ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2019


ტატოს

გულს ზამთრისპირის დარდი მოედო,
როგორც ბინდბუნდი ტყეებს ნახანძრალს...
შენ უკვდავების გახდი, პოეტო,
თუმცა კი დღესაც ახალგაზრდა ხარ.

ვესათუთები მტკივან სტრიქონებს,
ბავშვობის წლებში რომ მაბრუნებენ...
საშველს ვერაფრით გამოიგონებ,
სულს სიმარტოვე თუ სდევს ბუნებით.

ზეცის ფერი აქვთ მელანს და მერანს,
თუ პოეზიის მადლი იწამე...
აქამდე უთქმელს ვიტყვი ან მე რას,
დაშვებული მაქვს მხრები მიწამდე.

და მაინც, მტკვრის პირს როცა ჩავუვლი,
თან დამდევს ფიქრი მარადისობის...
შენს შობას ახლავს დღესასწაული -
მიყვანებაა ტაძრად ღვთისმშობლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები