ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2019


  ჩამოტვირთვა

Pink Floyd - wish you were here

შენთვის ერთია სასუფეველი და სატანჯველი,
ცის კამარაზე გელანდებიან წვიმის ღრუბლები,
მწვანე მდელოდან რკინიგზის სუსხის ამბორს მიჰყვები,
ვიცი პირბადის მიღმა იღიმი და მემალები.
გეწვივნენ შენი მოლანდებები შუამავლებად?
მათ შეგირაცხეს შენი გმირები არარაობად?
შენ მიერ დარგულ ხეებს მათ გამო მოედო ცეცხლი?
სითბოთი სავსე ნიავი ქარბუქს მათ გამო ეტრფის?
მათთან ყოფნისას მოუსვენრობაც მყუდროა ალბათ,
და გირჩევნია ომში სიკვდილი დილეგში ჩასვლას?
როგორ მსურს იცი, როგორ მსურს იცი, რომ ვიყოთ ერთად,
ორი თევზივით აწრიალებულ აჩრდილებს ვგავართ,
დავეხეტებით ძველ ბილიკებზე ისევ თავნებად,
მსურს ჩემთან იყო და პირველყოფილ შიშებს დავეხსნათ.

                                                                                           
                                                                                                   

WISH YOU WERE HERE

So, so you think you can tell
Heaven from hell,
Blue skies from pain,
Can you tell a green field
From a cold steel rail?
A smile from a veil?
Do you think you can tell?
And did they get you to trade
Your heroes for ghosts?
Hot ashes for trees?
Hot air for a cool breeze?
Cold comfort for change?
Did you exchange
A walk on part in the war
For a lead role in a cage?
How I wish, how I wish you were here.
We're just two lost souls
Swimming in a fish bowl,
Year after year,
Running over the same old ground.
what have we found?
The same old fears.
Wish you were here.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები