 | ავტორი: დევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 ნოემბერი, 2019 |
...სერზე გამოჩნდა ვიღაცა, ამოიზმუვლა კამბეჩმა, საკუთარ გზაზე მიმავალს, კაცს, მისი მოთქმა ჩაესმა.
დაიხსნა მავთულისაგან, ლაფს ამოგლიჯა ნალები, ჩეროში გადაათრია კამბეჩი განაწვალები...
დატოვა, - იქნებ გადარჩე, პატრონი გეძებს ეგება, ვერ წაგიყვან, არ მჭირდები, სხვისი მე არც შემერგება!
მზე ჩადიოდა ქედს იქით, საღამო ძალებს იკრებდა, ეგდო კამბეჩი ჩეროში, არაფერზე არ ფიქრობდა,
ფიქრი არ იცის კამბეჩმა, ბოღმა, თუ ჩაქირქილება, არც ღმერთი იცის პირუტყვმა, უდავოდ ღმერთის ქმნილებამ,
ხედავს შორდება მხსნელი და დღეც უპატრონოდ ღამდება, კაცი ძლივს მოსჩანს სერიდან, მანძილზე პატარავდება.
იმედი... შანსი... სიცოცხლე... განა კამბეჩი განიცდის? რაღაცა უცოტავდება, ის, რაც კამბეჩმა არ იცის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ალბათ, ტექსტის მიღმაც ამოვიკითხე ავტორის – თქვენი – სურვილი დაგეწერათ კამბეჩი. :)))
ალბათ, ტექსტის მიღმაც ამოვიკითხე ავტორის – თქვენი – სურვილი დაგეწერათ კამბეჩი. :)))
4. ვაჰ, მზია, მეც სულ კამბეჩი მადგა ენაზე და ადვილად დაგყევით. მაგრამ საინტერესოა თქვენ რატომ გაგიჩნდათ ასეთი სურვილი, თუ იდეა :) ვაჰ, მზია, მეც სულ კამბეჩი მადგა ენაზე და ადვილად დაგყევით. მაგრამ საინტერესოა თქვენ რატომ გაგიჩნდათ ასეთი სურვილი, თუ იდეა :)
3. კარგი იგავია, არაკი. ბოლო სტროფი ძალიან მომეწონა. ცალკეც შეუძლია არსებობა. კარგი იქნებოდა „კამბეჩიადა“ გეწოდებინათ და კამეჩის ნაცვლად ყველგან „კამბეჩი“ ყოფილიყო, უფრო ძლიერ შთამბეჭდილებას მოახდენდა.
კარგი იგავია, არაკი. ბოლო სტროფი ძალიან მომეწონა. ცალკეც შეუძლია არსებობა. კარგი იქნებოდა „კამბეჩიადა“ გეწოდებინათ და კამეჩის ნაცვლად ყველგან „კამბეჩი“ ყოფილიყო, უფრო ძლიერ შთამბეჭდილებას მოახდენდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|