც ყოფილა, თანაც მე... _ შენ რა? _ სხვა მყავს. _ ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენთან ურთიერთობა მინდოდეს. წავიდეთ თუ მივდივართ! _ კარგი რა ვთქვი ასეთი? *** მიტოვებული, მარტოსული ადამიანი, თავშესაფარს ზოგჯერ ისევ მარტოობაში პოულობს. გაურბის პრობლემებს, თუმცა საკმარისია ერთი ნაპერწკალიც და შეიძლება მთელი გულით დაიწყოს ტირილი. ლიზა ძლიერია, არასოდეს არავის არ აჩვენებს, რომ ის სუსტადაა, რომ მას ცოტახნით მარტო ურჩევნია ყოფნა. ლიზას გაახსენდა დილით ალიმ, რაც უთხრა. საწვავის სუნი, რომელიც ჰაერში ტრიალებს ლიზაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ,,ეს რა საშინელი ადგილია.“ ეტყობა, რომ უკან წასვლა უნდა. ალიმ ხელი ჩაკიდა. ,,ნუ ნერვიულობ... მხოლოდ შესასვლელია ასეთი.“ რას ქვია მხოლოდ შესასვლელი? ეს ჩამონგრეული კედლები, ნაფლეტებად ქცეული ავეჯი, გაძვალტყავებული ძაღლები, რომლებსაც ალბათ თვეებია არაფერი უჭამიათ. ეს მხოლოდ შესასვლელია? ეს თუ შესასვლელია განა რა უნდა იყოს წინ? ამაზე უარესი კიდევ არის რამე? ასეთ ადგილს თუ თავშესაფარი ქვია, მაშინ ჩემი ძველი სახლი სამოთხე ყოფილა.“ გვირაბის ბოლოს სინათლეა. სწორედ ასეთი წარმოსადგენია რეალურად ის ადგილი, სადაც ალიმ ლიზა მიიყვანა. ერთი შეხედვით ნაცრისფერი რკინის კარებია. ალიამ მოულოდნელად რაღაც ღილაკს დააჭირა და კარის გაიღო. რამოდენიმე წამში კი ერთი სართულის ქვემოთ აღმოჩნდნენ. გაიღო კარები თუ არა, ლიზას თვალებიდან გაქრა ჩამონგრეული კედლები, ნაფლეთებად ქცეული ავეჯი, დამშეული ცხოველები... ახლა, მის წინ კეთილმოწყობილ ოთახს ხედავს, სადაც უამრავი კომპიუტერი და ტექნიკაა. ოთახის ყველა კუთხეში მოსასვენებელი მდივანი დგას. ხახლი, თანაც იმდენი ვერ დაითვლი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება შამუშაო დაწესებულებაც იყოს, ან თუნდაც კრიმინალების ბანდა, რომელიც კარგად გეგმავს ბოროტმოქმედებას. *** _ ეს შენ ხარ არა? შენ ჩაიდინე ეს ყველაფერი... _ არა, მოიცადე ყველაფერს აგიხსნი. _ რა უნდა ამიხსნა? ისედაც ყველაფერი გასაგებია. _ ლიზა ეს ხალხი, ისეთივე მსხვეროპლი იყო, როგორც ჩვენ ვართ დღეს. _ წამოდი ნუ გეშინია ნელ-ნელა შენც გაერკვევი ყველაფერში. _ აქ, ვერ დავჩები. _ აი, ლიზას მოსულაა! აბა, როგორ ხარ? კიდევ მშიერი თუ ხარ აქ, ერთი ბიჭია, ბურგერებს მაგრად ამზადებს თუ გინდა გაგიკეთებს? _ რადროს ბურგერებია. ზურა შენ მაინც ამიხსენი აქ რა ხდება? _ ტკბილო ეგ ჯერ მეც არ ვიცი კარგად. აი, ვზივარ და Pess ვთამაშობ. _ ზურა არ მითხრა, რომ ჩემი X box აქ, წამოიღე? _ ძმაო მაპატიე, მაგრამ აქ, იმხელა ეკრანებია ვერ გავმაზავდი. _ უკვე მოხვედით? _ კი, ეს ლიზაა ვისზეც გეუბნებოდი. _ სასიამოვნოა ლიზა. მე ნოდარი აქაურობის უფროსი. _ და რისი უფროსი ხარ? _ ალი, ლიზას არ უამბე ჩვენს შესახებ? _ არა, ჩავთვალე, რომ აქ უკეთესად ავუხსნიდით. _ კარგი მაშინ დავიწყოთ! ,, ყველას მოგესალმებით! ვიწყებთ ახალი საქმის გამოძიებას ტრაგედიაზე, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დატრიალდა. სწორედ ავარიის შემდეგ მეგობრების ტელეფონებში ჩნდება დაფარული ნომერი 208. ავარიის დროს გარდაიცვალა მძღოლი. ვიღაცაა, ვისაც ამ ავარიის, ვიდეო მასალა ხელში აქვს და ამასთანვე ყველა ინფორმაცია იმ ადამიანებზე ვინც ავარიის დროს იქ იმყოფებოდნენ. პირველ რიგში გამირკვიეთ ვინ იყო მძღოლი და ყველაფერი მისი ოჯახის შესახებ. ამ საზარელ ავარიის ერთი თვის შემდეგ კიდევ ორი გარდაცვლილი ახალგაზრდა გვყავს. ლიზა შენგან დაგვჭირდება ყველანაირი ინფორმაცია მათზე, რაც იცი. ნუ შეგეშინდება. აქ, ყველანი თქვენს დაცვას ვცდილობთ. ეს კი, არის ბუნკერი, რომელსაც ,,თავშესაფარი“ ქვია. ახალა სწორედ იქ, ხარ სადაც უნდა იყო.“ *** _ უფროსო მძღოლს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს. ცოლი ავარიის შემდეგ გაქრა. მის უბანში დღეს ვიყავით. სახლში, სადაც ცხოვრობდნენ არავინ დაგვხვდა. ვისაც კი ვკითხეთ მისი ოჯახზე, არავის ცუდი არ უთქვამს. _ მის ქალიშვილს უთვართვალებს ვინმე? _ მე და მხოლოდ ამ სურათების გადაღება მოვახერხე. _ ლიზა რა საერთო გაქვს მძღოლის ქალისვილთან? _ ელენე ჩემი მეგობარია... მოიცადეთ და ეგ არის მძღოლის ქალიშვილი? ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და ჩემს თანადგომას ცდილობდა. დღესაც საავადმყოფოდან ძალით წამომიყვანა. _ ლიზა სავადმყოფოში რა გინდოდა? _ ალი ახლა ამის დრო არ არის. შეიძლება ის მანიაკი ელენე იყოს? არა შეუძლებელია! ეგ ვერ იქნება. _ ლიზა ნუ შეგეშინდება და არავითარ შემთხვევაში არ გაწყვიტო მასთან ურთიერთობა. გაქვს რამე ხელმოსაკიდი, რომ მასთან რაც შეიძლება ახლოს იყო. _ კი მან ჩემი საიდუმლო იცის. _ ძალიან კარგი. _ ლიზა? ეს რა ადგილია და აქ, რას აკეთებ? _ გვანცა შენ კიდევ აქ ხარ? გაფრენას არ აპირებდი. _ კი, მაგრამ ვიღაცამ აქ მომიყვანა. _ ნუ ნერვიულობ,ამ ხალხს, მხოლოდ ჩვენი დაცვა უნდა. ზუსტად ვერ გავიგე მგონი რაღაც ორგაიზაციაა, ვინც ამ ყველაფერს არკვევს. _ ესეც ასე! ხვალ საღამოს, პირველი სპეცოპერაციას ჩავატარებთ იქამდე კი დაიშალეთ! ჭამეთ, იძინეთ, ყველააფერი ვნებების გარდა. ნუ მომასმენინებთ ახლა მაგას. იცოდეთ ჩიპები გიყენიათ, ათასი თვალს და ყურს გაყოლებთ თან. თქვენი პირადი ცხოვრება, იქამდე მეხება მე, მანამ სანამ დამნაშავეს არ ვიპოვით. _ ლიზა ეს ბიჭი ცოტა ვერ არის ხო? _ ვერ იქნება აბა რა, ამდენ რამეს ეგ აკონტროლებს. _ ისე ძალიან სიმპატიური კი არის. ნეტა ცოლი თუ ჰყავს? _ მე რა ვიცი გვანცა, ეგრე ძალიან თუ გაინტერესებს მიდი და კითხე. _ გოგოებო! ცოლი არ მყავს. _ ვერ გავიგე? _ მოსასმენ აპარატს სწორედ ახლა ვასწორებდით. _ მოიცადეთ! თქვენ რა, მართლა მოგვისმენთ? _ ლიზა ძვირფასო რამე თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩიპი მაგიდაზე დატოვო და მშვიდად დაელოდო სიკვდილს. _ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა. _ გვანცა სწორ გზაზე დგახარ. წადი და შენი მეგობარიც თან წაიყვანე. ხვალ საღამოს ისევ გელოდებით. ზურა შენ კიდევ ,მომაშორე ეს კომპიუტერი თავიდან. რა უბედურებაა! საბავშო ბაღი კი არ მაქვს აქ? _ნოდარი, ძმაო, კი არადა არც კი ვიცი რა დაგიძახო ისე ხარ შეფუთული. საბავშო ბაღი არ ვიცი, მაგრამ ერთი დღით, თქვენს ბუნკერში, თქვენ შემხედვარე კაცი, ერთი მაგრად გაერთობოდა . _ ძვირფასო დამელოდე მეც მოვრჩები საქმეებს და ერთად წავიდეთ. _ ზურა ერთი წუთი მოდი აქ. _ გისმენთ გოგოებო. _ ვინ არის ეს გოგო? ახლა ალისთან, რომ მივიდა? _ ა, ეგ? მაგარი ქალია ძააან. _ მე არ მიკითხავს, როგორი ქალია. ვინ არის? _ ალის შეყვარებულია. უკვე 5 წელია ხვდებიან ერთმანეთს. _ გვანცა წამოდი. _ მოვდივარ! _ ვერ გავიგე რაში გაინტერესებდა ვინ იყო ის გოგო? _ მე არა, მაგრამ შენ, ისეთი თავალებით ჭამდი, რო რ მეკითხა არ შეიძლებოდა. _ გოგოებო, დამელოდეთ სახლში მე მიგიყვანთ. _ და შენი შეყვარებული არ მოდის? _ გვანცა! _ არა, მას კიდევ სამუშაო აქვს. _ კარგი მაშინ წავიდეთ. *** ცივია ოქტომბერი, არადა მე უფრო თბილი მინდოდა. მინდოდა მზე და უკვე მთვარეა გამოსული. ვასკვლავებს ვერ ვხედავ, თითქოს ერთბაშად გაქრა ყველა. ვასკვლავების მსგავსად გაქრნენ ჩემს ირგვლივ ყველა. იქნებ ეს იყო ბედი? შეხედავ მამაკაცს და ბედნიერია. ის, მის საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან ბედნიერია. რა უფლება მაქვს? მე რა უფლება მაქვს მათ ურთიერთობა დავუნგრიო. ,,იმედია ეს ჩიპი ჩემს ფიქრებსაც არ კითხულობს.“ ლიზას ამ სიტყვების თქმა ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რაზეც გვანცამ კითხა: ყველაფერი რიგზეა? თითქმის გვანცას სახლში მისულმა ლიზამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მეგობარს ძალიან თბილად ჩაეხუტა ალიმ კი ისევ გააგრძელა გზა. ლიზა მანქანის უკანა სავარძელზე სრულიად უხმოდ ზის და აკვირდება სარკეს, რომელსაც მხოლო ალის თვალები ირეკლება. ლიზას გულისცემის ხმა ყურში ჩაესმის. ,,იქნებ ის არის?“ ისევ ხმამაღლა ჩაილაპარაკა, თუმცა ალის თითქოს არც გაუგია გზისკენ გააბრუნა თავი. თანდათან ლიზას სახლს უახლოვდებიან. არ უნდა იმ სახლში მისვლა, სადაც მისი მეგობარი, ბოლოს გარდაცვლილი ნახა. *** _ გააჩერე მანქანა უნდა ჩავიდე! _ კი, მაგრამ ლიზა სახლამდე კიდევ დიდი გზა დარჩა. _ არ მინდა სახლში. ცოტახანს სუფრთა ჰაერზე მინდა, რომ გავიარო. _ შემომხედე! _ თავი დამანებე. _ შენ რა ტირი? _ ერთი მეგობარი მიწას მივაბარე, მეორე ისევ თავის სახლშია ხვალ გაასვენებენ და კიდევ მეკითხები ვტირი თუ არა? _ მართალია ცოტახნით, მაგრამ მეც ხო ვიცნობდი არა? ჩემთვისაც ძალიან რთული გადასატანი იყო ეს დღეები. _ ძალიან გთხოვ ცოტახნით არ ილაპარაკო. _ ლიზა ეს არასწორია. მე შეყვარებული მყავს, რომლის ცოლად მოყვანასაც ვაპირებ მალე. _ რომ გითხრა, რომ შენგან შვილს ველოდები, იმ გოგოს მაინც მოიყვან ცოლად? _ ლიზა შენ მართლა... _ რათქმაუნდა არა. უბრალოდ გაკოცე რა მოხდა? _ ლიზა ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, რაც მაშინ მოხდა... _ ნუ ნერვიულობ შენთან ერთად დალევას აღარ ვაპირებ. _ ნოდარი რეკავს _ რა უნდოდა. _ ადექი გვანცასთან მივდივართ! _ ალი ცოცხალია?
თავი მეოთხე ნაწილი მეორე ვინ არის მკვლელი? _ გვანცა კარგად ხარ? _ კარგად ვარ ლიზა, ძალიან გთხოვ ნუ მეხები ყველაფერი მტკივა. _ ეს, როგორ მოხდა? _ არ ვიცი... ვიღაცამ ჩემს აივანზე, საღებავი დაასხა, ფეხი ამიცურდა და ვერანდიდან გადმოვარდი. _ ბრავო! მკვლელი კრეტიულიც ყოფილა. _ ალი ნუ იცინი! _ თქვენ ისევ ერთად ხართ? _ რა ვქნა გვანცა ისე სწრაფად გადმოფრინდი აივნიდან ლიზას სახლში მიყვანაც ვერ მოვასწარი. _ ალი ნუ მაცინებ ნეკნები მტკივა. _ კარგი ხო ჩუმად ვარ. გინდა თაბაშირზე ხელი მოგიწერო? _ ალი! _ კარგი გავალ პალატიდან. _ ასე აჯობებს. _ ისე საღებავი რა ფერის იყო? _ ალი გადი და კარები დაკეტე. _ რა საყვარელია. _ ვინ ალი? _ ხო ლიზა ალი აბა მე? შემომხედე რას ვგავარ... _ კარგი ცხოვრებავ. ეს არაფერია მალე გაგივლის მე კი მანამდე შენთან დავრჩები. _ არ გინდა სახლში წადი და დაისვენე. _ სახლში წასვლას ისედაც არ ვაპირებდი. _ კიდევ აკოცე არა? _ სადან მიხვდი? _ ლიზა გიცნობ, თანაც პალატაში შემოხვედით თუ არა კოცნა, სახეზე ეგრევე ეს ამოვიკითხე. _ კოცნა ვნებიანი იცის, მაგრამ ჩემი ვერ გახდება. არ არის ჩემი კლასიდან. _ ვიცი, ზურა აქ იყო და მითხრა, რო იმ გოგოს ცოლად მოყვანა უნდა. _ მერე მე რა... _ ლიზა მეთქი! _ რა? _ კარგად გიცნობ! _ გავიგე 208_ე პალატაში, დაუწვენიათ აივნიდან გადმოფრენილი ანგელოზი. _ ზურა შენი იაფასიანი ხუმრობები, ზუსტად ახლა მაკლდა. _ ალი ძმობას გაფიცემ მართლა ფეხი აუცურდა? აუ, რა დროს არ ვიყავი შენი აივნის წინ... _ რას იზამდი რო? _ დაგიჭერდი. _ სერიოზულად? _ რათქმაუნდა არა. _ მაგარი ხეპრე ხარ. *** ნეტა ეს თუ ტრაგედია? ავარიაო ხმა ძალიან მალე გავარდა. ტრაგედიები ძალიან ხშირად და მალე ვრცელდება. განა ტრაგედია არ არის? ასე ამბობდნენ: ,,მოკვდა მერე რა მოხდა... ვინ არ მომკვდარა...“ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ისევ გაისმა ხმა ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ტრაგედიას შეუძლია ერთდროულად გვატიროს და გვაცინოს კიდეც. ძნელია გაითავისო ტრაგედია, რომელიც ადამიანი, შენში მუდამ მოკვდავად დარჩება. იყოს, დამარხონ, დაე, დააყარონ მიწაც, მაგრამ იცოცხლებს, ჩემს გულში მუდამ იცოცხლებს. ახლა წავალ დარჩენილ მეგობრებს მოვესუყვარულები და ვიცინებ კიდეც ბოლო ამუსუნთქვამდე. არ ვიცი, იქნებ.. ხვალიდან მე შევქმნა ტრაგედია და ამაზე ბევრმა ისაუბროს. დაიდოს კიდეც ინტერნეტ სივრცეში ჩემი სურათები, ზედ წარწერებით და უამრავი კომენტარებით. ვინ იცის იქნებ სიკვდილის შემდეგ გახდეს შენი სახელი ყველასთვის სევდის მომგვრელი. იქნებ უმრავ, უცხო ადამიანს, ცრემლი ადინო შენს ვიდეოებმა, რომელსაც უსიცხოლოებაში იღებდი, ან იქნებ საფლავზეც მოვიდეს ვიღაც, სრულიად უცხო და პატივი მიაგოს შენს სულს. ტრაგედიას ყველაზე მეტად შეუძლია შენი შესაძლებლობების გამოვლენა. იქნებ სულაც არ ხარ სუსტი ადამიანი და კვლავ შეგიძლია ფეხზე მყარად იდგე. უყურო იმ ადამიანებს, თვალებში და დაარწმუნო, რომ ის, რაც გუშინ იყო წარსულია და ახლა, გაგრძელებას დაიწყებ ისევ თავიდან, მანამ სანამ დასასრულს შენც არ მიაღწევ და მერე შენზე, სხვა არ დაიწყებს, მოთქმა, გოდებას. გვანცას გადამეტებული გამაყუჩებელების დოზის გამო ჩაეძინა. ზურაც მიხვდა, რომ თვლემს და იქვე, კაფეტერიაში ყავის ამოსატანად ჩავიდა. ახლა ალი გრძნობს თავს უხერხულად. მდივანზე, სამი ადამიანის გამოტოვებით ზის და ცოტა შეციებულ ლიზას თავს ადევნებს. *** _ იცი მაწუხევს შენ, როდესაც გცივა? _ მერე არ იცი ასეთ დროს რა უნდა გააკეთო? _ ამის გარდა მე არაფერი მაცვია. _ მოიცა შიგნიდან შიშველი ხარ? _ ასე გამოდის. _ კარგი მაშინ. _ არა, მოიცადე გამომართვი. _ აქ, რა ხდება? ჩამოცხა? _ არა, ლიზას შესცივდა. _ ჯანდაბა! _ რა მოხდა? _ ბიჭო, შენი საცოლე მოდის. _ ლიზა მიდი გაიხადე. _ კარგი ხო ვიხდი. _ თავი რატო არ ამოდის? _ მე რა ვიცი მამაჩემის გამომყვა ალბათ, მასაც დიდი თავი აქვს. _ ლიზა ახლა ამის დროა? დროზე ზედა დამიბრუნე. _ ძვირფასო! _ საყვარელო? ასეთ დროს აქ, არ გელოდი. _ რამე მოხდა? ისეთი გამოხედვა გაქვს თითქოს დარბოდი. _ ხო, გვანცა გახდა ცოტა შეუძლოდ და ექიმს ვეძახდი. _ ახლა, როგორ არის? _ კარგად არის ჩაეძინა. _ ლიზა მგონი თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ. ეს ანჩოა ჩემი შეყვარებული. _ უკვე საცოლე. _ ვიცი უკვე გიცნობთ შორიდან. _ ალბათ ალი მოგიყვებოდა ჩვენი სიყვარულის ისტორიას, ჩვენ ხუთი წელია ვხვდებით ერთმანეთს. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. _ შენ წარმოიდგინე და ალის საერთოდ არ უხსენებიხარ. ახლაც პირველად მესმის შენზე. _ ალი ეს სიმართლეა? _ არა ძვირფასო ლიზამ იხუმრა. ასე ხუმრობს ხოლმე. _ ზურა გამომყევი საქმე მაქვს შენთან. _ ახლავე ქალბატონო. _ ეს რა იყო ახლა? დღეს არ გითხარი, რო მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი? _ კი მითხარი, მაგრამ არ გითქვამს, რომ ეგ ქალი ანჩო იყო. _ დამცინი? _ მიდი გაყევი ქალბატონს, რავიცი ამხელა სავაადმყოფოში არ დაიკარგოს. _ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. *** მარტოობისგან გამოწვეული ცრემლი, ყველზე მწარე ყოფილა. ალბათ რამდენჯერ მდგარხართ სარკის წინ და რამდენჯერ გაგჩენიათ უმიზეზოდ ტირილის სურვილი. საკმარისია ერთი ცუდი გაგახსენდეთ და ეგრევე ყველა ფიქრი თავზე გატყდება. გინდა ხმამაღლა ტირილი, მაგრამ გახსენდება, რომ მარტო არ ხარ, თუნდაც უცხო, მაგრამ ხალხია და შეიძლება, მათ ამით შეაწუხებ. ვინ იცის, მარტოობისგან გამოწყვეული ცრემლით ბალიში რამდენჯერ დაგვისველებია. ეს არის წამები, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით. აი, ასე ჩუმად, მალულად ვინახავთ ჩვენს თავს სუსტს. ასე ცრემლით მოვითქვამთ სულს და შემდეგ ონკანიდან წამოსული წყლით ნაზად სახეს ვიბანთ. ჩამოვირეცხავთ იმ დარდს, მწუხარებას, რომელიც მუდამ შენშია. ჩამოირეცხავ და მაინც შემშრალებამდე, ისევ აგრძელებ ცრემლის ღვრას. ,,იქნებ ცოტაც.. იქნებ ცოტა ისევ მოვასწორე.“ გენატრება? იქნებ ის ადამიანი, წლების განმავლობაში არ გინახავს და მისი ჩახუტება ახლა ყველაზე მეტად გჭირდება. გტკივა?იქნებ სხეულის ყველა ნაწილი გტკივა და არ იცი ამას ვინ გაგიყუჩებს. იხრჩობი? იქნებ ყელში გაწვება ბურთივით ცრემლი, რომელიც სუნთქვის საშუალებას სულ აღარ გაძლევს. ძალას ვეღარ გრძნობ? იქნებ ფეხებიდანაც გამოგეცალა ძალა და აღარ გაქვს მიზეზი ფეხზე წამოდგე. ,,შვილო, აქ ხარ?“ ქალის ხმა, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. ძალიან სწრაფად იწესრიგებ თავს და დედასთან გარბიხარ, რომ რაც შეიძლება მაგრად ჩაეხუტო. ლიზას ახლა ყველაზე მეტად დედის ხმა თუ გაახარებდა. თვალები ცრემლისგან ოდნავ შეწითლებია, თუმცა დედის დანახვამ ყველაფერი დაავიწყა. ასე, რამოდენიმე წუთის განმავლობაში ლიზა, დედას მთელი ძალით გულში იკრავდა. იქამდე სანამ გვანცამ არ თქვა. ,, ისე ცნობისთვის აქ, ავადმყოფი მე ვარ.“ *** _ როგორ ხარ გვანცა შვილო? მაპატიეთ აქამდე ვერ შევძელი ჩამოსვლა ეს რა დაგვემართა... _ არ თქვა მარიეტა არა... ბელა და გიგი აღარ გვყავს. _ მის ოჯახს აუცილებლად მოვინახულებ. შენ რა დაგემართა? _ ჩემი ვერანდიდან გადმოვარდი? _ როგორ შვილო? _ ფეხი ამიცურდა. _ შვილო შემდეგში უფრო ფთხილად იყავი. _ ლიზა დანარჩენები სად არიან? _ ზურა წავიდა. ალი კი, ანტიკამ სახლში წაიყვანა. _ შვილო, ეს რა სახელებია? ვინები არიან? _ არაფერია დეე, გრძელი ისტორია. ამაღამ რას იზამ? სად დარჩები? _ სასტუმროს ნომერი უკვე ვიქირავე. ნივთები დავაწყე და ეგრევე თქვენთან წამოვედი. _ მადლობა ღმერთს შვილო კარგად ხარ? გვანცა შენ როგორ ხარ? _ მამა დამშვიდდი. ორივე კარგად ვართ ხომ ხედავ არა? _ მარიეტა? _ მე პარიზიდან აქ, ჩამოვფრინდი და შენ ახლა გაგახსენდა, რომ ქალიშვილი გყავს? _ არც მე ვიყავი ქალაქში, გავიგე თუ არა წამოვედი. ყველაფერი კარგადაა? რამე ხომ არ გჭირდებათ? წავალ მოგიტანთ! _ არა, მამა არაფერი გვინდა. ყველაფერი გვაქვს. _ უკაცრავად! მეგონა, რომ გოგონები მარტო იყვნენ და უკან დავბრუნდი. _ შემოდი შვილო, შენ ვინ ხარ? _ მე ალი ვარ. _ დედა, მამა ეს ბიჭი... უბრალოდ... _ უბრალოდ რა შვილო? რას მიედ-მოედები? _ ჩემი მეგობარია მან მომიყვანა სავადმყოფოში. _ მართლა გვანცა? მაშინ მადლობას უნდა გიხდიდეთ. _ არა, მადლობა არ არის საჭირო. _ რადგან გოგოები, მარტო არ არიან მაშინ მე წავალ. _ დამელოდე ალი მე გაგაცილებ. _ რათქმაუნდა. კარგად ბრძანდებოდეთ. _ კარგად იყავი შვილო! _ რატომ დაბრუნდი? _ რაა? _ რა რა? მიპასუხე უკან რატომ დაბრუნდი? შენი საცოლე არ უნდა მიგეყვანა სახლში? _ ხოდა მივიყვანე. _ რას გაშტერებულხარ? _ რა მაგარი ქალი იყო. _ ვინ? _ ის, პალატაში რომ იყო. _ კრეტინო! ის დედაჩემია. _ სერიოზულად? _ კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ. _ არ მინდოდა მარტო დამეტოვებინეთ. _ ალი მგონი დროა ერთმანეთს აქედანვე დავემშვიდობოთ. _ ეს შეუძლებელია. _ რატომ? _ ჩვენ დიდი ხანია დაკავშირებულები ვართ. გვინდა თუ არა ეს ჩვენ. _ ალი გაფთხილებ! ეხლა თუ არ წახვალ აქედან... ჩემთან ერთად ათასი ორმოს ამოვსება მოგიწევს. _ ამას ვერ გააკეთებ. _ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე. _ ხო, მართლა ის რაც პალატაში შენ ჩაიდინე... _ ეგ, დასაწყისი იქნება თუ არ წახვალ. _ ძალიან კი მინდა, მაგრამ შეუძლებელია. _ გინდა არა? _ ლიზა 208! _ რა გაყვირებს? _ გვანცა, რომელ პალატაშიც წევს 208_ეა. _ ბრავო! რაჭველივით გვიან მიხვდი ამას. _ გვანცა იმ პალატაში, როგორ შეიყვანეს? _ იქნებ უბრალოდ დამთხვევაა? _ ყველანი ბუნკერში გამოცხადდით! ვიმეორებ! ნახევარ საათში აქ, იყავით! _ ასე უნდა ჩამყვირონ ხოლმე ყურში? _ რას ვიზამთ ლიზა. თუ თავის გადარჩენა გვინდა უნდა ავიტანოთ. _ კარგი ჩემებს ვეტყვი გვანცასთან დარჩნენ და ჩვენ წავიდეთ. _ კარგი მიდი გელოდები. *** უკვე აღარ გეშინია იგივე გზის გავლა, რომელიც აქამდე უკვე გაიარე. იცი, რომ გვირაბის ბლოს სინათლეა. ახლა უფრო ამაყად მიაბიჯებ ფეხს და ხვდები, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა. გვანცა ცოცხალია, მაგრამ ახლა სხვა სადარდებელი უფრო გკლავს, რატომ გადარჩა? იქნებ ეს, კიდევ ერთი ტრაგედიის დასაწყისი იყოს. ,,იქნებ სულაც მე ვიყო შემდეგი.“ ლიზას ფიქრებში ისევ ღრმად წავიდა მუცელზე, ხელს მჭიდროს იკიდებს, თითქოს მის დაცვას ცდილობს ამ ყველაფრისგან. ,, მან რა დააშავა? ის, ყველაზე უცოდველია ჩვენს შორის.“ ლიზამ ახლა გვერდზე მდგომ ალის გახედა და გაახსენდა, რომ არ აქვს უფლება სხვას ცხოვრება დაუნგრიოს. ,,ის, ძალიან ბედნიერია. მალე საყვარელ ქალზე იქორწინებს.“ გულში იმეორებს ამ სიტყვებს და თან ჩუმ ნაბიჯებს უსმენს. ეს ნაბიჯების ხმაც ისეთი მშვიდია, როგორც უკანასკნელი. ადამიანი, რაც უფრო წინ მიიწევს მით უფრო სწყურია სიცოცხლე. დაე იდინოს სისხლმა, დაე აღარ იყოს ბედნიერი, გარშემო გაქრეს ყველა. სიცოცხლის წყულვილი, ისეთი ოხერია ადამიანი ამაზე უარს არასოდეს იტყვი. თავშესაფარში შესვლისას ნოდარმა, ლიზა დაკითხვაზე აიყვანა. ერთდროულად რამოდენიმე კითხვა დაუსვა და შემდეგ ჩამოჯდომა შესთავაზა. ერთერთმა ლიზას, ჭიქის წყალი მიაწოდა და თან ნოდარი, კითხვების დასმას ისევ უგრძელებს. ლიზას თითქოს არავისი ესმის, თავბრუ დააეხვა და თითქოს გულიც ერევა. ძალიან სწრაფად ფეხზე წამოდგა და ჰაერს ითხოვს. ,,აქ, სადმე ფანჯარა არ არის? სული მეხუთება.“ ნოდარმა ხელით მიუთითა თავშესაფრის უკანა კარი, რაზეც ლიზა ძალიან სწრაფად იმ მიმართულებით გაიქცა. ასე რამოდენიმე წუთი ცდილობს, ჰაერია ჩაისუნთქოს, თუმცა ხვდება, რომ ეს მისთვის საკმარისი არ არის და უფრო მეტს ითხოვს. ,,ფორთოხლის წვენი მინდა.“ მიხვდა, რო არავინ ყურადღება არ მიაცია და ამან უფრო გააღიზიანა. ,,არავის გესმის? ფორთოხლის წვენი მინდა!“ ნოდარის დამხმარე გოგონამ მაცივრიდან ქილით ფორთოხლის წვენი ლიზას მიუტანა. ,, ეს არა, ახლად გამოწურული მინდა.“ ალი მიხვდა, რო ლიზას ზედმეტები მოსდის და მასთან ახლოს ჩამოჯდა. *** _ ხვდები, რო ბავშვივით იქცევი? _ მე ვიქცევი ბავშვივით? ამხელა დაწესებულებაა და ერთი ფანჯარა არ აქვთ, ამასთან ერთად არც შეგნება. ყველა ერთდროულად თავზე დამადგა და დაკითხვა დამიწყო. ვერ მხედავ? ვკანკალებ უკვე. _ ეს იმიტომ, რომ უკვე ნახევარი საათია გარეთ ხარ. წამოდი შიგნით შევიდეთ. _ ვერ შემოვალ. შიგნით ჰაერი არ არის. არ გესმის? ჰაერი არ მყოფნის! _ კარგი ლიზა დამშვიდდი. მოდი წამოდგომაში დაგეხმარები. _ არა, იყოს ჩემით წამოვალ. *** ლიზა თავშესაფრის კარს კეტავს და იქვე მდგომ მდივანზე ჯდება. ახლა უკვე მზად არის ყველა მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. პირველი, რაც თქვა იყო ის, რომ ,,ბელა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ბოდიში ვერ მოვუხადე.“ ამ სიტყვებზე ნოდარის რეაგირება ძალიან უცნაური იყო. სწრაფად ფეხზე წამოდგა და დაფაზე, რაღაც ჩაინიშნა. ,,ბელას შეყვარებული ჰყავდა. მას ის ძალიან უყვარდა.მე კიდევ...“ ლიზამ წლით სავსე ჭიქა ბოლოდე ჩაცალა. ,, მე მასთან შეხვედრა დავიწყე. ამის შესახებ მან ძალიან მალე გაიგო. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ბელას ეს ჩემგან არ გაუგია.“ ლიზამ ახლა თითქოს ყელში გაჩხერილი სინდისი, მძიმედ გადაყლაპა. ,, მე მას წლების განმავლობაში არ ველაპარაკებოდი. იმ, ბიჭსაც თვეების შემდეგ დავშორდი. ძალიან სასაცილო კი ის იყო, რომ მე და ბელა მის ქორწილში შევხვდით ერთმანეთს.“ თხუთმეტამდე ადამიანი ლიზას დიდი ინტერესით პირში მიშჩერებია. თითქოს ჰგონიათ, რომ ახლა ყველაზე სასწაულს იტყვის. ,,სად დაიბადე?“ ნოდარის ამ შეკითხვამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. ,, ჩემი ოჯახი, ძალიან ღარიბ უბანში, ქალაქიდან შორს ცხოვრობდა. ჩემი ბავშვობის 10 წელი იქ, მაქვს გატარებული. ბელაც, იქ, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ჩემი ოჯახს, ბელათ ოჯახთან წლების მეგობრობა გვაკავშრებს.“ ლიზამ თითქოს ამის თქმის შემდეგ სული მოითქვა ფეხზე წამოდგა და რამოდენიმე წამს ისევ ჩაფიქრებული იდგა. ,, გიგიზე რას იტყვი? ვინ არის?“ ლიზამ ახლა ყველას გადახედა და ტირილი დაიწყო. ,,გაგიკვირდებათ და გიგი, შუა ქუჩაში, მარტოსული ვიპოვე. ის, მარტოობას ებრძოდა. მაშინ მამაჩემს უკვე ბიზნესი გაფართოებული ჰქონდა. სახლში წაყვანა შევთავაზე, დამთანხმდა და ერთი კვირა ჩემს სახლში იცხოვრა. ერთი კვირის შემდეგ გამომიცხადა, რომ არავის სიბრალური არ სჭირდებოდა და წავიდა. მაშ შემდეგ თითქმის ყოველდღე ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ.“ ოჰ, რა რთულია გახსენო დღეები, რომელიც შენთვის არც ისეთი კარგად დასამახსოვრებელი იყო. ,,სად ნახე გიგი მას შემდეგ?“ გაკვირვებული სახით, შეკითხვას ახლა ალი უსმევს. ,,გიგიმ თავად მიპოვე. ის, რადიკალურად შეცვლილი სხვა ადამიანი იყო. არამარტო გარეგნობით, არამედ სულიერად ძლიერი იყო. წელში გამართული, ჩემი სახლის კართან შებინდებულს მოვიდა და მადლობა გადამიხადა იმ გაწეული სიკეთისთვის, რასაც გამოფხიზლება დაარქვა. ამბობდა, რომ თეთრი ზეწრით, ახვეული თვალები, მე ავუხსენი.“ საკმარისია! აღარ გააგრძელო! ნოდარი თავგემეტებით ყვირის და თან ყველა მოვლენები ერთმანეთს დააკავშირა. გაახსენდა, რომ ავარიიდან ერთი თვის შემდეგ, გიგიმ სახლი იქირავა, სადაც არავინ ცხოვრობს. გააგხსენდა, რომ მისი სხეული, ექსპერტიზაზე არ გაგზავნილა. ,,ჩაალაგეთ ნივთები მივდივართ!“ გაოგნებულ ხალხს, მხოლოდ ერთი კითხვა აქვს. ,,სად? ასეთ დროს სად უნდა წავიდეთ? ახლა ხო, ღამის 12 საათია.“ ნოდარი ხალხს მიუთითებს, რომ ნიჩბები აიღონ და უკან გაჰყვნენ. ,,საფლავი უნდა გავთხაროთ!“ *** _ რაა? არ მოგცემთ უფლებას ჩემი მეგობრის საფლავი გათხაროთ! _ ლიზა ერთხელ მაინც არ გაგჩენია კითხვა, რომ შეიძლება მკვლელი სულაც არ არსებობს და ყველაფერი გამოგონილია? _ არა! რასაც თქვენ ამბობთ სიმართლე არ არის! _ ლიზა დამშვიდდი! _ არა, ალი ვერ დავმშვიდდები! არ მივცემ მათ უფლებას გიგის საფლავი გათხარონ! _ ასეთ გამხდარს ძალა კიდევ როგორ გაქვს? _ ალი ხელი გამიშვი! ხელი უნდა შევუშალო... _ ლიზა, გიგი სხეული, ბოლოს როდის ნახე? _ მაშინ, როცა მკვდარი იპოვეს. ალი მაგას რა მნიშვნელობა აქვს? _ ლიზა გაუშვი. ეს გააკეთონ ამით ეჭვებს მაინც გაიქრობ.
რამოდენიმე კვირის წინ! _ ბელა ნახე გვანცას, როგორ შეეშინდა? _ არა, ლიზას უფრო შეეშინდა. მიცვალებული, რომ დაინახა ფერი დაკარგა. _ გინდა შევაშინოთ? _ ვერ ვხვდები ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? _ არ გაინტერესებს რას გააკეთებენ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? _ კი, მაგრამ არამგონია ეს კარგი აზრი იყოს.
ახლანდელი დრო! _ აბა, რას აკეთებს ჩემი მიცვალებული გოგო? _ გიგი საკმარისია! ეს ყველაფერი უკვე ხუმრობა აღარ არის. უნდა გამოვჩნდეთ! _ გაგიჟდი გოგო?! ახლა ჩვენი გამოჩენა ყველაზე მეტად არ შეიძლება. ცოტა გავიდეს დრო. მერე უფრო ეფექტური იქნება. _ და იქამდე რას გავაკეთებთ? _ დილიდან დაწყებული საქმე დავასრულოთ. *** ,,საფლავი ცარიელია!“ თითქოს ელვასავით გაიელვა ამ სიტყვებმა თავში. ლიზი, რაც უფრო წინ მიიწევს იმის სანახავად, რომ დარწმუნდეს ეს სიმართლეა მით უფრო მუხლებში იკეცება. ძნელია გაიაზრო, რაც აქამდე იყო, თურმე არც არსებობდა. ის, ყველაფერი რაც ხალხმაც საკუთარი თვალით ნახა უბრალოდ კარგად დადგმული სცენა იყო. ლიზას ახლა საყრდენას სჭირდება ვინმე, ვინც მკავში ხელს ჩაავლებს და ეტყვის. ,,ხედავ ის, ცოცხალია არ მომკვდარა.“ ვერ ხვდები ახლა რა გიხარია. ის, რომ გიგი მკვდარი არ არის თუ ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ,,ვერ ვხვდები ამის გაკეთება რატომ დასჭირდა?“ ლიზა ამ სიტყვებს ამბობს და თან ხელს იმ მიწას უჭერს, რომელიც ეგონა, რომ მის მეგობარს უკანასკნელად დააყარა. ახლა ხალხი მდებარეობას იცვლის და იქვე ახლო მახლო ბელას საფლავს თხრიან. ,,არ გააგეთოთ! გემუდარებით ეს არ გააკეთოთ!“ ძალა გამოცლილი, მუხლებში მოკეცილი ლიზა, იქვე მდგომ ხალხს ემუდარება. განა არ უხარია, რო ისინი გადარჩნენ ეშინია, რომ კიდევ ერთ იმედგაცრუებას იგრძნობს მათგან. ,, აქაც ცარიელია!“ კვლავ მეხივით განმეორდა ეს სიტყვები. ნატანჯი, ნაფლეთებად ქცეული სხეულები, რომელიც ათასობით ადამიანმა ნახა... უბრალოდ ეს ყველაფერი გამოგონილი იყო, თურმე არც არსებობდა. ,,შეეცადე ფეხზე წამოდგე.“ ალი ლიზას ფეხზე წამოდგომაში ეხმარება. ლიზა კი დაჟინებით იმ წარწერებს აკვირდება, რას უკანასკნელად დაიწერა საფლავის ქვაზე. ასე ეგონას იქამდე, სანამ სააფლავი არ გაიხსნებოდა. ახლა არავინ იცის ეს ყველაფერი სასიხარულოა თუ პირიქით ახლა იწყება ყველაფერი. დადუმებულ ქუჩებში მხოლოდ ლიზას ისტერიკული ტირილი ისმის. მიდის და მიყვება ხალხს, მაგრამ არ იცის ეს გზა სადამდე მიდის. გზაზე, სადაც არცერთი მანქანა არ არის ლიზამ ალის მკლავებიდან თავი დაიხსნა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი. ,,წყეულინც იყავ! გამოჩნდით! სად ხართ? ეს მე თქვენგან არ დამიმსახურებია. გიგი! ხო, შენ გეძახი მაგარი ნაბიჭვარი ხარ! თვალებში მიყურებდი და ამ ყველაფრის უკან შენ იდექი.“ ალი გაიწიაა, რომ გაეჩუმებინა, თუმცა მიხვდა, რომ ამით შვებას იგრძნობდა და მისცა უფლება ბოლომდე დაცლილიყო. ,, ჯანდაბა! ვიცი ერთხელ შემეშალა და ამის გამო ალბათ მილიონჯერ მოვიხადე ბოდიში. ერთმანეთი გყავდათ და ამის შესახებადაც არაფერი ვიცოდით. რატომ? რატომ დავიმსახურე ეს ყველაფერი? მაინდამაინც თქვენგან უნდა მეგრძნო ამხელა ტკივილი? ბრავო! თუ ეს იყო მიზანი თქვენ ეს შეძელით. ახლა ყველაზე უცოდველი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად. ახლა ვის დავეყდნო? ჯანდაბა! ხმას რატომ არ იღებთ? ხმა ამოიღეთ...“ *** _ ლიზა კარგად ხარ? _ მუცელი... მუცელი ძალიან მტკივა. _ გონება დაკარგა... დამეხმარეთ საწრაფოდ სავაადმყოფოში უნდა წავიდეთ. _ აქ, ვარ ძმაო! მოდი ჩემი მანქანით წავიდეთ. _ მიდი ძმაო დროზე მანქანა გახსენი! _ კარგი კარგი ვხსნი! _ რა ხდება? ალი დამსვი! _ რა უნდა დაგსვა ცოტახნის წინ გული წაგივიდა. _ სად მივდივართ? _ საავადმყოფოში. _ გააჩერე მანქანა უნდა ჩავიდე! _ გაგიჟდი? _ კი გავგიჟდი! ჩემს მეგობრებმა გამაგიჟეს. ისინი ვინც ამდენ ხანს ვიგლოვე, თურმე არც გადრაცვლილან. _ კარგი ნუ ყვირი ისევ ცუდად არ გახდე. _ სად ვართ? _ გადმოდი ექიმთან უნდა მივიდეთ. _ ექიმი არ მჭირდება. _ ლიზა ნუ ჯიუტობ და მანქანიდან გადმოდი. _ კარგი ოღონდ ერთი პირობით. _ რა პირობით? _ აი, ამდენი ხალხი შიგნით არ შევალ. _ ხო, რათქმაუნდა არც ვაპირებ შიგნით შემოსვლას. *** ლიზა თანდათან რწმუნდება, რომ ეს ბავში, დამატებითი ტვირთია რისი ტარებაც უწევს. ლიზა კვლავ ცდილობს მუცელს ჩაეჭიდოს. ტკივა, მაგრამ უძლებს, თან ამაყად მიააბიჯებს ფეხს, ექოსკოპიის კაბინეტისკენ. ექიმმა, რაღაც სითხე მუცელს წაუწვა და აპარატი რამოდენიმეჯერ გადაატარა. სულ რამოდენიმე წამი დასჭირდა ლიზას იმის გასაცნობიერებლად, რომ გარშემო მისი შვილის გულისცემის ხმა ისმოდა. ,,ის არის?“ ლიზა ცრემლად იღვრება და თან გაკვირვებული აპარატს შესცქერის. ,, მამა სად არის?“ ბედნიერი სახით მედდა, პაციენტს ეკითხება. ,, მამა არ ჰყავს.“ ხმა, რომელიც ასეთი ხმამაღალი იყო ალი აიძულა კაბინეტის კარი შეეღო. განა რა ძალამ უნდა მიგიყვანოს, როცა არც კი იცი, რომ ის შენი შვილია. თითქოს სხეული გაიძულებს კიდევ წინ წასვლას, თითქოს სისხლი ისე სწრაფად შქეფს შენში, რო ამასაც განიცდი ახლა. ალიმ კაბინეტის კარები შეაღო თუ არა მისი თვალებიდან, თავისით დაწიყო ცრემლის წამოსვლა. ტირის და ვერ გაუგია ეს რა გრძნობაა? იქნებ სულაც ბმაა ამ სამი ადამიანის. ალი და ლიზა, რომლებმა ერთმანეთი საბედისწერო ავარიის დროს გაიცნეს, თუ მესამე, რომლის ხმაც უკვე ასე ხმამაღლად ისმის. ,,ბავშვი კარგად არის, თუმცა შენთვის ახლა ნერვიულობა ყოვლად დაუშვებელია.“ ლიზა ვეღარც მედდის გაჩუმებას ცდილობს ისე შესცქერის ბედნიერი ალის სახეს. *** _ ნუთუ ეს სიმართლეა? არ ვიცი რა დამემართა? არ ვიცი რა ფეხმა აქ მომიყვანა? ვერ ვხვდები ვერაფერს... _ მოდი მომიახლოვდი. ხელი ჩემს მუცელს მოკიდე... _ აქ, არის... აქ... _ კი ალია... აქ, ჩვენი შვილია....
გაგრძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|