ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2019


თეთრი ფურცლები

აი, მაგიდა  ,
აი, თოვლი ,
აი, არაყი,
აი,ტყვიები -
თავს საომრად  ვაიარაღებ !
მე  რას მომწევდი შენი  ნახვით ,
ან არ დანახვით ?
გზასაც მოვნახავ ,
შენ თუ  არა  ,
თოვლი მანახებს .
უსტვენს ქარის ხმით თებერვალი  ყურში-
წამლეკა!
თეთრი  ფურცლები თავსაყრელად არის,
ასე რომ...
ერთი კვირაა თოვლის  სახით კიდევ ნალექი
ჩვენს ეზოებში,
ხოლო სულში?
რა მოგახსენოთ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები