ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2019


(ჯავახაძისეული)

მინდოდა მაგ შენს მწვანე ფართობებს და წამწამების ფართო სახურავს
შევხიზნოდი და მეჯინიბა და მომევლო მათთვის და მემსახურა.
მაგ თვალებისფერ მდელოზე ვწევარ და ვეფერები ბალახს ნამიანს.
ვიცი ფიქრები ჩემგან წასულნი როდის და ვისთან, როგორ წავლიან.
გადაივლიან ერთი კიდედან, იმ, სხვა კიდემდე წასასვლელ ფერდებს.
(ნეტავ აქ მყავდე, მიგიხუტებდი სისხლით ავსებულ ჩემს მღვრიე მკერდზე,
მიგიხუტებდი და დავითვლიდი, მშვიდად, ასამდე შენს ლამაზ სუნთქვას)
როცა ჩემთან ხარ მე ვიმყოფები სხვა სამყაროში და ვხდები სულ სხვა.
ამაცალეს და სადღაც წაიღეს მარტო მყოფობის დღეებმა სხივი,
სხივი ხალისის, ბედნიერების და ჩამომკიდეს ყელს დარდის მძივი.
სადღა გეძიო ან სად გიპოვო, ეს გაძლებაა გაუსაძლისი.
ჩემს სცოვრებაში ხომ შენ იყავი სულში იმ ლამაზ ფერთა საწყისი,
რომელთა გამოც სულს სიხარულის წამებმა სივრცე შეუკოწიწეს
და იმ სივრცეზე ჩვენ დავრბოდით და ტუჩებს ღიმილი შევუხორცსისხლეთ.
ახლა თვალებზე ჩამოკიდული მაქვს უშენობის ვითომ გაძლება.
ჩემმა სხეულმა, რამდენი ღამე უკვე ლოგინში რომ აღარ წვება
გამოიგონა გასაუბრება, თითქოს შენ ხარ და ისე ფურცელი
შენს თავს თამაშობს, მაგრამ ეს დარდი მაინც დარჩება ისევ უცვლელი,
მაგრამ შანსი მაქვს ჩემი გითხრა და ჩემზე გითხრა და გელაპარაკო,
შენთვის ვლექსო და შენთვის ვიმოთხრო, გიიგავო და გიაარაკო.
ყოველი ღამით მე შემიძლია ჩემი ერთი დღე წერით მოგითხრო
და შემიძლია ყველა შეკითხვა რომ დაგისვა და რომ შეგეკითხო,
უპასუხობა არ დამთრგუნავს და ცარიელ ოთახს არ ამომივსებს.
(ნეტავ თვალები ჩემი შენს სახესთუ დაინახავს კიდევ როდისმე)
მაგრამ სულს მაინც სიცარიელის რაღაც ნაწილი ამოევსება
და გულსაც ისე აღარ დაჩხვლეტს ეს სისხლის დიდი და ბასრი ნემსები,
აღარ დავიწყებ დილას ყურებით შენი ხელები თმას როგორ წნავენ,
როგორ მევსება გრძნობებით სული და სულს გრძნობები როგორ მიწვავენ,
როგორ გეცემა სახეზე სხივი და სხივებს ასე რომ ალამაზებ,
როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები ვერ მოგიყვები ისევ ამაზე.
ფანჯრის რაფაზე დალაგებული ჰყვავიან დღესაც ის ყვავილები,
რომ აგროვებდი, რომ უვლიდი და შენ სითბოს ასე უნაწილებდი.
შენი ბეჭედიც უშენოდ ასე, მიილია და დაცარიელდა
და ისიც ასე ჩემსავით მიდის არარსებობის დასალიერთან.
რაღა მოგითხრო შენზე როცა ვწერ, ფურცელით ისე დარდიანდება,
ფურცელსაც უნდა ხშირად გახსენო, მაგრამ მეც ხშირად მაგვიანდება,
მაგვიანდება როგორც ყოველთვის, როგორც ყველგან და როგორც ყველასთან.
(მე გავიარე ამ უშენობით, დარდის გზებიდან თითქმის ყველა გზა)
მეცოტავება ეს ფიქრები და შენ კიდევ უფრო მეცოტავები,
ჩვენ ხომ არასდროს არ ვამბობდით, რომ თარსი რიცხვია თითქოს ცამეტი,
დღეს ცამეტია და კიდევ ცამესტ თვეს და წელსაც კი გადავამეტებ
შენზე ფიქრში და შენზე წერაში მივილევი და გადავილევი,
ან შეიძლება ისეც კი მოხდეს რომ შევიშალო. გადავირევი,
მაგრამ ცა მაინც გააღვიძებს და აატივტივებს დღეთა მრავლობას,
შენთან მინდოდა შვილი მყოლოდა და ჩვენ გვყოლოდა შთამომავლობა.
ეჰ, დღეს სულ სხვაა ჩემი ნება და ჩემი არსების დიდი სურვილი
ოღონდ გნახო და ოღონდ მოიკლას ჩემმა თვალებმა ნახვის წყურვილი.
არადა, მე ხომ მხოლოდ მინდოდა მწვანე ფართობებს და მათ სახურავს
შევხიზნოდი და მეჯინიბა და მომევლო მათთვის და მემსახურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები