 | ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 24 ნოემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მე_7 დაკარგული ბრილიანტები. ცხოვრებაში ზოგჯერ რაღაცეები გაუცნობიერებად იცვლება. ზურგიდან, ვიღაც მძიმედ გარტყავს. ის, ვიღაც ვისგანაც ყველაზე მეტად არ მოელოდი. გტკივა, გტანჯავს... ამ ყველაფერთან ერთად მოდის კიდევ ვიღაც, ვინც გახსნილ ჭრილობას მარილს აყრის. საინტერესოა ამ დროს, როგორ უნდა წამოდგე ფეხზე, როგორ უნდა ჩახედო თვალებში ადამიანს, რომელიც აქამდე გეგონა ყველაფერს განკარგავდა. თვალები სისხლისფელი... სახე ფერმკთალი, სხეული იმაზე სუსტი ვიდრე ოდესმე გქონია. გეშინია? ფეხები მუხლებში გეკეცება. წინ წასვლის მაგივრად უკან იხევ. შენს წინ დგას ადამიანი, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს და მიზანში ყავს შენს მეგობარს, რომელიც აქამდე ყველას გარდაცვლილი ეგონა. ეს ეცაა ლიზას ძველ სახლში გასროლის ხმა უნდა გავარდეს და ყველას ტელეფონზე მოდის შეტყობინება. ,, ვიარეთ ვიარეთ და მივაღწიეთ სასურველ შედეგს. ძმები ერთმანეთს შეხვდნენ. ახლა კი ყველამ ყურადღებით წაიკითხეთ, რაც ამ შეტყობიებაში წერია. გაძლევთ ზუსტად ერთ თვეს. ამ ერთი თვის განმავლობაში დათქმულ დროს და ადგილას თქვენ მომიტანთ ბრილიანტებს. ალბათ ხვდებით იმასაც, რომ თამაში მომბეზრდა და ახლა გართობას ვიწყებ. ნუ ეცდებით ჩემი ვინაობის დადგენას ეს უბრალოდ დროს წაიღებს. თუ გინდათ, რომ თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრის სიცოცხლე ხელუხლებელი იყოს ბრიალიანტები, რაც შეიძლება მალე უნდა იპოვოთ. ადამიანის სისხლში ხელის გასვრას არ ვაპირებ ყველაზე მეტად ეს არ მინდა ამიტომ გააკეთეთ რასაც გეუბნებით. *** *** 208“. ნოდარმა იარაღი დაუშვა, გარეთ დანარჩენებიც არიან, რომლებიც გიგის და ბელას მოძებნაში იღებდნენ მონაწილეობას. ლიზა ალის მკლავზე ეყდნობა. ჯერ კი ვერ გაუაზრებია რა მოხდა. სიჩუმემ სარდაფში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაისადგურა. უყურებდნენ ერთმანეთს და დარწმუნდნენ, რომ მათ შორის არცერთია, ვინც დაფარული ნომრიდან შეტყობინებებს აგზავნის. შეშინებული ბელა, იატაკზე იჯდა მოულოდნელად კი ფეხზე წამოდგა და ლიზას მთელი ძალით ჩაეხუტა. ლიზამ ხელები ქმემოთ ჩამოყარა, თითქოს და არ უნდა წელზე მოკიდოს, მანაც მიიკრას გულთან. დაკარგა ნდობა, რომელიც ბავშვობიდან აკაშირებდათ. ხუმრობა, რომელიც ასე ჩათვალეს ძალიან მწარე აღმოჩნდა გარშემომყოფებისთვის. დაინგრა მეგობრობა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ლიზამ მკერდზე მიკრული მოგობარი, წინ გაწია და უთხრა: ,, მაპატიე, მაგრამ ვერ დავივიწყებ იმას, რაც გამიკეთეთ.“ ბელას ამ სიტყვებზე ცრემლები წამოუვიდა და გიგის დაუწყო მკერდში მუშტების ჩარტყმა. ,,ყველაფერი შენი ბრალია! შენ დამაძალე ეს ყველაფერი...“ ნოდარი გიგისკენ გაიწია. ამ რეაგირებაზე ყველა ერთბაშად შეკრთა. კისერში ხელი წაავლო და მკაცრად დააძალა ეთქვა. ,,სად არის ბრილიანტები?“ გიგიმ ამჯერადაც თქვა, რო ამის შესახებ არაფერი იცის. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს და ყველაზე უცვოდველი ახლა იყოს. დილის 5 საათია. გაყინული ქუჩები, კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ აქ, ამ ქალაქში, ყველაფერი დაუგეგმავად ხდება. ხეს, რომლსაც ორიოდე გაყვითლებული ფოთლი შერჩენია წვეთებას იღვრება. გუშინ უწვიმია და ალბათ ამიტომ. უნდა რო მოწყდეს, თითქოს ეს ეცაა ძირს ჩამოვარდება, მაგრამ მაინც შეჭიდებას ცდილობს. ასეა ჩვენი ყოფაც. ყოველთვის ვეჭიდიდებით იმ მძიმე მომენტებს რისი გავლაც ყოველდღე გვიწევს და თუ მოწყდება მერეა რა... ამით ყველაფერი კი არ სრულდება ამით რაღაც ახალი იწყება. ლიზა ალიმ სახლამდე მიაცილა. გიგი ნოდარმა ისევე კისერში წავლებული, თავისთან თავშესაფარში წაიყვანა. აი, ბელა კი უმისამართოდ, მის ძველ სახლში გადაწყვიტა ღამის გათენება. მიტოვებულ, ძველ სახლში გასათბობად არც შეშაა და არც, რომელიმე ელექტრო ბუხარი. საწოლს, მტვრით გაჟღენთილი ზეწარი გადახადა. დაწვა და რაც კი რამ თბილი ეგულებოდა ზედ დაიფარა. განებივრებული გოგონა, რომელიც ერთ დღეს ყველა მასზე ზრუნავდა ახლა არ იცის სახლში, როგორ დაბრუნდეს. ეშინია, რომ ყველა მას, როგორც მოჩვენებად ისე ჩათვლის და თუ გაიგეს, რომ ეს უბრალოდ მგობრისთვის მომზადებული ხუმრობა იყო. ისევე მიატოვებენ, როგორც ეს ლიზამ გააკეთა. მტვრისგან ბელამ რამოდენიმეჯერ დააცემინა. კანკალებს და თან საკუთარ თავს ამას ეკითხება. ,,იქნებ გავცივდი?“ ამ პერიოდის განმავლობაში ბელა ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც გიგი გეგმავდა. თვითონ კი უბრალოდ ამ ყველაფერში ეთანხმებოდა. სცივა, შია, სწყურია... გაფითრებული ხავსმოკიდებულ კედბენს შეეჰხურებს. გაახსენდა, რომ ერთ დღეს ეს ჭაღი, მამამისმა და რობერტმა ერთად დაკიდეს. გულში ლოდად აწვება ლიზას გამოხედვა, რომელიც ისეთივე ცივ და მიუსაფარი იყო, როგორც ეს სახლია. ბელას მოულოდნელად ნაბიჯების ხმაზე გაიგო თუ რა საწოლიდან წამოდგა და კარს უკნიდან აეკრა. ერთ დროს ამ სახლში, თავს ყველაზე მშივიდად გრძნობდა, რადგან მასთან ერთად იყო ოჯახი. ახლა კი ჩამობნელებულ, ჩამოკაწლულ კედლებში მარტოა და გრძნობს რომ ვიღაც მის საძინებელ ოთახს უახლოვდება. შიშისგან ცახცახებს ძლივს ცდილობ, რომ არ იყვიროს. *** _ ნუ გეშინია. მე ვარ... _ ლიზა არ მეგონა თუ ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ნახვას ისევ მოისურვებდი. _ აქ, რადგან ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაპატიე. ამის მოსატანად მოვედი. _ ეს რა არის? _ ცოტა საჭმელი და გასაღები. _ ამას ვერ ავიღებ! არ ვიმსახურებ... _ გეუბნები გამომართვი! აბა ამ თაგვის სოროში აპირებ დარჩენას? ღმერთმა არ იცის ზემოდან რა ჩამოვარდება. სახლი ისედან ნაწილებად იშლება. სახლში კიდევ სადაც მიდიხარ. ცენტრარული გათბობაა. ინტერნეტიც არის და მაცივარშიც უნდა იყოს რამოდენიმე ქილა ლუდი. აბაზანა არც ისე კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აქაურობას მაინც აჯობებს. ეგ სახლი ნაშებისთვის მქონდა... დროებით იცხოვრე სანამ ოჯახს გამოეცხადები. _ ნაშები ალბათ მამაკაცები არიან ხო? _ არა ბელა, სანამ შენ მეგონა რო მიწაში იყავი ორიენტაცია შემეცვალა და სახლში ქალები ამყავს. _ ალი შეგიყვარდა? _ ბელა არ ფიქრობ, რომ თავს მეტის უფლებას აძლევ? გცხვენოდეს მაინც ახლახანს წამდექი სასახლიდან. _ კიდევ დიდ ხანს უნდა მიმეორო ეს? _ აბა, რა გეგონა? შენს ნაშას დაუჯერე. გეგონა, რო გულში ჩაგიკრავდი, გაგიცინებდი, თუ გეტყოდი, რომ საღოოლ... გამოწვევა მიღებულია და შემდეგი მე ვიქნები. _ ამ ყველაფერზე მართლა არ მიფიქრია. _ ხოდა სწორედ ამან დაგღუპა. წამოდი, რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეთ ამ სახლიდან. _ მადლობა. _ ჩათვალე, რო ამას მაწანწალა ძაღლისთვის ვაკეთებ და არა იმ ადამიანისთვის, ვინც ერთ დროს ამ სახლის ფანჯრიდან უმანკოთ მიღიმოდა. _ გულს მტკენს ეს სიტყვები. _ ის, მიიღე რაც დაიმსახურე. _ მოვედით? _ კი ეს ბინაა. არც ისე დიდია, მაგრამ შენ გეყოფა. იცოდე ამის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ერთხე შევხვდებით, როდესაც ამ ბინიდან წახვალ და გასაღებს დამიბრუნებ. მე არ მეხება შენი პრობლემები და არანაირი კომინალური გადასახადები. ყველაფერს მოაგვარებ შენით. ისე, თუ სამსახური გაინტერესებს ამ კორპუსის ქვემოთ, განცხადებაა გამოკრული დამლაგებელ ეძებენ. _ ღადაობ? მე დამლაგებლად არ ვიმუშავებ. ბიძაჩემს დავურეკავ და დარწმუნებული ვარ დამეხმარება. _ ეგრეც ნუ იქნები დარწმუნებული, ისიც იყო შენს დაკრძალვაზე. _ ვიცი მაგ დროს ყველაფერს შორიდან ვაკირდებოდი. _ შენ... შენ უბრალოდ ძალიან ამაზრზენი ადამიანი ხარ... _ ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო. _ ყველაფერს ვერ გამოასწორებ, მაგრამ შეგიძლია ყველაფერი ნოლიდან დაიწყო. _ ეგ როგორ? _ ჩადი ქვემოთ და განცხადებას გაეცანი. _ მიდიხარ? _ მივდივარ და ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე. მე შენი მეგობარი აღარ ვარ. სხვას, ვისაც ხვალიდან შეხვდები ნუ მოატყუებ, იმედს ნუ გაუცრუებ ნურც აატიებ. შენ გარდაიცვალე ყველასთვის, ვინც აქამდე იყვნენ შენც ცხოვრებაში. ხვალიდან კი იწყებ ახალ ცხოვრებას. _ თავს გაუფთხილდი და ბიჭს, რომელსაც მუცლით ატარებ. *** ხანდახაან ფეხს დაბიჯებ ისეთ ადგიბს, რომელიც შენთვის ყოვლად უცხოა. აქამდე თუ შენი თეთრეული ღირებულება 2000 დოლარს შეადგენდა ახლა ალბათ 20 დოლარამდეც არ ღირს ეს გაცვეთილი პენუარი. იქნებ სულაც სხვისია ან იქნებ რამოდენიმეს ეცვა შენამდე. აქამდე თუ შენს მაცივარში, მრავალნაირი დესერტი იყო ახლა 30 ცენტიანი შოკოლადი გდია. ისიც ობიანია, ვინ იცის აქ, რამდენი ხანია გდია. შხაპის მიღებამდე აქამდე თუ ზაკუზში მარილს ყრიდი, ახლა დუში წყალს ყველა მხრიდან ასხავს. ,,ჯანდაბა! ცივი წყალი რატომ მოდის?“ ბელა აბაზანიდან ნახევრად საპნიანი გამოდის. თვალებიდან წესივრად ვერც იხედება. ,, ვაიმე დედიკო ფეხი!“ მიდის წყლის გამათბობელთან და ცდლობს რაღაცეებში გაერკვიოს, თუმცა უშედეგოდ. ასე დიდ ხანს უტრიალა და ბოლოს გაზზე გაათბო წყალი. არასოდეს, რო ბელას ასე შხაპი არ მიუღია. ეს უბრალოდ მისთვის ტანჯვა იყო. საწოლი თბილია, აღარც კანკალებს და კუჭიც ასე თუ ისე დაამშვიდა. დაწვა და ისე გათენდა არ გაუია. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა. ტანზე ჩაცმა არც უფიქრია კარი ისე გააღო. *** _ თქვენ ალბათ... ახალი მეზობელი ხართ ხომ? _ დიახ, მე ნინო, მარიამი, გვანცა... _ ვერ გავიგე? ბელას ლიზას სიტყვები გაახსენდა და გადაწყვიტა, რაც პირზე მოადგა ის სახელი თქვა. _ მონიკა! ჩემი სახელია მონიკა. _ ძალიან სასიამოვნოა მონიკა. მარტო ცხოვრობთ? _ კი. აქ, ჩემს გარდა არავინ არის. _ გასაგებიაა. ,,ერთი სული“ _ რა სული მე ცოცხალი ვარ! _ დამშვდდით ქალბატონო. ვხედავ, რომ ცოცხალი ხართ. მე უბრალოს წყლის ინკასატორი ვარ და თქვენს მონაცემებს ვიწერ. _ ააა... _ ჩემს უკან გაზიდანაც მომყვებოდა კაცი და კარგი იქნებოდა ტანზე ჩაგეცვათ. _ ა, ხო, უკაცრავად. _ ნახვამდის. _ უკაცრავად და თქვენ რა გქვიათ? _ ზურა, იაგო, დაჩი... _ ძალიან სასაცილოა! *** ბელამ ახლა კარადებს დათვარიელაბა დაუწყო. ეძებს ტანსაცმელს და იმედი აქვს, რომ ლიზა აქ, ორიოდე ძვირადღირებულ კაბას მაინც დატოვებდა. კარადას შეეხო თუ არა კარები ძირს გადმოვარდა. ,,ეს ასე უნდა იყოს?“ სცადა კიდეც, რომ ისევე დააყენებდა, როგორ იყო, მაგრამ კარები გატეხილია. აქაც მის იმედებმა ვერ გაამართლა და ისეთივე ძველი ტანსაცმელი დახვდა, როგორიც ეს სახლია. ბოლოს არჩევანი გაცვეთილ ჯინსზე და თეთრ სვიტერზე შეაჩერა, რომლის ერთი კლავიც გარღვეულია. ზემოდან ქურთუკი ჩაიცვა თავზე თბილი ქუდი დაიფარა და სადარბაზოდან გავიდა. გარეთ საშინელი ნისლია. ბელამ რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა თუ არა ფეხებში სიცივე იგრძნო. ჯიბეში მხოლოს 50 დოლარიღა აქვს დარჩენილი და ეძებს კაფეტერიას, სადაც ისაუზმებს. ,,განცხადება! ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სახლის ხვეტა სირცხვილად არ მიაჩნია.“ ბელა ჩაფიქრდა. ,, ნეტავ თავში რა უდევს იმ ადამიანს, ვინც ეს დაწერა?“ ბელას ცდუნებამ ვერ გაუძლო და შიგნით შევიდა. ,,მერე რა... იფიქრონ, რომ უბრალოდ საჭმელად შევდივარ.“ ძალიან ამაყად ქურთუკი გაიხადა და სკამდე დიდებულად ჩამოჯდა. _ რა გნებავთ? ,,სამზარეულოდან მზარეული, ხმამაღალი ტონით სასადილოში შემოსულს კლიანტს ეკითხება.“ _ იცით მე საჭმელად შემოვედი. საუზმე მინდა ერთ პერსნალზე. მზარეული ამ უბანში, ყველას იცნობს. ეს ხმა კი მისთვის უცხო იყო. ძალიან გაკვირვებული სახით, დარბაზში გამოდის და გოგონას დიდი ინტერესით აკვირდება. _ რაიო? გოგონი თქვენ რა არი იცით, რომ ამ დაწესებულებას მიმტანი არ ჰყავს. ვისაც ჭამა უნდა თავად მოდის და იღებს საჭმელს. _ ეგ როგორ? _ ადექი და გამომყევი! ახადე ამ ქვაბს. ხედავ? ეგ ლობიოა. დღეისთვის ეს გვაქვს. თუ გინდა აიღე ჯამი და დაისხი. _ და რამდენია ჩემზე გადასახდელი? _ არაფერი. ეს მიტოვებული თავშესაფრის სასადილოა. _ გარეთ ეწერა, რომ დამხმარეს ეძებთ მე კი შემიძლია თქვენი დახმარება. _ იცი ეს რა არის? _ კი როგორ არა. ეს არის... მოიცადე რა ქვია? მაგას ქვია მატერია, რითაც კაბებს კერავენ. _ რაა? გაოცებულ მზარეულს თვალები, შუბლზე აუვიდა არადა ხელში ეჭირა ძველისვერი ზეწარი, რითაც მაგიდებს მტვერს აცილებს. _ არ არის შვილო, აქ შენი ადგილი. წადი და სამსახური სხვაგან მოძებნე. _ სად? _ აქვე ახლოს სამკერვალოა. მიდი იქ, იქნებ მანდ დაგეხმარონ.
რამოდენიმე კვირის შემდეგ! მონიკა ,,ბელა“ შავ თმიანი, შოკოლადისფერი გოგო იყო, რომელცას პატარა უბანში უკვე ყველა სცნობდა. თავდაპირველად მუშაობა სამკერვალოში ნემზე ასმული ძაფით დაიწყო. ახლა კი ის, დიზაინერია და ეხმარება ხალხს, გემონებიანად ჩაცმაში. მზარეულის გულიც მალევე მოიგო და ყოველ დილით, ოჯახებში საკვების ჩამორიგებაში ეხმარება. თავისი ხელფასი ძლივს 200 დოლარს შეადგენს, თუმცა ეს მისთვის ამ ეტაპზე საკმარისიც კი არის. სატრასპორტო გადაადგილეისთვის პატარა სკუტერიც კი იყიდა. სახლის ყველანაირ გადასახადებსაც თავი მოუყარა და ახლა მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ახალი ჯინსი იყიდოს. *** _ დილამშვიდობისა დეიდა! შეკვეთები მზად არის? _ კი შვილო მხოლოდ ესენია. _ რა ამბავია! დეიდა დღითიდღე შეკვეთების რაოდენობა იზრდება. ასე თუ გაგაგრძელდა სასადილოს გავაფართოვებთ კიდეც. _ ჩემი წარმატების თილისმა ხარ! ყველაფერი შენი დამსახურებაა. სანამ შენ მოხვიდოდი აქაურობა თაგვის სოროს ჰგავდა. ახლა კი შეხედე! ყველაფეი როგორ ანათებს. _ დეიდა ახლა უნდა გავიქცე. შეკვეთები უნდა დავარიგო და შემდეგ გოგონას ბანკეტის კაბა უნდა დავუსრულო. _ საღამოს შემოირე შენთვის საჩუქარი მაქვს. _ შენ ხარ ჩემი საჩუქარი ჩემო ფუნთუშა. _ კარგი ასე ნუ გამჭყლიტავ. _ გემრიელადაც გაკოცე ახლა კი მართლა უნდა გავიქცე. _ ფთხილად იარეა! გარეთ ათასი მამაძაღლი დადის. *** ბელამ კაბა, გვიან ღამით 11 საათზე დაუსრულა. კმაყოფილი სახით ჩამოჯდა და თავის ნაშრომს აკვირდება. ,,აჰა ლიზა... შენი ბოლო სიტყვა უკვე შევასრულე. მოემზადე! ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით“. საათს დახედა და მოულოდნელად დეიდას სიტყვები გაახსენდა. ძალიან სწრაფად ქურთუკი მოიცვა და მის სახლში გაიქცა. *** _ მაპატიე დამაგვიანდა. _ არაუშავს შემოდი. _ ეს რა არის? რამდენი რამდენი ტკბილეული მოგიმზადებია. _ ეს ყველაფერი შენთვის არის. _ კი, მაგრამ... _ რა იყო შვილო რატომ ტირი? _ უბრალოდ... ვთვლი, რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებ. _ გახსენი ეს შენთვის არის. _ ჩანთა? თანაც შანელის. _ მართალია პატენტია მაგრამ... _ დეიდა ეს ორიგინალზე ძვირი ღირს, რადგან ამ კეთილმა ხელებმა იყიდა. მოდი ხელები უნდა დაგიკოცნო. _ არ გინდა შვილო. ეს ისეთი არაფერია შენ გაცილებით მეტს იმსახურებ. _ შენ რო ჩემს გვერდით ხარ ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს. _ შვილო უკან ვინმე ხო არ გამოგყოლია? _ არა. _ აბა ეს ვინ უნდა იყოს. _ საღამომშვიდობისა! _ გისმენთ ვის ეძებთ? _ მონიკას მგონი აქ უნდა იყოს. _ შვილო იცნობ ამ კაცს? _ კი, მიცნობს ბინის მეპატრონე ვარ ქირაზე მოვაკითხე. _ დეიდა არ ინერვიულო სახლში ავალ, ფულს მივცემ და უკან დავბრუნდები. _ მიდი შვილო გელოდები! *** შეშინებული ბელა, ფეხის კანკალით, სახლის კიბეები ძლივს აიარა. ყველაფრის მიუხედავად მან, ამ რთული დღეების შემდეგ ძალა შესწევდა, რომ მისთვის წინაღმდეგობა გაეწია. სახლის კარები, რაც შეიძლება სწრაფად გახსნა და გიგი სახლში შეაგდო. *** _ აქ, რა ჯანდაბას აკეთებ? როგორ მიპოვე? _ ქურთუკი სად არის? _ რაა? _ ქურთუკი, რომელიც ბოლოს გეცვა. _ მე რა ვიცი მგონი გადავაგდე. _ სასწრაფოდ ქურთუკი უნდა იპოვო. _ რა ხდება და ქურთუქს რატომ ეძებ? _ შეეშვი შეკითხვების დასმას და მომიტანე რასაც გეუბნები. დროზე! _ ტონს დაუწიე ცხოველო! აქ, მეზობლები ცხოვრობენ. _ ვაიმე ბელა... როდიდან გახდი ასეთი მზრუნველი სხვებზე? აქამდე კი იყავი გაქანებული ბოზი. პატიოსნებას ამ ტილიანი უბანიდან აწვები. _ აქ, ის, მაინც ვიცი, რომ არ მიმატოვებენ. _ აბა რა გეგონა ჩემთან ერთად სიკვდილს, რომ დათანხმდი. _ ხო დავთანხმდი და ძალიან შევცდი, რაც დრო გადის მით უფრო ვანაალიზებ, რომ არარაობა ხარ. შენზე კი არა ჩემს თავზეც გული მერევა, როცა ის ყველაფერი მახსენდება. _ კარები არ გააღო! _ მე არავის არ ვემალები. შენ თუ ვინმეს ემალები შეგიძლია აივნის კარები გააღო და გადახტე. _ მონიკა? ცუდ დროს ხომ არ მოვედი? _ არა, შემოდი ეს ბინის მეპატრონეა უკვე წასვლას აპირებდა. _ დიახ უკვე მივდიოდი. ,,სახელი კარგი შეგირჩევია ბოზო“. _ ხმადაბლა... წადი და აქ, მეორედ მოსვლა არ გაბედო. _ არა, ლამაზო ერთმანეთს ისევ შევხვდებით. _ ცოტა არ იყოს უცნაური კაცი იყო. _ ხო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. შენ კი თუ მონაცემების ამოსაწერად ხარ მოსული, კარი იცი სადაც არის. _ ეს ონკანი კიდევ არ გაგიკეთებია? _ ხო, ვერავინ ვნახე ვინ გამიკეთებს. _ გინდა ამას მე გავაკეთებ. _ სერიოზულად? და შეძლებ? _ სახლში დუშის თავს, იმდენჯერ ვცვლი ვერ დავითვლი. ეს ძალიან მარტივია ამას შენც შეძლებ. ახალი ნაყიდი გაქვს? _ კი, აი, გამომართვი. _ ამათ ხშრად რეზინები უფუჭდებათ. ხედავ? ძალიან მარტივია. _ მართლაც რა მარტივი ყოფილა. _ ფთხილად! _ ვსველდები! ვსველდები... _ ასე ბოლომდე არ უნდა მოგეშვა. _ ისევ გატყდა. _ წყლის წნევა ძალიან მაღალი იყო. _ მაპატიე შენც დაგასველე. ახლავე პირსახოცს მოგიტან შესამშრალებლად. _ შენს თავს მიხედე მე არც ისე სველი ვარ. _ ხო ახლავე გამოვიცვლი. _ მე გავალ ხო... _ მაპატიეთ, მაპატიეთ... _ არაფერია ასეთ მდგომარეობაში ერთხელ უკვე გნახე. _ ხო ის, დილა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ჯოჯოხეთური იყო. _ რატომ მე რო შემხვდი? _ არა, ეგ არ მიგულისხმია. მოკლედ დაიკიდე რა. მართალია ონკანი ისევ გატყდა, მაგრამ შენ ხო შეაკეთე. ნება მომეცი ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟო. _ მაცდური წინადადებაა. *** საუბარში ისე გაერთნენ, ვერც შეამჩნიეს, რომ დრო მალე გავიდა. უკვე ღამის 12 საათია ბელამ სტუმარი გააცილა თვითონ კი დასაძინელად წავიდა. ბალიშზე თავი დაადო თუ არა გაცოფებული გიგის სახე გაახსენდა, რომელიც გამწარებული მის ქურთუკს ეძებდა. დაწოლილი, ფეხზე წამოდგა და იქვე კუფში ჩაგდებული ყავისფერი ქურთუკი ამოიღო, რომლის გადაგდებასაც მართლა აპირებდა. ხელი წავლო თუ არა მასში ეთდროულად სიბრაზემ, სინანულმა და იმ ტკივილმა გაიღვიძა, რომელიც მის ცხოვრებაში რამოდენიმე კვირის წინ მოხდა. ,,ნეტა რას უნდა ეძებდეს გიგი ამ ქურთუკში?“ ჯიბეებს დაუწყო შემოწმება ცარიელია. უკვე გადასაგდებად ამზადებდა და შეამჩნია, რო იატაკზე, რაღაც ბზინავი გაგორდა. ,,ღმერთო! ოღონდ ეხლა ის, არ იყოს რაც მე მგონია.“ ძალიან ფთხილად ქვემოდ იხრება. ,,ეს, ხომ ბრილიანტია.“ ქურთუკი ახლა ძირფესიანად დაათვარიელა და შიგნითა ჯიბიდან, ბრილიანტის ქვები ამოიღო. ,,ნუთუ ქურდი მართლა გიგია? და ეს ქვებიც ჩემს ჯიბეში დამალა, რადგან იცოდა, რომ ეჭვს ჩემზე არავინ არ აიღებდა. ახლა რა უნდა ვქნა.“ ქვები ხელში, ისე მჭიდროს უჭირავს თითქოს და გავარვალებულ ქვაბის სახელულს ეჭიდება და ეწვის. ერთი, რაც მოიფიქრა იყო ის, რომ ქვები პატარა ზეწარში გაახვია და სახელოსნოში კედელში დამალა. ერთ კვირაში ხდება ზუსტად ერთი თვე, რაც ბელა ამ სახლში ცხოვრობს. ზუსტად ერთ კვირაში, მზად არის ლიზას შეხვდეს და ბინის გასაღები გადასცეს. ბელამ მისი ნახაზები ერთ ძალიან ცნობილ სამოდელო სააგენტოში გააგზავნა საპასუხო კი მეილზე მიწერეს და შეხვედრა ორშაბათ დღეს დაუთქვეს. ბელა ძალიან ღელავს, თუმცა თავის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. *** საავადმყოფო! _ ბავშვი ნელ-ნელ ნელა იზრდება. ძალიან მალე მისი სქესი გეცოდინება. _ ექიმო არ შეიძლება, რომ ეს სუპრიზი იყოს და რო დაიბადება მაშინ გავიგებ სქესს. ნუ ჩემთვი სულ ერთია მთავარია ჯამრთელი იყოს. _ მაპატიე დამაგვიანდა. _ კარგი არაუშავს. როგორ მიდის ქორწილის სამზადისი? _ კარგი რა ლიზა შენ, მაინც ნუ დამიმატებ. _ წამაოდი სმოკინგი ავარჩიოთ. _ ბელაზე რა ისმის, როგორ არის? _ არ ვიცი, ალბათ კარგად _ საკმარისია... წამოდი მოვინახულოთ, ცოტა საჭმელიც ავუტანოთ არ გინდა? _ დარწმუნებული ვარ ახლა გაცილებით კარგად გრძნობს თავს. _ საიდან ხვდები? _ ადამიანი შეცდომებზე გაცლებით კარგად სწავლობს ცხოვრებას. _ ეს გამომართვი და ჩაიცვი. _ ლიზა გინდა, რომ საკუთარ ქორწილში ჩარლი ჩაპლინს ვგავდე? _ ალი ძვირფასო, ჩარლი ჩაპლინი იყო კომიკოსი, რეჟისორი, თავის დროში ყველაზე გართქმული მსახიობი და ადამანი. მან შექმნა სცენარი, მუსიკა და თავად გადაიღო კიდეც და შენ გინდა თქვა, რომ ის იქნები? არა რათქმაუნდა შენ მის დონემდე ვერასოდეს მიხვალ, რადგან ერთ კვირაში ერთ ჩვეულებრივ მდაბიო ქალს ირთავ ცოლად. _ ამას იმიტომ ამბობ, რომ ეჭვიანობ. _ ალი, რომ მოვინდომა იმ ქალს, ფუკასავით ავაცლი შენს თავს. ახლა უბრალოდ ამისთვის არ მცალია. _ სხვა პერანგი შემომაწოდე რა ეს პატარა მაქვს. _ პერანგი მარტო თუ პერანგი ქალთან ერთად? _ მეორე ვარიანტზე უარს არ ვიტყოდი. _ ქალბატონო შეგიძლიათ ეს პერანგი, მეორე გასახდელში მიიტანოთ? _ რათქმაუნდა ეს ჩემი მოვალეობაა. _ ვიცოდი, რო ბოლოს ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდი. _ რას კადრულობთ! _ ძალიან დიდი ბოდიში... მე უბრალოდ... _ დაცვა! _ რა გაცინებს? შენი იდიოტური ხუმრობის გამო მაღაზიიდან გამომაგდეს. _ არა რა, ძალიან სასაცილო იყავი. ნეტა გენახა შენი სახე დაცვა, რო მოგსდევდა. _ ლიზა საკმარისია! შეტყვიტე სიცილი. _ ასე მოგიხდებათ კაცებს, არჩევანი და სურვილები ერთმანეთში, რომ გერევათ. _ ქათმებო სად ხართ? _ ამას ეს გადამცემები კიდევ არ გაუთიშია? _ არა, როგორც ჩანს. _ ამჯერად ნეტავ რა ხდება? _ არ ვიცი წამოდი და გავიგებთ. *** თითქოს მიივიწყებას მიეცა თავშესაფრის მისამართი, თუნცა საკმარისია ერთი გადამცემის ხმა და ისინი, ეგრევე მობილიზებას იწყებენ. როგორც გაირკვა ეს ნოდარი, არც თუ ისეთი ცუდი ადამიანი აღმოჩნდა. გიგის აღმზრდელმა სიკვდილამდე დატოვა ანდერძი წარწერით. ,, იპოვეთ ერთმანეთი და შემდეგ ორივემ ერთად იპოვეთ დაკარგული პრილიანტები, რომელიც მოპარულია.“ ძმები ანდერძის გახსნის შემდეგ დარჩნენ გაღიმებულები. ძმებს თავიდანვე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. დაიწყეს მოქმედება ერთმანეთის პირისპის. არასდროს არაფერს არ უთანხმებდნენ ერთმანეთს. ხანგძლივი დავის შემდეგ ბრილიანტებს გიგიმ მიაგნო. იპოვა თუ არა გადამალა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება შეტყობინებები დაფარული ნომრიდან, რაც მოგვიანებით მის მეგობრებზეც გადავიდა. გიგიმ იფიქრა, რო ერთი გასროლით ორ კუთღელს მოკლავდა და გადაწყვიტა თავი მკვდრად გამოეცხადებინა. ბრილიანტები აიღო და ბელასთან ერთად რამოდენიმე კვირა სარდაფში იმალებოდა. შეიცვალა სახელი გვარი. უბანში ყველას, როგორც ბარში მომღერალს ისე ცნობდა. გიგი, როცა მიხვდა რომ სიტუაცია ისევ ირეოდა ბრილიანტები ბელას ქურთუკის, შიგნითა ჯიბეში დამალა. ძმას კი მტკიცება დაუწყო, რო მას ბრილიანტები არ უპოვია. ნორადი ახლა ყველაზე მეტადაა დარწმუნებული, რომ ამ შეტყობინებებს, ბრილიანტების მეპატრონე აგზავნის. ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთი კვირა. მათ კი ხელში არ აქვთ ბრილიანტები. ნოდარმა ყველა თავისი ძალები გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი უნდათ არ უნდა ყველა, ვისაც ეს შეტყობინებები მისდის თავშესაფარში უნდა გამოცხადნენ, რადგან დროს საკმარისად ცოტაა დარჩენილი. *** _ მოვედით! რისთვის დაგვიბარე? _ ვაა ბელაც აქ ყოფილა. როგორ ხარ? _ ალი კარგად ვარ მადლობა შენ? _ მეც არამიშავს ერთ კვიაში ქოწილი მაქვს. _ ვაა ასე მალე? გილოცავთ! _ მე რას მიყურებ? ცოლად მე კი არ მივყვები. _ გვანცა შენ არ მომესალმები? _ გაიწიეთ! ჩემს ყოფილ ნაშას, მე ჩავიკრავ გულში. _ გიგი არ მომეკარო! შენზე უბრალოდ გული მერევა. _ აღარ მოკეტავთ?! ძალიან მალე, ერთ კვირაში, თუ ბრილიანტებს არ ვიპოვით აქ, ვინც ვართ ყველას დაგვერხევა. _ მტერი თქვენ გყავთ და ვერ ვხვდებით ჩვენ რა შუაში ვართ? _ ბელა ხარ თუ მონიკა, ერთი კარგად შემომხედე რა! არც მე ვიცოდი, რო მამაჩემი ასეთი გარეწალი იყო, რო სიკვდილის მერეც არ მომასვენებდა, მაგრამ ხო ხედავ? ჭუჭყიანი საქმე მაინც დამიტოვა. _ პირველი ჩემი სახელია მონიკა. ეს უკვე ოფიციალურად შეცვლილია და მეორე, ჩემი ტრაკის საქმე არ არის მამაშენმა რა დატოვა და რა არა. შენმა, რომელიღაც მონამ აქ ძალით მომიყვანა. მოიცადე ვინ იყო? აი, ხო ის... ახლა აქედან წასვლას ვაპირებ და გამიხარდება, თუ ნებისმიერი თქვენთაგანის, სახის ნახვა აღარ მომიწევს. _ რაო? გამატარეთ რა! ქალო, შენ ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ყველაზე სუფრთა ახლა აქ, შენ იყო. წახვედი, გვეგონა, რო მიწაში ჩაგდეთ. ვერ წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ ახლა დგახარ და ყველაზე წმინდანად აცვენებ თავს. საქმე ისე გაიხადე, რომ სახელი შეგეცვალა და ცხოვრება თაგვის სოროდან ნოლიდნ დაგეწყო. სინდისი მაინც არ გაწუხებს? _ საკმარისია! ლიზა გაჩუმდი გთხოვ. რატომ დაგავწყდა, რომ იქ, შენ დამტოვე? ბინის გასაღები მომეცი და თან ერთი თვით მომეცი უფლება იმ სახლში მეცხოვრა. არცერთს გაგჩენიათ შეკითხვა რატომ? რატომ დავთანხმდი ამ... უბრალოდ ბინძურ ადამიანს თან გავყოლოდი. შემიყვარდა! ხო, დავბრმავდი ისე შემიყვარდა. იცოდე, რო ნებისმიერ რამეზე დავთანხმდებოდი მის გამო. შემდეგ კი, რაც მოხდა... უბრალოდ ამის გახსენება არ მინდა. ის, როგორც ცხოველი ისე მომექცა... მან... _ ბიჭო შენ რა ამ გოგოზე ძალა იხმარე? _ სულელია ბოდავს რაღაცას...
გაგრძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|