ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2019


***

მენატრები,
შენ დამზრდელო დარდებისა,
ტკივილად გადამქცეველო სიშორის.
უშენობას სად გავუშვებ?
განვდევნი სად?
ვერ დავტოვებ, ვერაფრით მოვიშორებ.

მენატრები,
გეძებ ფიქრით,
ცრემლით,
ოფლით.
არც ის ვიცი, შენ კიდევ თუ მომელი.
მეძებარი შვებისა და შენთან ყოფნის,
ვარ შფოთის და ფორიაქის მპოვნელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები