ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2019


კურიერი და ლამაზმანი თავი მეხუთე

ბავშვი
თავი მეხუთე

_ ახლა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ექიმი გჭირდებათ.
_ დიახ, ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც საჭიროა.
_ ალი შენ ნუ ერევი.
_ რას ქვია ნუ ვერევი? ეს ბავშვი ჩემი შვილია.
_ საიდან მოიტანე?
_ ლიზა დამცინი? წეღან შენთვითონ არ მითხარი...
_ ექიმო გმადლობთ.
_ გენეკოლოგთან აღრიცხვაზე აუცილებლად უნდა აგიყვანოთ.
_ სხვა დროს.
_ რას ქვია სხვა დროს? წამოდი ექიმთან მივდივართ!
_ ალი ხელი გამიშვი!
_ ლიზა ნუ ჯიუტობ უკვე რამოდენიმეჯერ გული მიგდის.
_ ეს ბუნებრივია იცის ორსულობამ.
_ არა ვერ დავმშვიდდები სანამ ექიმი არ იტყვის ამას.
_ ალი მოგატყუე!
_ რაა?
_ ეს ბავშვი შენი არ არის. შენს შემდეგ...
_ გაჩუმდი! ძალიან გთხოვ აღარ გააგრძელო.
_ მაპატიე...
_ ლიზა შენი მეგობრებისგან რითი განსხვავდები?! მიპასუხე!
_ ნუ მიყვირი!
_ შენ მათგან არაფრით არ განსხვავდები. შენც მის მსგავსად მატყუარა ხარ. ვისიც არ უნდა იყოს ბავშვი მიხედე. ეგ, ყველაზე უდანაშაულოა.
_ ვიცი.
_ მართალი იყავი... ჩვენ უნდა დავშორდეთ.
_ ალი ჩვენ ერთად არც არასდროს ვყოფილვართ.
_ მართალი ხარ, რადგან ყველაფერი გაირკვა. ახლა ისე იქნება ყველაფერი, როგორც აქამდე იყო.
_ წარმატებები!
_ კარგად.
***
    ზოგჯერ დგება შენს ცხოვრებაში მომენტი, რომელიც ვერ გაიაზრე რა მოხდა. ისეთი ხანმოკლე იყო ბედნიერება, რომ ვერც გაუფთხილდი. გრძნობები? არა რათქმაუნდა ლიზა, ალის მიმართ არაფერს გრძნობდა. უბრალოდ მის ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. დარჩა ორსულად და უკვე გააზრებული აქვს, რომ მარტოხელა დედა იქნება. საავადმყოფო ლიზამ თავჩაღუნულმა დატოვა. ერთ მხრივ ახსენდება მეგობრები, ვინც ასე მწარედ მოექცა მეორე კი ალი, რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ სამუდამოდ დაემშვიდობა. ლიზას მიზანი ახლა ის, არის, რომ თვალი გაუსწოროს მოღალატე მეგობრებს და შემდეგ იქამდე გაუჩინარდეს ქალაქიდან, სანამ ბავშვი არ დაიბადება. ლიზა თითქმის მანქანამდე მისული გზად ელენეს შეხვდა. ეტყობა, რომ გარშემომყოფს არავის ამჩნევს. თავი ფურცლებში აქვს ჩახრილი და რაღაცას დიდი ინტერესეთ კითხულბ. ლიზამ ერთხელ უკვე დაუძახა, მაგრამ უშედეგოდ ყურში, ყურსასმენები უკეთია და არაფერი ესმის. ლიზა ახლა ელენეს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
***
_ ნუ გეშინია! ეს მე ვარ ლიზა.
_ გამიხარდა შენი ნახვა, როგორ ხარ?
_ დაბნეული... დაივიწყე შენ მითხარი აქ, რას აკეთებ?
_ მე აქვე ვცხოვრობ. შენ? მოიცადე არ მითხრა, რომ...
_ არა, ბავში კარგად არის ახლახანს მისი გულის ცემას მოვუსმინე.
_ საოცარია არა? განა რატომ არ უნდა იყოს საოცარი. ის, ხომ ახალი სიცოხლესთვის იბრძვის. იცოდე ბავშვს ბრძოლის უფლება მიეცი.
_ გადავიფიქრე ბავშვს არ მოვიშორებ.
_ ვიცოდი, რომ გადაიფიქრებდი.
_ დაჯექი სახლამდე მიგიყვან.
_ არ არის საჭირო, თითქმის სახლთან ვარ. ბავშვის მამას უთხარი ამის შესახებ?
_ არა და არც ვაპირებ.
_ არ უთხრა ასე შენს შვილს უფრო დაიცავ.
_ ცოტახანს დავიცდი და მალე ქალაქიდან წავალ.
_ იცოდე შორს არ წახვიდე. მინდა, რომ შენს მშობიარობას დავესწრო.
_ ასე ძალიან რატომ გადარდებს ჩემი ბავშვი?
_ ლიზა მაპატიე მე უნდა წავიდე. სამეცადინო მაქვს.
_ ლიზა!
_ გინდა ამ შაბათ-კვირას ჩემს აგარაკზე წავიდეთ? ცოტას დავისვენებთ, ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ.
_ არ ვიცი...
_ იცოდე უარს არ მივიღებ! ჩემი ნომერი გიწერია, პარასკევს სარამოს მირეკავ, დილით კი გამთენიისას წავალთ.
_ კარგი ლიზა შეხვედრამდე!
***
    ისევ დაღამდა, ქალაქთან ერთად ხალხიც გაცივდა. თითქმის ზამთარს მიუკაკუნებს ნოემბერი. ფოთლებიც გაცვეთილა, დავიწყებული ოცნებების მსგავსად. გზადაგზა სისველე ფეხემაც იგრძნო ახლა საბოლოოდ რჩება შემოდგომა, ახლა აღარ მჯერა თბილი ფერების, ახლა მხოლოდ ნოსტარგიას ვიტოვებ ჩემთვის, რომ ისევ გამოიდარებს. მჯერა ისევ გათენდება, მზის სხივები, ისევ გამითბოს შეციებულ სახეს. ისევ ავდგები საწოლიდან და ვიტყვი ,,არაუშავს“ წინ ხო ზათარია. ცივია, მაგრამ ყველაფერი ჯერ ხომ წინ არის. ძალაგამოცლილი საწოლზე გულაღმა დაწვები და შეგიპყრობს უამრავი ფიქრი. ბოლოს ადგები და იტყვი. ,,ჯანდაბაც! ესაც გაივლის.“ განა რამდენჯერ უნდა გააკეთოს ადამიანმა ეს? მაშინ, როდესაც ყველაზე ძვირფასმა მეგობრებმა ასეთი მწარე ხუმრობისთვის გაგიმეტეს. ახლა ეს, რომ არა? ამ ყველაფრის გადატანა მარტო არ მომიწევდა. ისინი, როგორც უწინ დამცინავად იტყოდნენ ერთი ორს და მეორე წუთში შენთვის გმირობას ჩაიდენდნენ. მე ასეთებს ვიცნობდი. მე მხოლოდე ამ ყველაფრის მწამდა აქამდე. 
  მორჩა! ყველაფერი თურმე მოჩვენებითი ყოფილა, თურმე არც არსებობდა არაფერი. ახლა, როგორც არასდროს ფეხზე მყარად უნდა იდგე მათ უნდა დაუმტკიცო, რომ თამაში სწორად ახლა იწყება. ყველაფერი დასრულდება თუ არა, აქედან წავალ.  შენი ყურით მოისმინე, რომ შენს სხეულში მეორე გულია. არ გაქს უფლება მას ხელი შეუშალო. ის ყველაზე ბედნიერი ბავშვი იქნება მთელ მსოფლიოში. მე ამას შევძლებ მე ამას გავაკეთებ!
    ლიზა  ახლა მთელი ენერგიით ცდილობს დაძინებას, თუმცა კვლავ უჰაერობამ შეაწუხა. ფანჯარა გამოაღო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ცივა აშკარად აცივდა, მაგრამ ლიზა ამას ვერ გრძნობს. კანკალმა შეიპყრო, მაგრამ ფანჯარას, მაინც არ შორდება. გაუფერულებულ ცას შეჰყურებს. ცდილობს რაიმე საინტერესო აღმოაჩინოს, იქნებ სულაც სურვილი ჩაიფიქროს და ვასკვლავიც მოწყდეს. ,,ეს არის!“ ლიზა თვალს ვერ უჯერებდა, რადგან სურვილის ჩაიფიქრა თუ არა ვასკვლავი ციდან მოწყდა. ახლა უფრო იმედიანად შეაბრუნებს ძილს. დაწვა და ზუსტად ისე მოიკეცა, როგორც ბავშვი საშვილოსნოში. სანამ ძილი ისევ გაიტაცებს იქამდე ტელეფონით ინფორმაციები ამოიკითხა. დიდ ხანს აკვირდებოდა სურათებს თუ, როგორ იზრდება პატარა მუცელში. ხელით ნაზად უსმევდა ფოტოებს და თან მუცელზე იკიდებდა ხელს. ისე ჩაეძინა ამ სურათებთან ერთად ფანჯრის დაკეტვაც  კი დაავიწყებია. გამთენისაას დილის 6 საათზე, კანკალმა გამოაღვიძა. ძლიავს ადგა საწოლიდან, რომ ფანჯარა დაეკეტა. ძილი ვეღარ შეაბრუნა, დადგან ახლა ოფლისგან იწურება თვალებს თითქმის ვეღარ ახელს. უკვე დილიდ 9 საათია რობერტმა იცის, რომ ლიზა ასეთ დროს ვარჯიშობს ცნობისმოყვარეობამ სძლია და თავისი შვილის ოთახში შევიდა. ,,კლარა! ადექით... ყველანი ფეხზე ადექით! ლიზა ცუდად არის.“ შეშინებული რობერტი შვილს ხელს ადებს და გრძნობს, რომ შუბლი უხურს. დიასახლისმა შუბლზე სველი ტილოები დაადო. ,,წავალ ექიმს დაურეკავ.“ ლიზას ეს სიტყვები ტყვიასავით მოხვდა გულში. რაც კი რამ ძალა ჰქონდა შერჩენილი წინ წამოიწია და მამას შეუშალა ხელი დარეკვაში. ,,მამა დედას დაურეკე. მასზე უკეთესად ვერცერთი ექიმი მომივლის.“ კლარა ამ სიტყვების გაგონებაზე ქმარი გვერდზე გაიყვანა. ,, ის ქალი, ამ სახლში თუ მოვა  მე წავალ.“ რობერტმა ჭირველი ცოლს საშოპინგოთ ბარათი მისცა და სხვა ქალაქში გაუშვა დროებით. ,,რა სულელია დათანხმდა.“ დაახლოებით ერთ საათში მარიეტა შვილის გვერდით იყო.
***
_ ეს რა არის შვილო? ასეთ დროს ამდენი არ უნდა გეცვას. რობერტ დაგავიწყდა ლიზას სიცხე, რო ჰქონდა რას ვაკეთებდით?
_ კი, მაგრამ ახლა უკვე დიდია. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო.
_ შენ მაშინაც ერიდებოდი გაციებულ ბავშვს.
_ ყველაზე კარგად შენ თუ გამიგებდი. ექიმი არ მინდაო! რა ვქნათ?
_ ამას ახლა აბანოში გავიყვან იქამდე კი თეთრეული გამოცვალეთ.
_ ასეთი სუსტი დიდი ხანია არ მინახავს, რაც მისი მეგობრები გარდაიცვალნენ ასეა.
_ მათი სახელები მეორედ აღარ ახსენოთ.
_ რატომ შვილო?
_ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. დამაწვინეთ ძალა აღარ მაქვს.
_ შვილო ასე როგორ გაცივდი.
_ დეე, არ წახვიდე გთხოვ...
_ სანამ კარგად არ გახდები არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც ახლა წავალ და ბულიანს გაგიკეთებ.
_ ვერ ვიტან!
_ ვიცი, მაგრამ ახლა ეს შენთვის აუცილებელია.
_  დეე ტელეფონი მომაწოდე გვანცას უნდა დავურეკო.
_ შვილო მოგვიანებით დაურეკე, თანაც წუხელვე სახლში წაუყვანიათ.
_ ასე მალე?
_ ხო სერიოზული არაფერი არ ჰქონია ბავშვს, მხლოდ დაბეჟილობებიო ექიმმა უთხრა.
_ ეგ ვინ გითხრა?
_ შვილო, რო წახვედი და მე და მამაშენი სავადმყოფოში დაგვტოვე დაგავიწყდა?
_ აუ, მაპატიეთ...
_ ეგ არაფერია. ჩემო პრინცესა ახლა მთავარია მალე გამოჯამთელდე.
***
    განა რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნერება, როდესაც შენი მშობლები, შენზე ზრუნვაში ერთად არიან ჩართული. ლიზას მათი განქორწინება, ძალიან ცუდად ახსოვს. მაშინ სკოლას ამთავრებდა და უნივერსიტეტში აბარებდა. მათი კამათის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, თუმცა ბოლო კამათი მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. ,,ახლა დედა წარმატებული დიზაინერია და სხვა ქალაქში ცხოვრობს. მამას კი მეორე ცოლი ჰყავს და ვცდილობ ამას შევეგუო.“ იმედიანად ლიზა ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს. ახლა სანამ ლიზა ოთახში მარტოა გვანცასთან დარეკვას ცდილობ.
_ როგორც იქნეა მიპასუხე. როგორ ხარ?
_ უკეთესად სიარული უკვე შემიძლია.
_ ასე მალე? იწექი კიდევ რამეს არ წამოკრა ფეხი.
_ ხმაზე რა გჭირს კარგად ხარ?
_ ხო, უბრალოდ სიცხე მაქვს.
_ კარგი დამელოდე მოვდივარ!
_ მოიცადე! არ გამითიშო...
_ ვინ იყო შვილო?
_ გვანცა იყო გაიგო თუ არა, რომ სიცხე მაქვს ჩემთან მოდის.
_ გიჟია ეგ გოგო? გუშინ დაბეჟილობებით საავადმყოფოში იწვა. დაურეკე და უთხარი რომ არ მოვიდეს.
_ აზრი არ აქვს ახლა ალბათ გზაშია უკვე.
_ კარგი მოდი ახლა ცოტა უნდა შეჭამო.
_ დედა გაწიე ქათმის სუნზე გული მერევა.
_ რა დაგემართა? ბავშვობაში ასე არ გიკეთებდი?
_ კი, მაგრამ ბავში აღარ ვარ.
_ ლიზა როგორ ხარ?
_ გვანცა ასე მალე?
_ დაგავიწყდა ჩემი მშობლებს სახლი, შენს მეზობლად  რომ არის?
_ კი, მაგრამ არ ვიცოდი თუ აქ იყავი გადმოვიდოდი.
_ შენ სად უნდა გადმოხიდე? ვერ ხედავ თვალებიდან ძლივს იხედები?
_ გვანცა შვილო, რამე უთხარი შენს მეგობარს არაფერსარ ჭამს.
_ ჩემო დედოფალო, მოდი მაგ წვნიანს მე შევჭამ. ლიზამ კი გვითხრას რა უნდა?
_ შემწვარი თევზი. არა, თევზი არ მინდა ახლა ცეზარის სალათს შევჭამდი... არა! ეგაც არ მინდა დიასახლის უთხარით ფორთოხლის წვენი დამიწუროს. გადავიფიქრე! წყალი მინდა წყალს დავლევ...
_ საკმარისია! შვილო გეხვეწები აღარ გააგრძელო. წავალ და ჩემით მოვიფიქრებ რას შეჭამ.
_ რამე ხდება?
_ გვანცა რაზე მეკითხები?
_ დროზე! სანამ დედაშენი დაბრუნდება მიპასუხე. ორსულად ხარ?
_ როგორ მიხვდი?
_ როდის გაიგე? ბავშვი ვისია? რა კითხვა უნდა რათქმაუნდა ალის შვილია. ალიმ იცის?
_ აღარ გაჩუმდები?
_ ორი წუთის წინ შენ საუბრობდი ბევრს.
***
  აი, მაინც მშვიდად ჩაიარა ლიზაზე ზრუნვამ სიცხეც თითქმის აღარ აქვს და ახლა მშვიდად ჩაეძინა. გვანცამ ყველანაირად სცადა მეგობარი გამოეტეხა, თუმცა უშედეგოდ. ლიზამ ყველა შეკითხვას თავი აარიდა. სანამ ლიზა გაიღვიძებს მარიეტამ სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტა. შვილს კიდევ ერთხელ გადახედა და ხელი, თავის ჩანთაას წაავლო. ოთახიდან გამოსულს რობერტი მარიეტას აჩერებს.
***
_ არ წახვიდე დარჩი.
_ რობერტ ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ.
_ სასტუმროში რატომ უნდა დარჩე, როცა შენს შვილს სახლი აქვს ამ ქალაქში.
_ ორივემ კარგად ვიცით, რომ აქ ჩემი შვილის არაფერია.
_ სხვა გყავს?
_ რობერტ ძალიან გთხოვ ამ სისულეების გამო ნუ გამაჩერებ კარში. უნდა წავიდე დილით სიცხე თუ კიდევ გაუმეორდა წამალი დაგიტოვე მაგიდაზე და ის დაალევინე.
_ ასე როგორ შეგიძლია? დრო შენზე არ მოქმედებს. დრო მიდის შენ კი უცვლელი რჩები.
_ ყურადღებით იყავი ლიზას კიდევ არ აუწიოს სიცხემ.
_ შენ აღარ მოხვალ?
_ არა, ხვალ საღამოს მივფრინავ წასვლამდე ლიზას აუცილებლად მოვინახულებ.
_ კარგი მაშინ ხვალ საღამოს, ვახშამზე გელოდებით.
_ არა, მაგდენი ხნით ვერ დავრჩები შემოვირბენ და უნდა წავიდე. ძალიან ბევრი საქმე გადავდე. ეხლაც ეს ტრაგედია, რომ არა არ ჩამოვიდოდი.
_ მარიეტა შენს გარდა ვერცერთმა ქალმა ვერ გაიგო ჩემი.
_ გამატარე გამოძინება მჭირდება. ხვალ მძიმე დღე მაქვს.
_ წასვამდე ერთ პაემანზე ვერ დაგითანხმებ?
_ კარგი რა რობერტ, რაღადროს ჩვენი პაემანია.
_ ერთი ჭიქა შავ ღვინოზე გეპატიჟები. ბევრი მაქვს მოსაყოლი.
_ კარგი წავიდეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი საათით.
_ მაგ ყველაფერს ჩვენ კი არა ღვინო გადაწყვეტს.
_ გახსოვს როგორ დავთვერით?
_ როგორ არ მახსოვს. შენ ისეთი მთვრალი იყავი საკუთარ სახლში გაიძახოდი ჩემს სახლში წამიყვანეთო.
***
  ლიზამ ეს ყველაფერი, ცალი თვალით და ყურით მოისმინა. ბედნიერებისგან ჩაეცინა. ,,ის უტვინო კლარა, ნეტა რას შვრება? ალბათ ახლა თეთრეულს ყიდულობს, რომანტიული ღამისთვის.“ ლიზამ ეს სიტყვები ჩაილაპარაკა თუ არა მშვიდად ძილის გაგრძელაბა გადაწყვიტა. ,,ნეტა დედა რას აკეთებდა სანამ მე დავიბადებოდი?“ ამ კითხვის შემდეგ ლიზას გაახსენდა, რომ მარიეტა მთელი 9 თვის განმავლობაში ქალიშვილს წერილებს უწერდა. სულ გადაავიწყდა ავადმყოფობა, სწრაფად ფეხზე წამოდგა, ზედა თაროდან, ყუთი შამოიღო და წერილებს კითხვა დაუწყო.  პირველი წერილი დედამ მაშინ დაწერა, როდესაც სულ რამოდენიმე კვირის ორსული იყო. ,, არ ვიცი ეს რა გრძნობაა. სხეულში კიდევ მეორე გული ძგერს. ძალიან მარტივი ასახსნელია თუ ვიტყვი, რომ ეს უბრალოდ სასწაულია. ჩემი და რობერტის სასწაული. უკვე სულ რამოდენიმე კვირის ხარ და მამაშენს კიდევ ჰგონია, რომ რამოდენიმე დღეში გაჩნდები. ჩვენთვის ეს პირველია. ორივე ძალიან დაბნეულები ვართ. მუცელზე ვიკიდებ ხელს, ვესაუბრები მაგრამ ჯერ ვერაფერს ვგრძნობ. ექიმი მეუბნება, რომ ნაყოფს ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს და შენც ძალიან მალე იგრძნობ მის მოძაობას შენს სხეულში. მამაშენი ხშირად მეუბნება, რომ გოგოა მე კი პირიქით ვუმტკიცებ, რომ პატარა პრინცი გამოძვრება მუცლიდან. ვინც არ უნდა იყო მე და მამაშენი ყველაფერს გავაკეთებთ შენი ბედნიერებსთვის. მშია, მწყულია, ზოგჯერ მამასენსაც ვერ ვიტან... ,,დეე ზუსტად შენსავით.“ რობერტი მეუბნება ასე თუ გაგრძელდა მე სახლიდან გავიქცევი. ახლაც, დეკემბრის თვეში, ჩემთვის და შენთვის საზამთროს ეძებს.“ ლიზამ წერილი დაკეცა და სკივრში ჩადო. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა მაგრამ ახლა ზის და მთელი ძალით ტირილს. ,, ამ ბავშვს მშობლები ჰყავდა... ამას რა ეშველება? უმამოდ როგორ უნდა გაიზარდოს?“ უჰაერობა ისევ აწუხებს, თუმცა გუშინდელის განმეორებას აღარ აპირებს და ცდილობს, რომ თავი ხელში აიყვანოს. პირველი წერილი ბალიშ ქვეშ დამალა თვითონ კი ცდილობს ძილს მიეცეს.
***
_ ალი გღვიძავს?
_ კი ძვირფასო... ხო მშვიდობაა?
_ კი მშვიდობაა უბრალოდ ხვალინდელ დღეზე ძალიან ვნერვიულობ.
_ ანჩო ხვალ რა ხდება?
_ დაგავიწყდა? ხვალ ჩვენი ნიშნობაა.
_ არა, ძვირფასო მაგას რა დამავიწყებდა მეც ძალიან ვნერვიულობ და ამიტომ... კარგი ახლა შეეცადე დაიძინო ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
_ კარგი ახლა გაგითიშავ კარგად უნდა გამოვიძინო.
_ მამა გაიღვიძე!
_ შვილო რა ხდება ამ შუაღამისას?
_ ხვალ ნიშნობა მაქვს.
_ შვილო ამას ახლა უნდა მეუბნებოდე? ღამის 2 საათია.
_ ვიცი მამა ვიცი, უბრალოდ იმდენი საქმე მქონდა თავიდან ამომივარდა. ბეჭედიც არ მიყიდია.
_ შვილო ეგ არ არის პრობლემა. დედაშენის ბეჭედს ვაჩუქებთ.
_ არავითარ შემთქვევაში! დილით წავალ და დანაზოგით  ვიყიდი.
_ არ მესმის ასეთი რამ ადამიანს, როგორ უნდა დაავიწყდეს.
_ ნეტა თუ მოვასწრებ ყველაფერს?
_ დამშვიდდი ჩემო ბიჭო,  ყველაფერი ათიანზე იქნება.
_ კარგი წავალ ახლა დავიძინებ.
_ მიდი შვილო, შენც დაიძინე და მეც დამაძინე.
***
  თითქოს პატარა უბანში ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. დილიდან ხმა ალის ნიშნობაზე გავარდა თუ არა ქალები დატრიალდნენ. ერთ სახლში, ნიშნობისთვის ტორტი მზადდება. ზურასთან კი, როგორც მეჯვარე ტანსაცმელს დედა უწესრიგებს. კლასიკურ სამოსსში გამოწყობილი ბიჭები, სარკის წინ დგანან და ერთმანეთს მოკლე სიტყვებით აფასებენ.
_ ჩემი ლომო!
_ ზურა ძმა გიხდება სმოკინგი.
_ არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ახლა სმოკინგი უფრო მომიხდა ვიდრე ქალი.
_ გაიარე რა...
_ მოიცადე სანამ წახვალ არ შემიძლია კაცური სოლიდარობა არ გამოგიცხადო და არ გკითხო.: ძმაო, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემზე უარს იტყვი?
_ რას ბჟოტიალობ.
_ ძმაო იცოდე ეხლა შენ თუ ამ კარიდან გახვა Pess უნდა დაივიწყო.
_ რატო?
_ რავიცი ძმაო, ხშირად გამიგია  ცოლები, ამ თამაშემზე ტვინს ბურღავენ.
***
,,ალი ცეცხლი ხარ ცეცხლი!“ გვერდითა ოთახიდან ზურას დამ გამოსძახა. ძალიან დაბნეული ალი, უკვე გამოწყობილია და ყველანი მზად არიან ანჩოს სახლში მივიდნენ. ,,ანჩო ალის პრინცესა არ გახდება.“ ძალიან გაბრაზებულმა ნუცამ ეს სიტყვები სახლამდე მისვლისას მანქანაში სთქვა.
_ ნუცა ამას რატომ ამბობ? ანჩო კარგი გოგოა, თანაც ხო შეგპირდა, რომ ბარბის სასახლეს გაჩუქებს.
_სასახლე სიყვარულის გარეშე ცარიელია.
_ ეს ვინ გითხრა?
_ ალის მეორე პრინცესამ.
_ და  რა ქვია ალის მეორე პრინცესას?
_ ლამაზმანი.
***
    ნუცას ჭირვეული ხასიათის მიუხედავად, მაინც მივიდნენ გოგოს სახლში დასანიშნად, როგორც წესი ოჯახის  ყველა წევრი და რამოდენიმე ნათესავი სუფრას უკვე მიუსხდნენ. ანჩოს მამა და ბიძას ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. შესვლის თანავე მომავალ სიძეს ფიცი დაადბინეს, რომ მის ქალიშვილს, არასდროს აწყენინებდა. ,,აბა ბეჭდები სად არის?“ ცნობისმოყვარე ბებიამ, სუფრიდან წამოიყვირა. ალიმ ზურას ხელით ანიშნა თუ არა ბეჭდები ჯიბიდან ამოიღო. ,,თვალი არ გეცეთ რა კარგები ხართ.“ ანჩოს დედამ ერთი ორი ცრემლიც მოაყოლა ზედ. ,,კარგი ქალო კარგი! ათხოვებ ხო არ იშორებ.“ ნასვამი ქმარი ცოლს ამშვიდებს.“ გათხოვდება და წავა აბა განა ეს მოშორება არ არის?“ ალის ზურგიდან მოულოდნელად ანჩოს ძმა დაადგა, შამპანურის სავსე ბოთლით. ,,აბა გახსენი ვნახოთ, ჩვენს სიძეს, რამდენად  შეუძლი ეს?“  ალი გაკვირვებული სახით შამპანურის ფოთლს  უყურებს, უნდა გაიცინოს, მაგრამ ხვდება რომ ეს უადგილო იქნება. ბოთლი გამოართვა და რამოდენიმე წამში უპრობლემოდ გახსნა. ,,ახლა დალევაში ვნახოთ როგორია?“ მაგიდიდან ანჩოს ბიძა წამოდგა,  ხელებში ორ ლიტრიანი სასმისი მიაწოდა. ,,ეს რა არის? ამას მე ვერ დავლევ.“ ზურა კვდება სიცილით. ალის მიუახლოვდა და ყურში ხმადაბდა ჩასჩურჩულა. ,, მიდი ძმაო მიდი! ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.“  ძალიან საცოდავი თვალებით ჯერ ანჩოს გადახედა მანაც ანიშნა, რომ არაფერის გაკეთება არ შეუძლია. ახლა მამამის მიუბრუნდა და უთხრა:_ მამა გეხვეწები ამაღამ ნუცა შენ დააწვინე. ზურას ხელებით ანიშნებს, რომ რაც შეიძლება მალე მოკლავს. გაჩერდა...ცოტახანს სასმისს დააკვირდა, უყურა, უყურა და მიხვდა, რო ვერანაირად ვერ გააექცოდა ამას. თვალემი მჭიდროს დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა. ,,ამასაც დავდევ.“ რამოდენიმე წამი და ალი სიძე აღარ იყო. სიძე კი არა, არამედ არც ალი იყო. სპორტსმენი ბიჭი, რომელიც საერთოდ არკოჰოლს არ ეკარება ახლა ერთდროულად ორი ლიტრა ღვინის დალევა მოუწია. ყველაფრის მიუხედავად დაამტკიცა, რომ მან ეს შეძლო და ეგრეც დარჩა მაგიდაზე.
  ხაალხი მიირია მოირია უკვე საღამოს ცხრა საათია. სუფრზეც თითქმის ყველაფერი შეიჭამა. მზოლოდ ორიოდე მწადი და ხორციანი წვნიანიღა იყო შემორჩენილი. ტორტის გაჭრა მხოლოდ ანჩოს მოუწია. არა, ზურა კი ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. ერთი პერიოდი ალი, ფეხზეკ კი წამოაყენაა და ტორტთან დააყენა? არა, სკამზე დასვა, სამახსოვრო ფოტოები მაინც დარჩებაო და ასე გადაუღო სურათები. ზურა მძღოლია ამიტომ გრამი არკოჰოლი არ დაულევია. უბანში მისვლისას ყველანი მანქანიდან გადმოვიდნენ. არც ალის მამამ დალია,რადგან ნუცა მას ჩააბარა. მანქანიდან ყველანი გადავიდნენ ზურა კი სანამ ალის დააწვენდა, ერთი ორი ფოტოს გადაღებაც კი მოასწრო. თითქმის საწოლამდე მიყვანილი ალიმ სიტყვა ,,ლამაზმანი“ რამოდენიმეჯერ ახსენე. ,,ხო ძმაო ლამაზმანი გიშველის ახლა შენ მარტო ძილი გინდა ძილი.“ ზურამ ალი დააწვინა თუ არა ტელეფონს დახედა და ნახა, რომ გვანცას რამოდენიმე გამოტოვებული ზარი იყო.
***
_ რა მოხდა? ზარის ხმა არ გამიგია.
_ სახლში ხარ? უნდა გნახო.
_ ალისთან ვარ გამოსული.
_ გამოიხედე აქ ვარ.
_ მოიცადე შენ რა,  სიარული უკვე შეგიძლია?
_ ხო ცოტა მიჭირს, მაგრამ ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია.
_ აბა, გისმენ რამ მოგიყვანა აქ?
_ ლიზაა ცუდად.
_ რა სჭირს?
_ ორსულობა.
_ მერე ეგ ცუდი კი არა... მოიცადე რააა? ვისგან? ვაა ტოო...
_ გეყოფა გაკვირვება. მოშორება უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს გადაიფიქრა.
_ ზუსტად იცი, რომ ბავშვი ალისია?
_ არ ამბობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ.
_ იცი ეხლა საიდან მოვდივართ?
_ საიდან?
_ ალი იმ ქათამზე დანიშნა. თვითონ კი ცოცხალმკვდარი ლოგინზე მივაგდე. ეხლა, რო უთხრა ბავშვი შენიაო აზრი არ აქვს ვერ გაიგებს.
_ მოიცადე დარწმინებული ხარ, რომ ალი ნამდვილად მასეთ მდგომარეობაში დატოვე?
_ კი რაიყო?
_ ახლა ალის ვხედავ. ის, მანქანაში ჯდება და მიდის. წავიდა...
_ მერე რას მიყურებ უნდა გავეკიდოთ! მთვრალია დაიმტვრევა.
_ ჩაჯექი ჩემი მანქანით წავიდეთ.
_ ლომო გააჩერე მანქანა!
_ ზურა ძმაო შეცდომა დავუშვი.
_ კარგი გააჩერე მანქანა! გადმოდი და მშვიდად ვისაუბროთ.
_ არა ლიზა უნდა ვნახო. მან მე მომატყუა.
_ ამან საიდანღა გაიგო?
_ ალბათ 208 გამოჩნდა ისევ.
_ მადლობა ღმერთს მშვიდად მოვედით.
_ ლიზა ლეჟავა! შენ მე მომატყუე შენ მე ბავშვი დამიმალე...
_ ძმაო გაჩუმდი ნუ ყვირი. სახლში მისი მშობლები არიან და გაიგებენ.
_ არ არიან.
_ სად არიან?
_ კლარა პარიზშია შოპინგზე, რობერტი და მარიეტა გაუჩინარდნენ.
_ გეფიცებით სერიოზული ოჯახია.
_ ლიზა მოდის.
_ გაგიჟდით? რა გაყვირებთ მეზობლებმაც კი გამოხედეს.
_ ლიზა გვაპატიე. ჩემი ძმა, ცოტა ნასვამია დავაბი მაგრამ აიშვა.
_ ბავშვი, რომელიც შენს მუცელშია ჩემი შვილია.
_ რას ბოდავ?
_ საკმარისია ლიზა... ვეღარ გამასულელებ.
_ კარგით თქვენ წადით! ამას მე მივხედავ.
_ დარწმუნებული ხარ? უბრალოდ ამხელა კაცმა ძლივს ვათრიე საწოლამდე.
_ დარწმუნებული ვარ.
