ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: საბავშვო
12 თებერვალი, 2009


შემთხვევა

  დასვენება იყო. ფანჯარასთან ვიდექი და მოთამაშე ბავშვებს ვუყურებდი. ხმაური იყო, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა. ჩემი თავი გამახსენდა მათ ასაკში.
  - მარი, გახსოვს? ჩვენ რომ  ამხელები ვიყავით...
  - აბა, როგორ ვთამაშობდით ხოლმე.
  - როგორ მიხაროდა, როცა ვერ მიჭერდნენ ან ისეთ ადგილას ვიმალებოდი, რომ დიდხანს მეძებდნენ.
  - მე სწრაფად დავრბოდი ხოლმე.
  - ერთხელ ეზოში წავიქეცი, ვეჯიბრებოდით სირბილში და ფეხი ამისრიალდა, ეხლა რომ მახსენდება, მეცინება, მაშინ კი რამდენი ვიტირე. იცი, ზოგჯერ მინდა რომ ერთი წუთით ისევ პატარა, სუსტი ბავშვი ვიყო.
    ჩვენს წინ ერთ ბიჭს პარკი გაუსკდა, რომელშიც ბატუბუტი ეყარა. ყველამ სიცილი დააყარა, დარბოდნენ და დაყრილ ბატიბუტს ფეხით თელავდნენ.
  ძალიან შემეცოდა, მივედი და მივეფერე.
  - პატარავ, რა გატირებს? განა უბრალო ბატიბუტისთვის ტირილი ღირს?
  - მეტს ვერ ვიყიდი...
  - მოდი, თუ გინდა მე მოგცემ ფულს, წადი და ისევ იყიდე, ოღონდ დაწყნარდი, გთხოვ პატარავ!
    დავაწყნარე და ისე გავუშვი. მერე მარის მოვუბრუნდი.
  - რა საყვარელი იყო, არა?
  - ხო...მაგრამ სულელიც.
    - მერე რა, ჩვენც ხომ ეგეთები ვიყავით? ჩვენი შვილებიც ასეთები იქნებიან.  შემეცოდა, ვერ მოვითმინე, რომ  არ მოვფერებოდი. არ გინდა ისევ პატარები ვიყოთ?
  თავი დამიქნია, მაგრამ არაფერი არ უთქვამს.
  უნდა, როგორ არ უნდა. პატარაობისას სულ დიდობაზე ვოცნებობთ, უკვე გაზრდილებს კი სულ ბავშვობა გვენატრება.
  კლასისკენ წავედი, შესვლამდე მოვტრიალდი, გვერდით კაბინეტს გავხედე და ამოვიოხრე.
  ნეტავ, იყიდა ბატიბუტი თუ ისევ ტირის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები