შევძლებ კი, საშობაო მარხვისათვის მოვაგროვო ნებისყოფა?! ვთქვა უარი ალკოჰოლზე, თამბაქოზე, გამჭვირვალე კოფთაზე, კაცის ალერსსა და ექვსი ძროხის ნაწველ ზაფხულის ყველზე, იმ ბომბონერზე, ხშირად ჭარბად რომ მივირთმევ. ბოლო ორი წელია, რაც ჩემს თეძოებს მკვეთრი ცვლილელები დაეტყო, არ ვიცი, ამას წონაში მატება დავარქვა თუ მეტად გამოკვეთილი სექსუალურობა, ფაქტია გიტარას დავემსგავსე, ზედ დაჭიმული ბასრი სიმებით. ამ გიტარაზე მხოლოდ ნიჭიერ კაცს შეუძლია დაამღეროს მოუდრეკელ ქალზე იავნანები, ქალზე, რომელიც ძალზედ აცდენილია კდემამოსილებას, ქალზე, რომელიც მარხვის ხსნილამდე, ყოველი სიზმრის ხილვის დროს, ძილად დაეცემა. რა აზრი აქვს ხატს ვემთხვიო ან ღვინოში დამბალი პურის ჩასანსვლის მოლოდინს. აჰა, და ეზიარე, შემდეგ? არ ნელდები, სულ ცხელა შენს წრეზე, ჭინჭარშიც რომ შეგფუთონ, მაინც აყროლდები. არადა ისეთი სრიალა და ცხიმოვანი ვარ, ფქვილთან რომ ჩამახარშოთ, უგემრიელესი ხავიწი შეგრჩებათ ყბებში. სანამ შევცივდები, სანამ მომინელებთ. ვფიქრობ, ამ აუტანელ ცხოვრებას რომ დავამთავრებ, წმინდა დედა ვიპოვო, რომელიც საიქიოს მიკაკუნებისას თავის ტვინს მასესხებს, ცოტახნით მაინც რომ ვიარო მორჩილად. ეს ბიბლია მამის თანაკლასელმა მისახსოვრა, სამჯერ გადავიკითხე, მეოთხედ რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, "არტისტულ ყვავილებსა" და "კვირის წირვებს" ავუყუდე გვერდით. ხანდახან თვალს ვუკრავ და ვეპუტუნები: "- დამაცადე, ამოვწურო ჩემი ცოდვები, იქნებ მეტად გაგიცნო ნაოჭების გაღვივებისას. ბოლოს კი ერთად ვიმსჯელოთ, ცეცხლზე დავიწვა თუ ბორბალზე დავტრიალდე." ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამოვეძერწე, მჯერა, ჩემს ნიჭს მეტად დააფასებდით. არ შეამჩნევდით მხოლოდ მრგვალ საჯდომსა და ძუძუებს. ჭურივით მომხდიდით თავს და ნამდვილ ჭეშმარიტებას ეზიარებოდით. აღარც კი მახსოვს, რომელმა მიწოდეთ პოეტი. გაჩუმდით, რა! მე ერთი თავქარიანი ქალი ვარ, მეტი არავინ. პოეტი ეს დიაბეტიანი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ჩემს თვალწინ ინსულინის ნემსი გაირჭო მუცელში. ვკითხე: "- გტკივათ რამე?" "- აბა რა გითხრაო, ამ დროს კაცს არაფერი არ გტკივა, მაგრამ მაინც ყველაფერი გტკივაო". იმდენად მწარედ ამეწვა კანი, მინდოდა სული დამელია მის ფეხებთან. ესეც ვერ გავბედე, ორმაგი ხურდა დავუყარე, ეს იყო იმ წამინდელი ჩემი არეული სიკეთე. უსირცხვილოდ ვაქციე ზურგი გაწურული ჩვარივით მივატოვე. მატარებელზე მაგვიანდებოდა. გზად მხარი გავკარი ოც წლამდე ლუდომანს, რომელიც ჩემზე უარესი თუ არა, არანაკლები იყო. გაღიზიანებულმა კარგადაც შემომაგინა და ასე დავშორდით ჩვენსავე დასაღუპი სივრცეებისაკენ მიმავალნი. წუთების შემდეგ აღარც დიაბეტიანი მძღოლი მახსოვდა, აღარც ლუდომანის გინება. ფოთლებით სავსე სკვერს ჩავურბინე, მეძუძურ დედას მივესალმე, ღიმილით ვანიშნე, რომ მეც დედა ვიყავი. ერთი, რაც ვინატრე, ის ჩვილი მინდოდა ვყოფილიყავი, რომელიც ჩაბღაუჭებოდა რძიან კერტს და ირგვლივ ტანჯვების აზრზე არ იყო. სხავილით მხოლოდ სიცოცხლის არსებობას მახსენებდა. არადა უკვე ფიქრიც დაგვიანებული იყო. ჩემს თავზე დავიბოღმე, რატომ აგვიანებს ყველაფერი შენთან, თავო?! ნუთუ არ შეგიყვარეს ისე, როგორც დაიმსახურე, ნუთუ არ შეეძლოთ ადრე მოსვლა?! შევძლებ კი გამოვძვრე სიზმრიდან ისე, რომ ძილად არ დავეცე, შევძლებ კი?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. არაჩვეულებრივი სატირაა, ირონიის ზუსტი დოზირების ელემენტებით, გამორჩეული მხატვრულობით და მხოლოდ თქვენეული გადმოცემის მანერით. კიდევ ერთი მკითხველი და შემოქმედების თაყვანისმცემელი შეიძინეთ. ბევრი ვერაფერი ფასეული შენაძენია ჩემი სახით, მაგრამ მაინც... :) წარმატებები არაჩვეულებრივი სატირაა, ირონიის ზუსტი დოზირების ელემენტებით, გამორჩეული მხატვრულობით და მხოლოდ თქვენეული გადმოცემის მანერით. კიდევ ერთი მკითხველი და შემოქმედების თაყვანისმცემელი შეიძინეთ. ბევრი ვერაფერი ფასეული შენაძენია ჩემი სახით, მაგრამ მაინც... :) წარმატებები
17. შევძლებ კი?!- მარადიული კითხვა.
ყველაფერსაც შევძლებთ,მაშ!❤ შევძლებ კი?!- მარადიული კითხვა.
ყველაფერსაც შევძლებთ,მაშ!❤
16. მომწონს მე 5
კარგად წერ ირინა
დანარჩენი ყველაფერი მიწიერია და მეორადი ეგ შენც იცი
დარწმუნებული ვარ
მომწონს მე 5
კარგად წერ ირინა
დანარჩენი ყველაფერი მიწიერია და მეორადი ეგ შენც იცი
დარწმუნებული ვარ
15. მადლობა ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამომძერწა და არ მომცა დიდი საჯდომი და დიდი ძუძუები,)) მადლობა ღმერთს, რომ ვერც ვერავინ მომხდის ჭურივით თავს. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ლექსები ყველას არ მოსწონს და უმეტესობა ჩემს უნიჭოობას მიაწერს. და ბოლოს მადლობა თქვენ, რომ შემახსენეთ, რამდენად მადლიერი ვარ ღმერთის.) მადლობა ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამომძერწა და არ მომცა დიდი საჯდომი და დიდი ძუძუები,)) მადლობა ღმერთს, რომ ვერც ვერავინ მომხდის ჭურივით თავს. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ლექსები ყველას არ მოსწონს და უმეტესობა ჩემს უნიჭოობას მიაწერს. და ბოლოს მადლობა თქვენ, რომ შემახსენეთ, რამდენად მადლიერი ვარ ღმერთის.)
14. არა ახლა, რაც მართალია მართალია, თქვნმა დღევანდელმა კომენტარმა დამაინტრიგა და შემოვედი. მე ცერაფერს გამართულობა ტექნიკურ ტეხნიკურ საკითხებზე იმიტომ რომ აზრზე არ ვარ, მხოლოდ ემოციებზე ვიაუბრებ, სრულიად დაცლილებზე ობიექტურობისგან. პირველი, სანამ დავიწყებ ამ ემოციებზე ლაპარაკს მინდა ვთქვა რომ არ მომწონს და არ მიზიდავს მოზრდილ მკერდიანი და მრგვალთეძოიანი ქალები, აიი საერთოდ გრამით არა, ასე რომ აწი თუ სადმე ჩემს კომენტარს წააწყდებით თქვენს ნაწერზე იცოდეთ რომ. ჭურის მოხდის მცდელობაა და არც გიყურებთ. კითხვა მიჩნდება ამასთან, ესეც სუბიექტური, თუ გინდოდათ რომ თქვენი გარეგნობისგან დაცლილი შეფასებები მიგეღოთ, რატომ. დებდით თქვენს სურათს და რატომ იწერდით ნამდვილ სახელს და გვარს ექაუნტზე? ამ ყველაფრის მერე ეს ემოცია ჩემთვის გაუფასურდა, ვეღარ მოვიდა, მეუცხოა და მეარაბუნებრივა, ვიმეორებ სუბიექტურს ვამბობ, არაფერს გიმტკიცებთ. და ისე თუ მხოლოდ ისეთი კაცები შეგხდვნენ ცხოვრებაში რომლებიც მხოლოდ გარეგნობაზე გაკვირდებოდნენ ვგონებ ძალიან არ გაგმართლებიათ, რავიცი ნიჭიერ კაცებს შეუჴლიათ დამღერებაო. ამ. გიტარისო, ისევ სუბიექტურ გამოცდილებას თუ გავყვები ნიჭიერ კსცებს, ვისაც მე ვიცნობ იმათ ყოველშემთხვევაში, ქალის მხოლოდ გარეგნობა აინტერესებს თქო ვერ ვიტყოდი, უფრო მეტიც, სრულიად საპირისპიროს თქმა. შემიძლია, აქაც გაიყო ჩემი აზრები და ვერ მივხვდი, ემოციას, ისევ მეუცხოა. კიდე ერთი მომხვდს თვალში, გადავიკითხე, ჩემი აზრით წიგნს გადაკითხვით, უბრალოდ გადაკითხვით თუ უგებთ ის წიგნი წიგნად არ ვარგებულა. და მეც თავად ლუდომანიით შეპყრობილი 20 წლის ბიჭი ვარ და ისე გამოთიშული ვიყავი ხოლმე ამის გამო ყველაფრისგან ნამდვილად არა მგონია შემემჩნია ვინმეს მხარის გაკვრა, და ზოგადადც ბევრ ლუდომანს ვიცნობ ჩემს. ხელებს, არამგონია. ვინმემ იქიდან ქალს შეაგინოს მხარის გაკვრის გამო, ესეც ვერ აღვიქვი. აუუი, ექვსი ძროხის ნაწველ ყველზე ნერწყვი მომადგა, ეგაა მარხვების მტერი, მაგის გარეშე შემწვარი კარტოფილის ჭამა უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე მარხვის დარღვევა :))) ბავშვობა მეც მინდა ხოლმე სულ სულ, მაგრამ მგონი სისუსტის გამო, ვერ გაძლებისა, დანებებისა დს პასუხისმგებლობის ვერ ტვირთვის გამო, არ ვიცი რამდენად კარგია, ნეტა კარგია რომ. მინდა? ყოველივე სუბიექტურია კიდევ ვიმეორებ. ფუჟერი უფრო მოვიდა ემოციირად ვინაიდან მეტი ადგილი იყო დატოვებული ფიქრისთბის, აქ რამოდენიმე მომენტი მომეწონა ძალიან მარა რაც მომეწონა იმაზე მნიშვნელოვნად რაც ვერ გავიგე იმის თქვა მივიჩნიე, ვინაიდან რაში გადარდებთ რა მომეწონა და მე ეას მომცემს რომ. ვთქვა, და რაც ვერ გავიგე რომ. გამაგებინოთ, შედარებით მეტს მომცემს, დავწერდი ამ ნაწერზე, კიდწ ერ[ი ამდენს მარა მეძინება. მარა საბოლოოჯამში ტყუილად არ შემოვყევი იმ. კომენტარს, თქვენ სხვა ლექსში. კითხუოობდით რას მაზლევს პოეზიაო, და რავი ამან მომცს რანცხები. წარმატებები :))) არა ახლა, რაც მართალია მართალია, თქვნმა დღევანდელმა კომენტარმა დამაინტრიგა და შემოვედი. მე ცერაფერს გამართულობა ტექნიკურ ტეხნიკურ საკითხებზე იმიტომ რომ აზრზე არ ვარ, მხოლოდ ემოციებზე ვიაუბრებ, სრულიად დაცლილებზე ობიექტურობისგან. პირველი, სანამ დავიწყებ ამ ემოციებზე ლაპარაკს მინდა ვთქვა რომ არ მომწონს და არ მიზიდავს მოზრდილ მკერდიანი და მრგვალთეძოიანი ქალები, აიი საერთოდ გრამით არა, ასე რომ აწი თუ სადმე ჩემს კომენტარს წააწყდებით თქვენს ნაწერზე იცოდეთ რომ. ჭურის მოხდის მცდელობაა და არც გიყურებთ. კითხვა მიჩნდება ამასთან, ესეც სუბიექტური, თუ გინდოდათ რომ თქვენი გარეგნობისგან დაცლილი შეფასებები მიგეღოთ, რატომ. დებდით თქვენს სურათს და რატომ იწერდით ნამდვილ სახელს და გვარს ექაუნტზე? ამ ყველაფრის მერე ეს ემოცია ჩემთვის გაუფასურდა, ვეღარ მოვიდა, მეუცხოა და მეარაბუნებრივა, ვიმეორებ სუბიექტურს ვამბობ, არაფერს გიმტკიცებთ. და ისე თუ მხოლოდ ისეთი კაცები შეგხდვნენ ცხოვრებაში რომლებიც მხოლოდ გარეგნობაზე გაკვირდებოდნენ ვგონებ ძალიან არ გაგმართლებიათ, რავიცი ნიჭიერ კაცებს შეუჴლიათ დამღერებაო. ამ. გიტარისო, ისევ სუბიექტურ გამოცდილებას თუ გავყვები ნიჭიერ კსცებს, ვისაც მე ვიცნობ იმათ ყოველშემთხვევაში, ქალის მხოლოდ გარეგნობა აინტერესებს თქო ვერ ვიტყოდი, უფრო მეტიც, სრულიად საპირისპიროს თქმა. შემიძლია, აქაც გაიყო ჩემი აზრები და ვერ მივხვდი, ემოციას, ისევ მეუცხოა. კიდე ერთი მომხვდს თვალში, გადავიკითხე, ჩემი აზრით წიგნს გადაკითხვით, უბრალოდ გადაკითხვით თუ უგებთ ის წიგნი წიგნად არ ვარგებულა. და მეც თავად ლუდომანიით შეპყრობილი 20 წლის ბიჭი ვარ და ისე გამოთიშული ვიყავი ხოლმე ამის გამო ყველაფრისგან ნამდვილად არა მგონია შემემჩნია ვინმეს მხარის გაკვრა, და ზოგადადც ბევრ ლუდომანს ვიცნობ ჩემს. ხელებს, არამგონია. ვინმემ იქიდან ქალს შეაგინოს მხარის გაკვრის გამო, ესეც ვერ აღვიქვი. აუუი, ექვსი ძროხის ნაწველ ყველზე ნერწყვი მომადგა, ეგაა მარხვების მტერი, მაგის გარეშე შემწვარი კარტოფილის ჭამა უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე მარხვის დარღვევა :))) ბავშვობა მეც მინდა ხოლმე სულ სულ, მაგრამ მგონი სისუსტის გამო, ვერ გაძლებისა, დანებებისა დს პასუხისმგებლობის ვერ ტვირთვის გამო, არ ვიცი რამდენად კარგია, ნეტა კარგია რომ. მინდა? ყოველივე სუბიექტურია კიდევ ვიმეორებ. ფუჟერი უფრო მოვიდა ემოციირად ვინაიდან მეტი ადგილი იყო დატოვებული ფიქრისთბის, აქ რამოდენიმე მომენტი მომეწონა ძალიან მარა რაც მომეწონა იმაზე მნიშვნელოვნად რაც ვერ გავიგე იმის თქვა მივიჩნიე, ვინაიდან რაში გადარდებთ რა მომეწონა და მე ეას მომცემს რომ. ვთქვა, და რაც ვერ გავიგე რომ. გამაგებინოთ, შედარებით მეტს მომცემს, დავწერდი ამ ნაწერზე, კიდწ ერ[ი ამდენს მარა მეძინება. მარა საბოლოოჯამში ტყუილად არ შემოვყევი იმ. კომენტარს, თქვენ სხვა ლექსში. კითხუოობდით რას მაზლევს პოეზიაო, და რავი ამან მომცს რანცხები. წარმატებები :)))
13. დაბრო პაჟალავაწ :))) დაბრო პაჟალავაწ :)))
12. ალაგ ალაგ, ისე დალაგებულია ყველაფერი... ამდენ ჟანრიდან გაქცევას ვერ პატიობს თვალი, თან... ხშირად გვატყუებ პატივცემულო, იმ ემოციებზეც, რაც ბიჭებმა იციან, და იმ ემოციებზეც, რაც მხოლოდ გოგოებმა იცით! ალაგ ალაგ, ისე დალაგებულია ყველაფერი... ამდენ ჟანრიდან გაქცევას ვერ პატიობს თვალი, თან... ხშირად გვატყუებ პატივცემულო, იმ ემოციებზეც, რაც ბიჭებმა იციან, და იმ ემოციებზეც, რაც მხოლოდ გოგოებმა იცით!
11. ცოტა ტუტრუცანობად აღვიქვი, უკაცრავად ავტორთან.
ცოტა ტუტრუცანობად აღვიქვი, უკაცრავად ავტორთან.
10. საინტერესო ვერლიბრია... 5 და წარმატებები... საინტერესო ვერლიბრია... 5 და წარმატებები...
9. თქვენც ნუ გამიწყრებით ქ.ნინო და მე თქვენი ბევრი ობიექტური შეფასება მახსოვს, ჩემს თავზეც გამომიცდია და ამ გადასახედიდან მადლობელიც კი ვარ. იქნებ ახლაც ასე სჯობდეს შევინარჩუნოთ ობიექტურობა რომ გაიზარდონ ავტორები, თორემ დონეებით თუ მივუდგებით მეეჭვება ეგ გამოუვიდეთ და ალბათ დაიჯერებენ კიდეც რომ უნაკლონი არიან, თუ უკვე არ დაიჯერეს )). აქვე, არ მჩვევია პოლემიკაში შესვლა, მით უფრო სხვის კომენტარებში, რის გამოც ბოდიშს ვიხდი და დაგემშვიდობებით. კეთილი სურვილებით... თქვენც ნუ გამიწყრებით ქ.ნინო და მე თქვენი ბევრი ობიექტური შეფასება მახსოვს, ჩემს თავზეც გამომიცდია და ამ გადასახედიდან მადლობელიც კი ვარ. იქნებ ახლაც ასე სჯობდეს შევინარჩუნოთ ობიექტურობა რომ გაიზარდონ ავტორები, თორემ დონეებით თუ მივუდგებით მეეჭვება ეგ გამოუვიდეთ და ალბათ დაიჯერებენ კიდეც რომ უნაკლონი არიან, თუ უკვე არ დაიჯერეს )). აქვე, არ მჩვევია პოლემიკაში შესვლა, მით უფრო სხვის კომენტარებში, რის გამოც ბოდიშს ვიხდი და დაგემშვიდობებით. კეთილი სურვილებით...
8. ნუ გამიწყრებით, ჰანა, მე თქვენს საწყენად არ მითქვამს და ეტყობა, ასე გამომივიდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. არ არის საიტი ამ ბოლო დროს განებივრებული ასეთი კარგი ლექსებით, საერთო დონეზე ნამდვილად მაღლა დგას, თორემ ათვლის წერტილად ჩვენი ძველი საიტელების, უკვე ცნობილი პოეტების შემოქმედება რომ ამეღო, იქნებ უფრო უშეღავათოდ შემეფასებინა. ნუ გამიწყრებით, ჰანა, მე თქვენს საწყენად არ მითქვამს და ეტყობა, ასე გამომივიდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. არ არის საიტი ამ ბოლო დროს განებივრებული ასეთი კარგი ლექსებით, საერთო დონეზე ნამდვილად მაღლა დგას, თორემ ათვლის წერტილად ჩვენი ძველი საიტელების, უკვე ცნობილი პოეტების შემოქმედება რომ ამეღო, იქნებ უფრო უშეღავათოდ შემეფასებინა.
7. თქვენ თუ პოეტური ლოგიკა დაინახეთ სადმე, არ ნიშნავს რომ მე საერთოდ ლიგიკა დავინახე, თანაც, მე აქ არც ქალის სილამაზე დამიყენებია სადმე კითხვის ნუშნის ქვეშ და არც მისი წინააღმდეგობებით სავსე სამყარი. ლექსზე რისი თქმაც მინდოდა ვთქვი უკვე, გმადლობთ რჩევისთვის თქვენ თუ პოეტური ლოგიკა დაინახეთ სადმე, არ ნიშნავს რომ მე საერთოდ ლიგიკა დავინახე, თანაც, მე აქ არც ქალის სილამაზე დამიყენებია სადმე კითხვის ნუშნის ქვეშ და არც მისი წინააღმდეგობებით სავსე სამყარი. ლექსზე რისი თქმაც მინდოდა ვთქვი უკვე, გმადლობთ რჩევისთვის
6. ჰანა, ამ ლექსს ნამდვილად აქვს პოეტური ლოგიკა, რომელიც არც ყოფით და არც სამეცნიერო ლოგიკა მდე არ დაიყვანება. გადმოცემულია თანამედროვე ლამაზი პოეტი ქალის წინააღმდეგობრიობებით სავსე, ცნობიერ-არაცნობიერი სამყარო. იქნებ კიდევ ერთხელ წაგეკითხათ ჰანა, ამ ლექსს ნამდვილად აქვს პოეტური ლოგიკა, რომელიც არც ყოფით და არც სამეცნიერო ლოგიკა მდე არ დაიყვანება. გადმოცემულია თანამედროვე ლამაზი პოეტი ქალის წინააღმდეგობრიობებით სავსე, ცნობიერ-არაცნობიერი სამყარო. იქნებ კიდევ ერთხელ წაგეკითხათ
5. ნუ, ირინასგან მიჩვეული ვარ ასეთ რაღაცეებს. ყოჩაღი გოგოა! +5 ნუ, ირინასგან მიჩვეული ვარ ასეთ რაღაცეებს. ყოჩაღი გოგოა! +5
3. წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო სათაური რომ წავიკითხე, მაგრამ ასეთ არეულობას ყველგან ვერ ნახავ :) იცით, რომ ვკითხულობდი ვეძებდი რაიმე ისეთი მეპოვა, რაც ამ თემატიკის ლექსს ბანალურობისგან და ასგზის ნათქვამისგან რამით გამოარჩევდა, მაგრამ : თამბაქო, ალკოჰოლი, თეძო, გიტარა დაჭიმული სიმებით და მასზე დამღერება, ძუძუ და სექსუალურობა და ა.შ. აღარ გავიარეთ? ან თუ ვერ გავიარეთ რა საჭიროა ასე დავამგვანოთ ყველა ნათქვამი ერთმანეთს?
"რა აზრი აქვს ხატს ვემთხვიო ან ღვინოში დამბალი პურის ჩასანსვლის მოლოდინს." - აქ ვერ მივხვდი, ანუ პურის ჩასანსვ,ის მოლოდინს უნდა ემთხვიოს ავტორი თუ მე ვერ აღვიქვი?
"ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამოვეძერწე, მჯერა, ჩემს ნიჭს მეტად დააფასებდით. არ შეამჩნევდით მხოლოდ მრგვალ საჯდომსა და ძუძუებს. ჭურივით მომხდიდით თავს და ნამდვილ ჭეშმარიტებას ეზიარებოდით. აღარც კი მახსოვს, რომელმა მიწოდეთ პოეტი. გაჩუმდით, რა! მე ერთი თავქარიანი ქალი ვარ, მეტი არავინ." - აქ ვერ გავიგე, ამ მონაკვეთში ავტორი თავისივე თავს ეწინააღმდეგება აზრობრივად, ჯერ ამბობს რომ მხოლოდ მის სხეულს აფასებენ, მერე კი აღნიშნავს რომ პოეტი უწოდეს და აქეთ ეწინააღმდეგება წოდებას ))
სხვა შემოტანილ პასაჯებს რაც შეეხება საერთოდ ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ ვიღაცამ "ჩაუდო" ავტორს ლექსში.
მოკლედ, როგორც დასაწყისში ვთქვი, დიდი არეულობა დამიტოვა ე.წ. "ლექსმა", მგონი ჯერ მაჭარია და თუხთუხის რეჟიმშია. წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო სათაური რომ წავიკითხე, მაგრამ ასეთ არეულობას ყველგან ვერ ნახავ :) იცით, რომ ვკითხულობდი ვეძებდი რაიმე ისეთი მეპოვა, რაც ამ თემატიკის ლექსს ბანალურობისგან და ასგზის ნათქვამისგან რამით გამოარჩევდა, მაგრამ : თამბაქო, ალკოჰოლი, თეძო, გიტარა დაჭიმული სიმებით და მასზე დამღერება, ძუძუ და სექსუალურობა და ა.შ. აღარ გავიარეთ? ან თუ ვერ გავიარეთ რა საჭიროა ასე დავამგვანოთ ყველა ნათქვამი ერთმანეთს?
"რა აზრი აქვს ხატს ვემთხვიო ან ღვინოში დამბალი პურის ჩასანსვლის მოლოდინს." - აქ ვერ მივხვდი, ანუ პურის ჩასანსვ,ის მოლოდინს უნდა ემთხვიოს ავტორი თუ მე ვერ აღვიქვი?
"ღმერთს რომ ლამაზ ქალად არ გამოვეძერწე, მჯერა, ჩემს ნიჭს მეტად დააფასებდით. არ შეამჩნევდით მხოლოდ მრგვალ საჯდომსა და ძუძუებს. ჭურივით მომხდიდით თავს და ნამდვილ ჭეშმარიტებას ეზიარებოდით. აღარც კი მახსოვს, რომელმა მიწოდეთ პოეტი. გაჩუმდით, რა! მე ერთი თავქარიანი ქალი ვარ, მეტი არავინ." - აქ ვერ გავიგე, ამ მონაკვეთში ავტორი თავისივე თავს ეწინააღმდეგება აზრობრივად, ჯერ ამბობს რომ მხოლოდ მის სხეულს აფასებენ, მერე კი აღნიშნავს რომ პოეტი უწოდეს და აქეთ ეწინააღმდეგება წოდებას ))
სხვა შემოტანილ პასაჯებს რაც შეეხება საერთოდ ისეთი შეგრძნება დამიტოვა, რომ ვიღაცამ "ჩაუდო" ავტორს ლექსში.
მოკლედ, როგორც დასაწყისში ვთქვი, დიდი არეულობა დამიტოვა ე.წ. "ლექსმა", მგონი ჯერ მაჭარია და თუხთუხის რეჟიმშია.
2. წამიკითხავს ირინა ტაბაღუას ლექსები.
აქვს გამორჩეული ხელწერა, ლამაზქალობის იქეთაც :)
წამიკითხავს ირინა ტაბაღუას ლექსები.
აქვს გამორჩეული ხელწერა, ლამაზქალობის იქეთაც :)
1. სახელით, გვარით, ავატარით, სითამამით, ყოველ მხრივ მშვენიერია. კეთილი იყოს!
სახელით, გვარით, ავატარით, სითამამით, ყოველ მხრივ მშვენიერია. კეთილი იყოს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|