***
    თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანს. ქალს ერთი ნახვით შეუძლია მოგაჯადოვოს. მის წყვდიადში მიგიმწყვდიოს და შემდეგ ძალიან ძნელად თუ გამაოაღწევ და თუ გამოაღწიე ის, შენს მოგონებებში მაინც დარჩება, რამდენჯერაც არ უნდა მოგიწიოს მასთან შეხვედრა ყოველთვის სუსტდები. საკუთარ თავს აძლევ მეტის უფლებას. ახლაც, როცა ხელზე, ნიშნობის ბეჭედი გიკეთია, მაინც გინდა თავი მის მხარზე გედოს. გინდა უსმინო მის სიჩუმეს, რომელიც ასე ლამაზად გესმის. ნაზად მის გრძელს შავ თმას ეხები, სხეულს ვერ იმორჩილებ თითქოს შენშივე იბადება რაღაც ახალი. ,,იქნებ მომბეზრდა ძველი და სიახლე მჭირდება?“ საკუთარ თავთან თუ ოდესმე ეს შეკითხვა გაგიჩნდა. იქნებ არც ყოფილა არაფერი. იქნებ შეჩვევა უფრო იყო ვიდრე სიყვარული. ,,მე და ანჩო ერთად გავიზარდეთ. ეზოში ყველა იმას ამბობდა, რომ ბოლოს ვიქორწინებდით.“ თითქოს მათ დაუჯერეთ, თითქოს  და ეს ყველაფერი კანონი იყო და მე ამ კანონს ვემორჩილებოდი. ახლაც! ნიშნობაზე ანჩო მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა. ,,ბედი კი არ იწერება ბედს ჩვენ ვქმნით ადამიანები.“ ასე ამბობდა დედაჩემი.
    უხმოდ,  უსიტყვოდ ალი ლიზას მხარს არ შორდება. ,,კიდევ ცოტახანს.“ ასე დაჟინებით იმეორებდა ამ სიტყვებს და კვლავ აგრძელებდა მის თმასთან თამაშს. ,,გინდა ცოტახნით აივანზე გავიდეთ?“ ლიზამ ალის ეს კითხვა დაისვა თუ არა პლედი აიღო ზურგზე მოახვია და თვითონაც მის გვერდით ახლოს ჩამოჯდა. ,,ასე კარგად ვარ.“ ალიმ თქვა თუ არა ეს სიტყვები კიდევ უფრო ახლოს მიიწია მისკენ. ნაზად ტუჩის კუთხეში აკოცა და უთხრა. ,,ყველაზე ტკბილია, რაც კი ოდესმე გამიშინჯავს.“ ლიზას ჩაეცინა. ეტყობა, რომ ეს ყველაფერი სიამოვნებს და არაფერზე იხევს უკან. ალი ახლა ლიზას სახეს ეფერება ნაზად. ცდილობს ყველა მისი ნაკვთი დეტალურად შეისწავლოს. ,,ეს ორმო მხოლოდ ჩემია.“ ხელი ლოყას ჩამოუსვა და ახლა მის შავ თვალბს ჩახედა. ,,შავია მაგრამ იდუმალი.“  ალი ხვდება, რომ ლიზას ხელები გაცივდა. ფეხზე წამოდგა. ,,შიგნით შევიდეთ.“  ხელი ჩაკიდა...
***
_ ეს რა ბეჭედია? აქამდე არ გეკეთა.
_ დაიკიდე მნიშვნელოვანი არაფერი.
_ გინდა ამაღამ აქ დარჩე?
_ მინდა.
_ ტელეფონი გამწარებით რეკავს. აიღე იქნებ ვინ არის.
_ არ მაინტერესებს. ვინც არ უნდა იყოს გაუთიშე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.
_ და ვისთან?
_ ლამაზმანთან.
_ გინდა  ჩავალ და ცხელ ჩაის მოგიმზადებ.
_ კარგი ოღონდ არ დაიგვიანო.
***
    ,, გაუშვი, მაგრამ დაბრუნდა. შვილო შენი მამიკო დაბრუნდა.“ ლიზა კიბეებზე ქვემოთ სამზარეულოში ჩადის და თან ამ სიტყვებს ხმადამლა ბუტბუტებს. ჩაი რაც შეიძლება მალე მოამზადა იფიქრა მოშიებულიც იქნებაო და ორო ბუტერბროდიც მოამზადა. ლიზას ყველაზე მეტად ჭამა ახლა მოუნდა. რამოდენიმე წამში ლიზა ოთახში დაბრუნდა და ალის სახე ალისი აღარ არის. ის, სასოწრაკვეთილებისგან გაფითრებულია. თავი ქემოთ აქვს ჩახრილი და ფეხებს ერთ ადგილას ვერ აჩერებს. კანკალებს და ვერც ამისგან იკავებს თავს.
***
_ ალი რა მოხდა?
_ არ შემიძლია... თვალებში ვერ შემოგხედავ.
_ რაც არ უნდა იყოს მჯერა ერთად გავუმკლავდებით.
_ წერილია დაფარული ნომრიდან.
_ დაიკიდე ისინი ხო, ჩემი იდიოტი მეგობრები არიან. დაიღლებიან და გაჩერდებიან.
_ არამგონია ამ შეტყობინების შემდეგ გაჩერდნენ.
_ რა წერია?
_ ,,ლიზა ბავშვს თუ არ მოიშორებს ნუცა მოკვდება. *** *** 208“

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები