ხვალაც გათენდება დილა, ვთქვათ და ხვალ სხვა ქარი ქროდეს... თუკი შეიცვალო ბინა მაინც...მისამართი მქონდეს! ისევ დავადგები ხვალ გზას იქნებ ამ ერთხელაც ჯობდეს და თუ შენც წახვედი სადღაც... მაინც...მისამართი მქონდეს!.. ვნახოთ მივაკვლიე მწვერვალს ჩემს სულს აჩრდილად რომ მოსდევს... მაინც ამ არეულ მდევარს შენი მისამართი მქონდეს! ------------- როგორ მომეჩვიე "ამდენს" როგორ შეგიძლია სთმობდე? ბოლო იცოდე და ასე მაინც...მისამართი მქონდეს? როგორ? ყველა ძარღვი როგორ გიცემს ჩემი მოსვლის დრომდე? მცნობდე "ბაბილონის გოდოლს" და კვლავ მისამართი მქონდეს? ------------ მივხვდი რად გესმოდა მუდამ გრძნობდი...და მეც ჩავწვდი მიზეზს: ალბათ ასე მევლო უნდა შენთვის რომ მომეგნო ისევ! ------------- ხვალაც გათენდება დილა და თუნდ ქარიც სხვაფრად ქროდეს ნუღარ გამოიცვლი ბინას, ერთი გასაღები გვქონდეს!