 | ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 6 დეკემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მეცხრე დღეიდან შემიძლია ასეთს გიყურო სიყვარულის ისტორია? ამაზე ხშირად გვისაუბრია. საშინელებაა იმ წარსულის გახსენება, სადაც სახის ნაწილი დავკარგე. განსაკუთრებით მადლობელი ვარ მათი, ვინც დამეხმარა, რომ აქამდე მოვსულიყავი. მშობლების, მეგობრების დამსახრებით მოვედით აქამდე. რთული იყო ცეცხლიდან თავი დამეღწია მაშინ, როცა მუცელში დაუსრულებელი ნაყოფი მყავდა. იმ დღის გახსენება ყოელთვის სევდას მგვრის და რამჯერაც ასე ხდება მოდის იოანე და სახიდან ცრემლს მწმენდს. ჩამოვჯდები და გამეღიმება. ვფიქრობ მერე რა... თუ ნახევარი სახე დაკარგული მაქვს და ისე ვეღარ ვხედავ, როგორც აქამდე. კარგად მახსოვს მანქანის კარის გაღება იქამდე მოვასწარი სანამ, ალი მანქანას დაქოქავდა. ხელი ჯერ ალის ვკარი და შემდეგ მე დიდი სისწრაფით შევეცადე იქაურობას გავცილებოდი. კვამლის და ბურუსის გარდა ვერაფერს ვხედავდი. სანამ ძალა შემწევდა ვყვიროდი. ,,ალის... ალის დაეხმარეთ მე კარგად ვარ.“ არადა ამ დროს სულაც არ ვიყავი კარგად. ვგრძნობდი, რომ სახის ერთი ნაწილი მიხურდა და მხედველობითაც კარგად ვერ ვხედავდი. ეს იყო ტკივილი, რომელიც არასდროს განმიცდია. გარკვეული პერიოდი ამ სურათს, სიზმრიდანაც ვერ ვშლიდი. ვიღვიძებდი ოფრში გაწურული. საკუთარ თავს იმით ვამშვიდებდი, რომ გაიარაა. ეს უკვე იყო. მას შემდეგ ვერ ვეკარები გასქურას, ღუმელს, ასანთის პატარა კვამლიც კი მზარავს. ცეცხლი გახდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება ამ სამყაროში არსებობობდეს. ბუნდოვნად მახსოვს საავადმყოფოც და ის, ხალხი, ვინც მაშინ ჩვენს გვერდით იყო. ერთი ვისი დანახვაც მოვახერხე იყო დედაჩემი. მას თითქმის ბოლომდე დამწვარი საპატარძლო კაბის ნაჭერი, ხელში ეჭირა და თავგამეტებით ჩემს სახელს ყვიროდა. დედა იწევდა ჩემსკენ, მაგრამ ამის საშუალებას ექიმები, არ აძლებდნენ. იმ დროს აღარ ვიცოდი რაზე უნდა მეფიქრა. ალიზე, ბავშვზე, დედაზე, მეგობრებზე თუ სახეზე, რომელიც ასე მეწვოდა. დიდი ბრძოლის შემდეგ, ძლიერი ტკივილების გამო დავკარგე გონება. არ ვიცი ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ გონს როცა მოვედი გარშემო სიმშვიდე იყო. სახის ერთი მხარე ახვეული მქონდა და ვერ დავთვლი კიდევ რამდენი რამ მქონდა შეერთებული. პირველი რაც ექიმმა მითხრა იყო ის, რომ ,,არ ინერვიულო ბავშვი კარგადაა“. ბავშვს სიცოცხლე უნდოდა, ამ ყველაფრის შემდეგ მას, მაინც უნდოდა ამ სამყაყაროში მოვლენილიყო. ,,შემი ქმარი რეამინაციაშია“. ეს იყო სიტყვბი, რომელიც ცაში მეხის გავარდნას ჰგავდა. პირველი ჩემი ნაბიჯები იყო ეტლით და მისამართი სადაც წავედი რეამინაცია. სიტყვებით ვერ აგიღწერთ რა დამემართა. სიცოხლით სავსე, ენერგიული, ოჯახზე და დაზე თავდადებული ალი უგონოდ, გაუნძრევლად იწვა. პირველი რაც გავაკეთე აკანკალებული ხელით, მის სახეს შევეხე. ის თბილი იყო, ისეთვე თბილი, როგორც მაშინ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდით. ჩვენ ცხოვრება გვიხაროდა. ჩვენ გვეგონა, რომ თუ იმ მანქანას დავქოქავდით, ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებდით, მაგრამ პირიქით მოხდა. ყველაფერი თავზე დაგვენგრა. შეუჩერებელი ცრემლით ალის ხმადაბლა ვუთხარი: ,, იცი ალი... ჩვენი შვილი კარგად არის. ის, ძლიერია, მან ეს გადალახა...“ აკანკალებული ხმით ამ სიტყვების თქმა მისთვის ძლისვს მოვახერხე. მალევე ექიმი შემოვიდა და მითრხრა, რომ ,, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ დიდ ხანს გაჩერება არ შეიძლება.“ მას შემდეგ გავიდა, ორი წელი და ოთხი თვე. ახლა იოანე არის წლის ხუთი თვის. იოანეს მოვლენასთან ერთად მეც თავიდან დავიბადე. ბავშვი, რომელიც დაბადებისთანავე გულზე დამიწვინეს ვთქვი: ,, ყველაფერის გადატანა ამად ღირდა.“ იოანე სამი კილო და ხუთასი გრამი დაიბადა. ერთი შეხედვით მამას ჰგავდა, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ ჯერ პატარაა, სახეს კიდევ ბევრჯერ შეიცვლისო, თუმცა აქამდე ისე მოვედით ზედ გამოჭრილი მამამისია. ძალიან აქტიური ბავშვია. პირველი სიტვა, რაც თქვა იყო მამა. ვერ გეტყვით, რომ არ გამიხარდა, მაგრამ დედა, რომ ეთქვა ეგ უფრო გამიხარდებოდა. გამუდმებით ბედნიერია. სულ სიცილის და თამაშის ხასიათზეა განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუმრად მისი ნათლია. მართალია საკმაოდ პატარაა, მაგრამ ბურთთან მიდრეკილება უკვე აქვს. ბურთი რამდენიც არ უნდა აჩუქონ ყოველ ჯერზე უხარია. წლები გადის, მაგრამ იარები არ იკურნება. ის, გამუდმებით ჩვენში რჩება. რამდენჯერაც არ უნდა ჩავიხედო სარკეში, იმდენჯერ მახსენდება ის, საშინელი დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არამარტო ცხოვრება სახეც. ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამ სახესთან შეგუება. თავიდან ამ ყველაფრის მეშინოდა. სახლში, რა სარკეც მქონდა ყველაფერი დავამტვრიე. ექიმები მამხნევებდნენ, რომ ყველაფერს ოპერაციის შედეგად მოგვარდებდნენ, მაგრამ ამაზე უარი მე ვთქვი. ერთადერთი, რაც მზარავდა იყო ბავშვი. შემეშინდა ამას ბავშვი როგორ შეეგუებოდა. იოანე ორი კვირისაც არ იყო, როდესაც შემომხედა და გამიღიმა. ბავშვმა ასეთი დედა გაიცნო და თვლის, რომ მხოლოდ მას ჰყავს განსაკუთრებული დედა. ძალიან ეგოისტი და ეჭვიანია, როცა მამას სანახავად მივდივარ კალთაზე მეკიდება და არ მიშვებს, მაგრამ საკმარისია ვუთხრა, რომ შენც მოდიხარ სიხარულით მთანხმდება. *** _ ლიზა ეს რა არის შვილო, წამლები კიდევ არ დაგილევია? _ კარგი რა დედა, კარგად ვარ. დამაშვიდებლები აღარ არის საჭირო. _ შვილო, ბავშვს ნერვიული დედა არ სჭირდება. აიღე დროზე და დალიე. _ დედა როდემდე უნდა იარო ყოველ დილით, ჩემს სახლში და როდემდე უნდა მაკონტროლო? _ იქამდე სანამ პირში სული მიდგას. _ სადილი უნდა მოვამზადო. მალე ნუცა სკოლიდან დაბრუნდენა. _ ჩამოჯექი რაღაც უნდა გითხრა. _ დედა ახლა თუ ისევ ოპერაციაზე საუბარს დამიწყებ წავალ. _ ნუცას საუზმეს მე მოვუმზადებ, იოანე გაიღვიძებს თუ არა ვაჭმევ. შენ კიდევ ამასობაში სალონში წახვალ და ცოტა თავს მოიწესრიგებ. _ კარგი რა დედა რადროს ეგ არის. _ 28 წლის ქალი ხარ. ახლა შენი ასაკს ოქროს ხანას დავარქმევდი. ერთ საათში ჩაწერილი ხარ მიდი მოემზადე და წადი. ნუ შემარხვენ იმ ხალხთან. _ სამსახურიდან ძლივს გამოვაღწიე. აბა, როგორ ხართ? _ ელენე არ მითხრა, რომ დედაჩემმა შენც დაგირეკა. _ არამარტო მას. მეც აქ ვარ და გვანცაც გზაშია მალე მოვა. _ მონიკა... დედა ეს უკვე საკმარისია. _ ჩვენ უკვე ყველაფერი დავგეგმეთ. ექიმს ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ ალის ცოტახანით გარეთ გამოყვანა შესაძლებელია. შენც ამასობაში მოწესრიგდები და ალისთან ერთად პაემანზე წახვალ. _ გაგიჟდით? რამე რომ დაემართოს? _ არაფერი არ დაემართება. ცოტას გაისეირნებთ და დავაბრუნებთ კლინიკაში. *** რთული იყო ჩემი დათანხმება, თუმცა სალონში მაინც წავედი. აქ, დედას მეგობარი მუშაობს. სახის კომპლექსის გამო დიდი ხანია სალონში არ ვყოფილვარ, თუმცა ძალიან თბილი გარემო დამხვდა. თმაც ისე დამივარცხნეს, რომ ნახევარი სახე დაიფარა. მაკიაჟიც ისეთი იყო, რომ ამდენი ხმის განმავლობაში ჩემი თავი პირველად მომეწონა. როცა საკუთარი თავის მოწესრიგება დავასრულე გოგოებისგან მივიღე შეტყობინება. ,, ალი უკვე აქ არის და შენ გელოდება“. ეს იყო, რესტორანი სადაც ალიმ პირველად ბრმა პაემანი დამინიშნა. აქ ყველაფერი ძველებურად იყო. ხალხი ისევ გასული თამაშებს განიხილავდა. მეგობრები, რომ არ მყოლოდა გვერდით არ ვიცი ალბათ ვერც გადავრჩებოდი. მაგიდაც, როგორ მოუწყვიათ. ვერანდაზე, განმარტოებით არის ჩვენი მაგიდა. მუსიკაც და ამინდიც სასიამოვნო იყო. პირველი, რისი დანახვაც მოვახეხე იყო ალი, რომელიც ზურგშეგცევით იჯდა. ზუსტად ის პერანგი ეცვა, რომელიც პირველად მე მივეცი იმ დღეს. ძნელია გადადგა ნაბიჯები წინ, როცა იცი, რომ საპასუხოდ არაფერს მიიღებ. რაც არ უნდა თქვა, ის, მაინც გაუნძრევად ჩუმად იჯდება. ვერც დამოუკიდებლივ შეჭამს. ესაც შენ უნდა გააკეთო. რამოდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ გავბედე და ალის მივუახლობდი. ეტლი შემოვაბრუნე თუ არა დავინახე, რომ მას ხელში წითელი ვარდები ეჭირა. ,, გოგოებო ვიცი, რომ ესაც თქვენი ნახელავია“. ხელი გავუწოდე მინოდა, რომ მისი კალთიდან თაიგული ამეღო, თუმცა პირველი ეს მან გააკეთა. ხო! რა საოცარიც არ უნდა იყოს ალიმ ერთი ხელი ამოძრავა და ისიც მე მომაწოდა თაიგული. მართალია ხელის გაშლა ბოლომდე ვერ მოახერხა, თუმცა ესაც სავსებით საკმარისი იყო. ,, მადლობა საყვარელო... ღმერთო არ მჯერა! შენ ეს შეძელი“. ბედნიერებისგან ვტირი და თან ემოცებს ვერ ვმალავ. ორი წლის შემდეგ დიდი ბრძოლის ნიადაგზე ალიმ ხელი, პირველად აამოძრავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე შესაძლებელია ლაპარაკიც დაიწყოს. ყველა კარგმა ფიქრებმა, ჩემში გაიღვიძა. მეგონა, რომ ახლა მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერი მოუყევი, რაც გამოტოვა. დაჟე ფეხბურთის თამაშებიც კი. მის გუნდზე, მის წარმატებებზე ვუამბე ბევრი. ,,იოანეს ეს უნდა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება“. მინდოდა ერთდროულად ყველაფერი მომესწრო, თუმცა ალის უკან დაბრუნების დრო იყო. მის წაყვანამდე ალის ტუჩის კუთხეში ვაკოცე და ვუთხარი: ,,ძალიან მალე იქიდან წამოგიყვან. დამელოდე კარგი?“ ის, კოცნა ისეთი თბილი იყო გამახსენდა ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა. ძალიან სწრაფად დავბრუნდი სახლში. ეს ამბავი პირველად დედას ვახარე. *** _ დედა არ იცი რა მოხდა. ალიმ ხელი ამოძრავა, ვარდები მომართვა დედა! წავალ ამ ამბებს ნუცას და იოანეს ვახარებ... _ შვილო ამოისუნთქე. გეხვეწები ბავშვებს ნუ გამიღვძებ ახლა ძლივს დავაძინე ერთმანეთის მიყოლებით. _ დედა მაპატიე... არც მიკითხავს დღემ როგორ ჩაიარა? _ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მე და ნუცამ ვიმეცადინეთ. იოანემ კი ამასობაში რამოდენიმე ფერიც ისწავლა. უკვე ისეთი აქტიურია წიგმნები, უნდა რო სულ ხელსი ეჭიროს. მამამისი ალბათ შვილის წარმატებებს გრძნობს და უნდა, რომ რაც შეიძლება მალე წამოდგეს ფეხზე. _ დედა შენ იცოდი არა? _ როგორ არ ვიცოდი... გოგოებმა მითხრეს. მიკვირს პირი, როგორ გავაჩერე და აქამდე არ გითხარი. _ დედა დიდი ხანია ამის გაკეთება მინდა. მინდა ალი სახლში წამოვიყვანო და მკურნალობა სახლის პირობებში გააგრძელოს. _ კარგი აზრია შვილო, მაგრამ არ ფიქრობ რომ ბავშვებზე ეს ცუდად იმოქმედებს? _ ნუცა თავის ძმას აქ, რო დაინახავს უფრო ხალისი მიეცემა ისედაც ვერ ხედავ? საკუთარ თავში ჩაიკეტა. ალისაც იქნებ უშველოს ბავშებთან კონტაქტი და მდგომარეობიდან უფრო მალე გამოვიდეს. _ არ ვიცი შვილო, შენ როგორც ჩათვლი საჭირად ისე მოიქეცი. მე ნებისმიერ დროს შენს გვერდით ვიქნები. _ დედა არ ვიცი ამ სიკეთეს თუ ოდესმე გადაგიხდი. საკუთარი საქმე მიატოვე და აქ, ჩემთან ჩამოხვედი. არ გინდა უკან დაბრუნდე? ძიძა, გოგოები დამეხმარებიან. ალისაც ექანი მიხედავს. _ ბებიაზე კარგად ბავშვებს ვერანაირი ძიძა ვერ მიხედავს. შენ კიდევ თუ დედა მოგბეზრდა პირაპირ მითხარი რა გვერდიდან მივლი. _ დე, ამას შენთვის ვამბობ. შენი საქმე სულ დაივიწყე. თორე სულ აქ მყავდი მე მეტი არაფერი მინდა. _ საქმეს ეშველება. შენ ახლა წადი და ბავშვებს მიუწექი. ნუცაც ვერ ისვენებს, ძილში კვნესოდა ბავშვი. _ ისევ მამას ახსენებს? _ აბა რა იქნება. ბავშვს ჯერ ეგონა რო ძმა დაკარგა და მერე გაიგო, რო მამამისი მოკვდა. მის ასაკში ეს ყველაზე დიდი ტრამვა იყო. მაგას ეხლა შენს გარდა არავი ჰყავს და ბავშვიც მთლიანად შენზეა დამოკიდებული. _ ვიცი დედა, ვიცი და ვცდილობ არაფერი მოაკლდეს. *** ალის მამამ ტრაგედიის ამბავი გაიგო თუ არა ინფაქტით ადგილზევე გარდაიცვალა. ნუცა ამ დროს სახლში იყო. ბავშვს ეგონა, რომ უბრალოდ ეძინა და ზურასთან გავიდა. ,,მამამ დაიძინა... პრინცესას ზღაპარი არ წაუკითხა“. შეშინებულმა ზურამ უკვე იცოდა რაშიც იყო საქმე. სახლში სასწრაფოდ გავიდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის, უკვე გარდაცვლილი იყო. თავდაპირველად ნუცა ჯერ ელენასთან იყო. ჩემ მშობლებმა, ყველაფრის გაცნობიერება, როგორც კი მოახერხეს ნუცა დედამ წაიყვანა. გონზე მოსვლის, და მშობიარობის შემდეგ ნუცა ჩემთან ცხოვრობს. როგოც დედამ თქვა ბავშვი, მთლიანად ჩემეა დამოკიდებული. 6 წლისაა, მაგრამ ჩემს გარეშე დაძინება უჭირს. პირველად იოანე, როცა დავაწვინე ჩემს გვერდით იეჭვიანა და უაზროდ ტირილი დაიწყო. ახლა უკვე ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ პრინცესა ორივესია და შეუძლიათ ორივემ ერთად დაიძინოს ჩემთან. გრძელი და ძალიან სასიამოვნო ღამის შემდეგ დილა უფრო იმედიანი გათენდა. ნუცას ვასაუზმე და სკოლის ავტობუსამდე სანამ მივაცილებდი ვუთხარი. _ დღეს საღამოს შენთვის სუპრიზი მაქვს. _ ალი ბრუნდება? გუშინ გავიგონე თქვენი საუბარი. _ მოიცადე შენ რა არ გეძინა? _ შენ გელოდებოდი. _ არ გაგიხარდა? _ აზრი? ის, მაინც არ ისაუბრებს... *** მართალია ექვსი წლისაა, თუმცა როგორც ზრდასრული ისე მესაუბრება. უკვე აღარ კადრულობს კაბას თუ ბაბთა უკეთია. ამბობს: ,, მე უკვე დიდი ვარ და ეს მე არ შემეფერება“. წინა კვირას კლასელის დაბადების დღეზე იყო და ჩაცმაზე გვქონდა მთელი ამბები. საბოლოოდ მაინც ის, ჩაიცვა რაც მას უნდოდა. ახლაც ვერ შევამჩნიე, რომ ძმის სახლში დაბრუნება უხარია. კიდევ ვერ პატიობს, რომ მანქანაში მასთან ერთად არ ჩაჯდა. იმას, კი ვერ ხვდება, რომ ამით გადარჩა პირიქით ამბობს, რომ ამით მასზე უარი თქვა. ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ ორჯერ წამომყვა კლნიკაში, ისიც შორიდან აკვირდებოდა ძმას. *** _ ლიზა მიხარია, რომ მოხვედი. ჩამოჯექი, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. _ რა მოხდა, ალია ცუდაა? _ არა, პირიქით მისი მგომარეობა დღითიდღე უკეთესდება. არ ვიცი ეს, როგორ მოხდა, მაგრამ გუშინ ღამით ვიღაც იყო მის პალატაში. ეს მხოლოდ მაშინ, გავიგეთ, როცა ყვირილი მისი პალატიდან შემოგვესმა. _ ვინ იყო, მისი სახე, არ დაგინახავთ? _ ვერა, პალატაში რო შევედით უკვე გარბოდა. მხოლოდ ზურგით დავინახე. ეტყობოდა რომ ხანში შესული მამაკაცი იყო. _ დაცვა ამ დროს სად იყო? ფულს რაში ვუხდი?! _ ლიზა გვაპატიეთ. ეს ჩვენი შეცდომა იყო. გპირდებით ეს მეორედ აღარ განმეორდება. _ ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ, რადგან დღეიდან ალი სახლში მიმყავს. _ კი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ალის მდგომარეობა, ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი. _ ამას მე გადავწყვეტ არის თუ არა მისი მდგომარეობა დამაკმაოფილებელი. მიმყავს და ვსიო. მედდა შემირჩიეთ, ვინც ყურადღებას მიაქცევს. ახლა ძაან სექსუალურისც ნუ იქნება ჩემს ფონზე. _ წავალ გავარკვევ რა არის შესაძლებელი. _ ნებისმიერ თანხა გადავიხდი არ არის პროფლემა. _ შვილო აქ ფული არაა მთავარი. საქმე მის ჯამთელობას ეხება. _ სახლში დარწმუნებული ვარ კარგად იქნება. _ გაგიშვებთ მხოლოდ ერთი პირობით. კვირაში სამჯერ, რეაბილიტაციისთვის მომიყვანეთ პაცენტს. _ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ალი მალე ფეხზე წამოდგება. მე ამის მჯერა. *** შუადღის პირველი საათი იყო და ალი უკვე სახლში მყავდა. დღე, როცა ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. ვხედავდი იოანე მამას, როგორ უღიმოდა. დედაჩემს ჭოჭიალაში ჩაუსვამს და უკანასკნელი სისწრაფით, მთელი სახლის ოთახები შემოირბინა. მედდა 45 წლის ქალბატონია. იმდენი ვიწუწუნე მაინც ასაკოვანი ქალი ავარჩიე ბოლოს. მედდა ამბობდა ,,ძალიან ენერგიული ბავშვია. მალე ფეხსაც აიდგამს“. იოანე ახლა მამამისის ეტლს დაეჯახა შემომხედა და გამიღიმა. ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ ისიც მამამისის მსგავსად ეტლში ზის. ჯერ კიდევ პატარაა, თუმცა გრძნობს, რომ მამა ავადაა და ძალიან ნაზად ფეხზე ეფერება, თითქოს ასე, მის იარებს უყუჩებს. დედაჩემმაც ნახა საკუთარი თვალით, ალიმ როგორ აწია ერთი ხელი და ბავშვს თავზე დაადო. ,, ეს საოცარია... სასწაულია“. დედა ალის მიუახლოვდა და ხმადამლა უთხრა: ,,ალი დროულად დაბრუნდი, თორე ამ სამი ბავშვის ატანა უკვე შეუძებელი გახდა“. დედაჩემმა ამ სიტყვებით, თითქოს გული გადაუშალა ალის. ახლა ყველაზე მეტად ნუცას რექცია გვაინტერესებდა, თუმცა სკოლიდან, როგორც კი დაბრუნდა თავის ოთახში შევიდა და ჩაიკეტა. დაღამებამდე ჩემთან მონიკა და რატი მოვიდნენ. ისინი, ამბობენ, რომ ერთად კარგად არის, თუმცა დაოჯახებაზე არ ფიქრობენ. *** _ მომიყევი როგორ ხარ, როგორ ჩაიარა მოდის კვირეულმა? _ ლიზა ის, ყველაფერი უბრალოდ საოცარი იყო. ბოლოს ჩემი სახელი, რო გამოაცხადეს კანკალი დავიწყე და სულ გადამავიწყდა, რომ სცენაზე ახლა მე უნდა ავსულიყავი და ხალხისთვის, მადლობა უნდა გადამეხადა. _ ხო ლიზა, იქამდე არ ავიდა სანამ მე არ შევედი კულისებში და არ ვუთხარი: ,, სცენაზე ადი ყველა შენ გელოდება“. _ რატი სწორად მოგცეულხარ თორე ჩვენი დაბნეული გოგო, ამას ვერ მოიფიქრებდა. შემდეგ რა მოხდა? _ შემდეგ ის მოხდა, რომ ამერიკის ყველაზე ცნობილ სააგენტოსთან, ხერშეკრულება გავაფორმე. _ მოიცადე და უნდა წახვიდე? _ ხო ლიზა, მაგრამ ცოტახნით. _ სამი წლის. _ და სამი წელია ცოტა? რატი შენ მაინც უთხარი რამე. _ ლიზა, ახლა მონიკა ისეთი აჟიტირებულია აზრი არ აქვს ამისთვის რამის თქმას. _ შენ გვითხარი ალის, როგორ არის? _ დღეს უნდა გენახათ იოანეს და ალის შეხვედრა. ბავშვმა გადამიყვანა ჭკუიდან. ასეთი მგძნობიარე, როგორ არის. თითქოს ყველაფერი ესმის. _ ნუცა ისევ არ შეხვდა ძმას? _ არ მკითხოთ. დანახვაც არ უნდა, რაც მოვიდა ოთახშია. დედაჩემმა საჭმელი ძალით აჭამა. _ ლიზა იქნებ აჯობებს ბავშთა ფსიქოლოგს შევახვედროთ? _ მაგაზე კი ვიფიქრე, მაგრამ გაჩერდება? _ ფსიქოლოგები, ყველაზე კარგად უდგებიან ბავშვებს. აი, ნახე დაეხმარება. _ მე მაინც მგონია, რომ სანამ თვითონ არ მოისურვებს ძმას არ ნახავს. _ რატი ძვირფასო, ეგ მართალია მაგრამ სადამდე უნდა ველოდოთ? _ სადამდეც საჭირო იქნება. _ ნოდარზე მის ძმაზე არაფერიაა სიახლე? _ არა, ტრაგედიის შემდეგ თითქოს მიწამ ჩაყლაპა მათი არსებობა. _ დღედაღამე ამაზე ვფიქრობ. იქნებ ის, ყველაფერი მათი მოწყობილი იყო და შეტყობინებესაც ისინი აგზავნიდნენ. _ ლიზა თუ ღმერთი გწამს თავიდან ამოიგდე ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს შენც კარგად ხარ, ბავშვიც და ალიც ნელ-ნელა ფეხზე წამოდგება. _ ლიზა კიდევ ვინმეს ელოდები? _ არა და არ ვიცი, ასეთ დროს ვინ უნდა იყოს. _ ლიზა გამარჯობა. დღეს დავბრუნდი, კლინიკაში ვიყავი მაგრამ გავიგე, რომ უკვე სახლში წაგიყვანიათ. _ ზურა მიხარია შენი დაბრუნება. _ ვაა,თქვენც აქ ხართ? ხო დავბრუნდი, მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ წასვლას ვაპირებ. _ შენი მშობლები, შენი და, როგორ არიან? _ მადლობა მონიკა კარგად არიან. ჩემი ლომი საით არის? ხერცარიელი არ მოვსულვარ მისთვს საჩუქარი მოვიტანე. _ მისი ოთახი, პირდაპირ და ხელ მარცხნივაა. ,, ვაა, ძმას გაუმარჯოს! ბიჭო ორი დღეა ჩამოსული ვარ და ვერანაირად ვერ მოვაღწიე შენამდე. სულ გადარბენებზე ვარ რა... ხან, რომელ სახლში შემოვრჩი ხან რომელში. ბიჭებსაც მოვნატრებულვარ. ე, არადა სულ ყურებით მიჭერდნენ ხოლმე ვალების გამო. ვახანას ცოლი მოიყვანია ტო. ის, გოგო 7 წელი რო დასდევდა. საკაიფო წყვილია მართლა. ჩემი და ერთ როჟას აეკიდა, მაგარი არ მომწონს. მევასებაო ჩემმა დამ და ვეღარაფერს ვამბობ. პროსტა მაინც ვაკონტროლებ რა. აუ, ბიჭო რამდენი გებაზრე და ჩემზე ვაფშე ვერაფერი გითხარი. ალბათ გაინტერესებს აქამდე სად ვიყავი ხო? სულ, რო ტვინს მიბურღავდი ჩემს ხელფასით, როდემდე უნდა იცხოვროვო. უცხო ქვეყანაში გადავიკარგე. თავიდან ამერიკელების ვერაფერი გავიგე, მაგრამ მალე ერთი ჩვენიანი გავჩითე. აუ, ძმობას გეფიცები იცი იქ, რამდენი ჩვენიანია? მეც არა ვთქვი უბანი, რა პონში იყო ცარიელი. თურმე ფულის საშოვნელად ხალხი, მანდ გარბის და მერე უკან დაბრუნებას ნატრობენ. მე კიდევ გამიმრთთლა. მამაჩემის ზმაკაცი გავჩითე და მოქალაქეობაზე ვიჩალიჩე. ახლა იქაც ვიქნები და აქაც. პროსტა ხედავ რამდენს ვბაზრობ? შენ ლაპარაკსაც აღარ გაცდი. აუ, პატარა ვაჟკაცი რა კაციაა ე! ჩემი და მიგზავნიდა ფოტოებს ახლა, რო ვნახე გავგიჟდი შენი ასლია ძმაო. მალე ალბათ ეგაც დამიწყბს გატრაკებას. სანამ აქ მოვიდოდი ერთი სტრატეგია კარგად შევიმუშავე. ზუსტად ისეთი, უნდა ვყოფილიყავი, როგორც აქამდე, მაგრამ... აღარაფერია ძმაო ძველებურად. შენი და ბიძია აბირის წასვლის შემდეგ უბანი დაცარიელდა. ნუცას კისკისიც აკლია იქაურობას. დილიდან, რო ჩამოირბენდა უბანს და ბოლოს დედაჩების საცხობთან გაჩერდებოდა ღვეზელების გამო. ახლა ის საცხობიც დაიკეტა ძმაო. თქვენ სახლში ახალი მეზობლები გადმოსულან. ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. გავიგე შვილი არ უჩნდებათო და ამას ჩვენ სახლს აბრალებენ ,,დაწყევლილიაო“. ეგ რო გავიგე გავჭედე, მაგრამ მერე დედაჩემმა გამაჩერა. იმდენი გებაზრე დამავიწყდა შენთვის საჩუქარი მაქვს. მოიცადე! შენ არც დაგაცდი გახსნა მე გავხსნი. კარგია შენს ოთახში ტელევიზორი, რომ დგას. მახსოვს ამხელა ტელევიზორზე ვოცნებობდით. Pess 2019 გამოვიდა ძმაო! დავინახე თუ არა შენ გამახსენდი. ეს კომპიუტერი ბოლო მოდელია. ( Xbox One X) მართალია ორი წელია, რაღაცეებს ჩამორჩი, მაგრამ მარტივად აგიხსნი ყველაფერს. აი, ეს ორი რაღაც დაამატეს. მაგარი გრაფიკა აქვს ხო? მეც გამისწორდა თავიდან, რომ ჩავრთე. სიმართლე გითხრა ორი წელია არ მითამაშია. ყოველგვარ თამაშემზე ვთქვი უარი, თუმცა დავბრუნდი აქ, რადგან ერთად დავტესტოთ. ე, ბიჭო! მეც მითხარი ასეთი საინტერესო რა ხდება მაგ მიმართულებით, რომ იყურები. იქნებ ჩამოვჯდე და მეც გავიხედო. ამის დედა ვატირე... ცხორებამ ხალისი დაკარგა ძმაო. იმ ტრაგედიის მსხვერპლი ყველა ჩვენთაგანი გახდა. თქვენ ფიზიკურად, მაგრამ ჩვენ ფსიქოლოგიურად დავზარალდით. ის, ნაბიჭვრებიც გაუჩინარდნენ. დღემდე, რომ იპოვონ. ახლა საკმარისია და ადექი ეტლიდან! ბიჭი გეზრდება, ახლა ყველაზე მეტად მას მამა სჭირდება გვერდით. გოგომაც შენ გამო, მთელი ცხოვრების, ორი წელი ტირილში გაატარა. ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ალბათ გახსოვს არა, როგორ დამრთავრდა? შენს წამოდგომას ვცდილობდი, ბოლოს ხელითაც შეგეხე კიდეც. ყველაზე მეტად იცი რა გამიტყდა? ხელი, რო არ შემომიბრუნე. წავედი, რომ დროს მაინც დაევიწყებინე, მაგრამ ძმაო. ჩვენი სულიერი კავშირი ისეთი ძლიერია სადაც არ უნდა წავიდე შენს გამო მაინც დავბრუნდები. თუ მარტო იმის გამო ხარ ჩუმად, რომ ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარ და გგონია, რომ ეს კომპიუტერი, მაღაზიიდან მოვიპარე. არა, ასე რა არის... ტრაკი გავანძრიე და ჩემი ოფლით ვიშოვე ფული. ახლა კი დროა, შენ აწიო ტრაკი, ამ ეტლიდან და ოჯახს მიხედო“. ისინი, სულიერი ძმები იყვნენ. მათი დაშლა ვერც ტრაგედიამ მოახერხა. ზურა გარკვეული პერიოდი ქალაქიდან წავიდა, თუმცა ისევ დაბრუნდა. ზურამ, ალის კომპიუტერი ჩართული დაუტოვა. ჯეოსტიკი კი, ხელში შაუდო. იმ ხელში, რომელსაც უკვე ამოძრავებდა. წასვლამდე ზურამ ბავშვს მოეიყვარულა და ახლა ნუსაც ოთახში შევიდა. *** _ პრინცესა უკვე დიდი გოგო გამხდარა. _ ვერც შენ შეაგნებინე არა ჩემს ძმას რამე? _ ო, არ იცი როგორი ჯიუტია? სანამ არ მოუნდება არ ადგება. მიდი შენზე მომიყევი სკოლაში რა ხდება? _ ერთი ბიჭია, ძალიან მაბრაზებს. დღეს თავში წიგნები ჩავარტყი. _ ო, შენა ასეთი გოგო არ იყავი. ეს რატომ გააკეთე? _ მან ეს დაიმსახურა. მან თქვა, რომ ჩემი კლასელი, ჩემი შეყვარებული იყო. _ და ამის გამო ასეთი საქციელი შეგეფერბოდა? _ ნუცა გამობრძანდი გარეთ ქაბატობო! _ ლიზა ეს მან მაიძულა. _ ნუცა, რომელი ნორმაული ადამიანი გეტყოდა თავში წიგნები ჩამარტყიო? ბავშვის დედა, წეღან გამწარებული მომივარდა სახლში. ,,ყველაფერს გავაკეთებს და ეს ბავშვი, ამ სკოლაში აღარ ივლისო“. შენი საქციელის გამო უკვე მერამდენე სკოლას უნდა გამოვცვალოთ. _ ნუ მიყვირი! _ კარგი ლიზა დამშვიდდი, ამ პრობლემას მოვაგვარებთ. _ მე ლიზასთან აღარ დავიძინებ! _ ზურა არ ვიცი, ამ ბავშვის ატანა დღითიდღე პრობლემა ხდება. _ ქალბატონო ალი ცუდად არის. _ რაა? რა დაემართა? _ ასე ხრიალებს, როცა ყვირილი და დაძაბულება ესმის. მას ახლა სიმშვიდეში ყოფნა სჭირდება. _ კარგი ძვირფასო, მაპატიე... ცოტა ხმას ავუწიე, მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება. ალი! შემომხედე თუ ღმერთი გწამს. ერთხელ მაინც შემომხედე თალებში. _ ამის ნამდვილად ვეღარ ავიტან. ეს ჩემი ძმა არ არის. ის, უბრალოდ... _ ზურა ის ალია, ისეთია როგორიც იყო. ახლა უბრალოდ მას რთული პერიოდი აქვს. _ ლიზა თავს ნუ მოვიტყუებთ. ალი ისეთი აღარ გახდება, როგორიც იყო. _ შეხედა! ის, დამშვიდდა აღარ ყვირის. _ მაპატიეთ მაგრამ მე უნდა წავიდე. შევეცდები წასვლამდე კიდევ ერთხელ შემოგიაროთ. _ ზურა მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში გაუგებრობისთვის. _ საბოდიშო აქ არაფერია. *** ძიძამ იოანე მიაძინა. ნუცა ისეთი გაბრაზებული იყო, ლიზას გვერდით დაძინებაზე ნამდვილად უარი თქვა. ახლა მის გვერდით დედაჩემია და მშვიდად ვარ. ვიცი, რომ საკუთარ თავს რამეს არ აუტეხავს. მედდას ვუთხარი, რომ დაესვენა და დასაზინებლად სასტუმრო ოთახი გავუმზადე. მე კი ალისთან გადავწყვიტე დაძინება. ორი წლის შემდეგ ალის გულმკერდზე პირველად დავდე თავი. გულის ცემა ისეთივე მშვიდი იყო, როგორც პირველად, როცა სასტუმროში დავრჩით. ,,კურიერი და ლამაზმანი ისევ ერთად არის“. ხმადაბლა, ყურში ეს სიტყვები ჩავრჩურჩულე თუ არა მიმეძინა. მომენტებში ლიზას ალის ხრიალზე ეღვიძებოდა. დახედავდა რო ეძინა და ისევ აგრძელებდა ძილს. ერთერთი ასეთი გაღვიძება იყო და ლიზამ დაინახა ნუცა, როგორ შემოვილა ოთახში და ალის აკვირდებოდა. ცოტახანს შორიახლოს იდგა და უყურებდა. ცალი თვალით ვუყურებდი. მასაც ეგონა, რომ მეძინა და უფრო ახლოს მოვიდა მასთან. მივიდა სახეზე ნაზად დაადო ხელი. ,,იცოდე არავის უთხრა, რომ აქ ვიყავი. ყველამ იცის, რომ შენზე გაბრაზებული ვარ“. ძლივს შევიკავრე თავი, რო არ გამღვიძებოდა. ალიმ ნუცას სიტყვებზე თვალები გაახილა. ეს მართლაც საოცარი იყო. დავინახე! ხო დავინახე, როგორ შეხედა დას. ნუცას ამ ქმედებაზე ძმის შეეშინდა და ოთახიდა გაიქცა. ცრემლს ძლივს ვიკავებდი ახლე მე მინდოდა ჩემთვისაც ზუსტად ასე შემოეხედა, მაგრამ თვალები როგორც კი გავახილე დავინახე, რომ ალის ეძინა. ,,იქნებ ყველა მართალია. ალი, როცა მოისურვებს მაშინ ალაპარაკდება“. დილა სრული ქაოსით დაიწყო. იოანეს სიცხე აქვს და დილიდან ტირის. მეორე მხარეს ნუცასთვის ახალი სკოლა უნდა მომეძებნა. ამ ხმაურზე ალი ყვირილს იწყებდა. უკვე აღარ ვიცოდი, რომელი ერთისთვის მიმეხედა. დედაჩემს, თურმე გვანცასთვის დაურეკავს ნუცას სკოლას ის მოძებნის. მე კი იოანეს პედიატრთან წავიყვან. ბავშვის ტირილი უკვე გაუსაძრიელესი ხდება. მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე ექიმთან მიმეყვანა. სანამ გავემზადებოდი მესმის იოანე გაჩუმდა, თურმე ნუცას, ალისთან ოთახში შეუყვანია. ოთახში შევედი და რას ვხედავ. ნეტა თუ ახსოვს ამ ჩემს შვილს, სიცხე, რომ აქვს ან ნუცას, რომ სკოლიდაან გამოაგდეს. ერთი შეგეხედათ სამივე ერთად ისე კარგად იყვნენ. ახლა უკვე ვიცი თუ სამივე ასე გადამიყვანს ჭკუიდან ერთ ოთახში ჩავკეტავ. პედიატრმა დამამშვიდა. საგანგაშო არაფერია უბრალოდ პატარა ვირუსია და წამლებით მოვერევით. ამასობაში გვანცამ დამირეკა და მითხრა, რომ ნუცასთვის კერძო სკოლა უპოვია, სადაც ბავშვთა ფსიქოლოგიც ჰყავთ. ამ ორმა ამბავმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ რა უნდა მომხდარიყო ახლა ისეთი, რო ჩემი გუნება ისევ გაეფუჭებინათ. სახლში დავბრუნდი თუ არა დივანზე წამოვწეი და ვიფიქრე სანამ იოანეს ძინავს ცოტას მეც წავიძინებთქო მაგრამ ვინ დაგაცადა. ნუცა მოვიდა ჩემთან და მეუბნება: ,,გუშინ შენს გარეშე არ მეძინა შეიძლება ნაშუადღევს შენთან ერთად დავიძინო?“ დივანზე ისიც გვერით მომიწვა და ორი საათი ასე ერთად ჩაგვეძინა. გავიღვიძე თუ არა ტელეფონს დავხედე. ,,გვანცა უნდა მოსულიყო ნეტა აქამდე სად არის?“ *** _ ხილის ტორტი თუ შეიძლება რვა ნაჭრიანი. _ ქალბატონო სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ 15 წუთით თუ დაელოდებით მზად გვექნება. იქამდე შეგიძლიათ დაჯდეთ ჩვენ ყავას ან ჩაის მოგართმევთ. _ ჩაი თუ შეიძლება. _ ახლავე ქალბატონო. _ გვანცა შენ ხარ ხო? რამდენი ხანია არ მინახიხარ. _ ზურა? როდის დაბრუნდი? _ ორი დღეა, რაც აქეთ ვარ. გუშინ ლიზასთან ვიყავი ასული. _ ხო, მეც ახლა შეკვეთას ველოები და მასთან მივდივარ. _ რას შვრები, მარტო ხარ თუ ვინმეს ელოდები? _ ზურა ვატყობ შენს პირდაპირობას არ ღალატობ. _ არა, პროსტა რაც ჩამოვედი ყველას ვიღაც ჰყავს. _ არა, მე მარტო ვარ. _ რატომ მე მელოდებოდი? _ ხო აბა, დიდი ხანია ველოდებოდი როდის დამიჭერ. _ ისე, ის რაღაც მაშინ სერიოზულად გითხარი. _ ქალბატონო თქვენი შეკვეთა მზად არის. _ გინდა მანქანით ვარ გაგიყვან და გზაში ცოტა ვისაუბროთ. _ კარგი იქნებოდა. ორი დღეა მანქანით არ ვარ. გასაკეთებლად მყავს დატოვებული. _ ხოდა წავიდეთ. ჩვენზე რამდენია? _ 15 დოლარი _ გამომართვით. _ არ იყო საჭირო. _ მომიყევი რა ხდება აქეთ? მონიკაზე და იმ ტიპზე გავიგე დანარჩენები რას შვრებიან? _ ელენემ მუშაობა საბავშვო ბაღში დაიწყო. გიგიზე და ნოდარიზე ისედაც იცი. _ შენზე რას მეტყვი? _ მე ისევ იქ ვმუშაობ. ხელფასი ცოტა კი მომიმატეს, მაგრამ მაინც გამოქცევა მინდა. _ გინდა ცოლად გამომყევი და ამერიკაში მოვხიოთ. _ ამას სერიოზულად მეუბნები? _ კი, კი მე მოქალაქაობა მაქვს დაჟე სახლიც კი ვიყიდე იქ. _ შენ ახლა მკერავ თუ მეჩვენება? ზურა მე ისეთი გოგო არ ვარ, ვისაც ქორწინებაზე მალე დაითანხმებ. _ ანუ შენი შებმა მარტივი არ არის? _ სწორად მიხვდი. მადლობა, რომ მომიყვანე. _ ვატყობ ჩემი აქედან წასვლა გადაიდება. _ ამას რატომ ამბობ? _ რთულად მისასვლელი გზა, მარტივი უნდა გავხადო. *** უკვე ნერვიულობას ვიწყებ. სად წავიდა აქამდე ეს გოგო? მოიცადე დავურეკავ... აი, მგონი მოვიდა. _ სად ხარ გოგო აქამდე?! გამისკდა გული. _ დამშვიდდი, საკონდიტროში ვიყავი. იქ, ზურა შემხვდა. აქამდე მან მომიყვანა. _ ახლა ყველაფერი გასაგებია. _ ხო, გოგო და მგონი მაგას ისევ მოვწონვარ. ჯერ სანამ წავიდოდა ვერაფერი გამოუვიდა, ახლა დამინახა თუ არა ეგრევე ეგ მკითხა: მარტო ვარ თუ არა? _ მერა რა უპასუხე? _ რას ვეტყოდი? ის, უთხარი როგორც არის. _ მაინც ვერ ვხვდები რას ერჩი? კარგი ბიჭია. _ კარგი ბიჭი კი არის, მაგრამ ზარმაცია, თუმცა ვხედავ რომ ხელგაშლილია. მანქანა უყიდია, ტორტის ფულიც მან გადაიხადა. _ სახლიც უყიდია. ეგ გითხრა? _ კი, შენ წარმოიდგინე მაგის თქმაც მოახერხა. _ რას ფიქრობ? _ არ ვიცი გააკეთოს რამე, თავი მომაწონოს და მერე ვნახოთ. *** გვანცაც გავაცილე და ახლა შემიძლია მშვიდა ორი ლუკმა მაინც ჩავიდო პირში. დედაჩემის გაკეთებული ხორცის წვნიანი ბოლომდე შევჭამე. ისე, საცოდავად ვჭამდი დამავიწყდა მედდისთვისაც შემეტავაზებინა. ,,გემრიელად მიითვით. ჩვენ საღამოს უკვე მივირთვით“. სირცხვილი, ეს სიტყვები მედდამ თავად მითხრა. მოგვიანებით ისევ გამოვაღე მაცივრის კარი და ხილის ტორტიც ზედ მივაყოლე. ამ მაცივრის მიხურვა გაღების ხმაზე, ნუცა სამზარეულოში შემოვიდა. *** _ შეიძლება ვისაუბროთ? _ ნუცა თუ გინდა, რომ ისევ ტკბილეულზე დამითანხმო არ გამოგივა. უკვე გვიანია.. _ მე ვიცი ალი, როგორ ავალაპარაკოთ. _ მართლა პატარა ქალბატონო? აბა გისმენთ. _ იოანე დავუტოვოთ ცოტახანს. ტირილს, როცა დაიწყებს შეაწუხებს და მივა მასთან დასამშვიდებლად. _ ნუცა ასე, რომ ყოფილიყო. ორი წელია ვტირივარ, მაგრამ მოვიდა ჩემთან? არა! _ ის, ბავშვია და მივა. _ ნუცა შენ არ ხარ ბავშვი? _ არა! _ კარგი ხო, ნუ ვიჩხუბებთ. გავაკეთოთ ასე, მაგრამ ერთი პირობით. _ რა პირობით? _ ხვალ ფასიან სკოლაში წახვალ. _ წავალ თუ ალი, იოანესთან მივა. _ ასე არ გამოვა. _ ნუ ნერვიულობ აი, ნახავ თუ არ მივა. *** ამ პატარა ქალბატონმა ისევ დამითანხმა. იოანეს საწოლი ალის ოთახში შევიტანე. ალის შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი, რომ ბავშვი აქ არის და ჩემს დაბრუნებამდე მიეხედა. უკვე ღამის 12 საათია. ასეთ დროს იოანეს, ეღვიძება და რძეს ითხოვს. აი, გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. თუ არ შევედი საწოლიდან გადმოვა და ძებნას დამიწყებ. _ გაჩუმდა...ნეტავ რატომ გაჩუმდა? _ ალბათ ალი დაინახა და ამიტომ. _ აი, ისევ ტირის. არა! ამდენს ვერ ავიტან ბავშვთან უნდა შევიდე. _ სულ ცოტაც და მივა. _ უკვე 10 წუთი გავიდა. ნუცა ხომ ხედავ, რომ შენ ცდამ შედეგი ვერ გამოიღო. გამიშვი მათთან უნდა შევიდა. _ ეს შეუძლებელია! _ რა მოხდა? _ ეს... ეს სასწაულია. ალის მკლავებში იოანეა და სძინავს. _ ხომ ვამბობდი. იოანეა ალის გადამრჩენელი. _ ნუცა შენ კიდევ ჩვენი გადამრჩენელი ხარ. *** ალის ბავშვი გამოვართვი და ვაჭამე ამასობაში მედდამ ალი დასაძინებლად მოამზადა. ახლა ვხედავ ნუცას და იოანეს ერთად, როგორ ტკბილად სძინავთ. მეც ვერაფრით დავიძინე და ისევ ალის ოთახში შევედი. სახე იმ მიმართულებით შევაბრუნე, რომ ალის დამწრობა არ დაენახა. ჩამოვჯექი მის გვერდით და მეც სწორად იმ მიმართულებით გავიხედე საითაც ალი იყურება. ,, რა ხდება? ნეტავ შენს თავს რა ხდება ალი? ასე გამეტებით ვის უყურებ. იქნებ მანდ მაინც იპოვე სიმშვიდე, იქნებ მანდ მაინც არ იყოს პრობლემები თავდასაყრელად და თუ მართლა ასეა. წამიყვანე...გეხვეწები სულ ცოტახნით მაინც წამიყვანე. ვიცოდი, რომ ჩვენი სიყვარული თავიდანვე განწირული იყო, მაგრამ ასე? ასე, როგორ შეეძლო ცეცხლს ჩვენი განადგურება. იცი? რამდენი ხანია ვამბობ, რომ ცეცხლმა წამართვა შენი თავი და ნახევარი სამყარო. მე დიდი ხანია შემიძლია ყველაფერი ასე დავინახო. მხოლოდ ნაწილი სამყაროსი. მხოლოდ ერთი მხარე და სხვა ყველაფერი, არაფერია. მე დიდი ხანია ფერების, ბედნიერების, გრძნობების აღრთქმა დავკარგე. ეს ყველაფერი ცეცხლთან ერთად დაიწვა. განადგურდა გრძნობები, ოცნებები, ფიქრები მხოლოდღა დამრჩა იმედი და ამ იმედსაც იოანე დავარქვი. იცი რა კარგია? თაფლივით ტკბილი. არ ვიცი როგორი მომავალი ექნება არადა უდარდელი მინდოდა ჰქონოდა. მინდოდა მამასავით ფეხბურთელი გამოსულიყო და მრწვთნელი თავად მამამისი ყოფილიყო, მაგრამ... ეს ოცნებები, ეს ფიქრები... ,,ცეცხლმა“ ხო ალი მართალია ცეცხლმა წაიღო. მოიცადე! რაა? შენ ახლა რა თქვი? ალი გაიმეორე გეღვეწები! შენ ახლა ,,ცეცხლი“ ახსენე. ,,ი ს მკვ ლ ე ლ ია“ ვინ ალი? ვინ არის მკვლელი? ძვირფასო ჩემთვის რამის თქმა გინდა? *** _ ქალბატონო კარზეა, ვიღაც თქვენ გკითხოლობენ. _ მოიცადე რა დროს ეგ არის. ალის რაღაცის თქმა უნდა. _ ნუ დააძალებთ ძალიან გთხოვთ. ახლა ეს მისთვის უკეთესი იქნება. _ რა ჯანდაბაა ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? _ ლიზა გეხვეწები შემომიშვი! კარს ნუ მომიხურავ. _ მე ერთხელ უკვე შემოგიშვი და ამას მთელი ცოხვრებაა ვნანობ. გიგი აქედან გაეთრიე თორე პოლიციაში დავრეკავ. _ ის, ბრილიანტები მონიკასთვის მე არ მომიპარავს და არც ავარია ყოფილა ჩემი დაგეგმილი. _ შენი არცერთი სიტყვისაც არ მჯერა. _ ლიზა ჩემი მამინაცვალი ცოცხალია. ყველაფერს ის, გეგმავდა. _ რაა? ამას სიმართლეს ამბობ? _ შემომიშვი და ყველაფერს მოგიყვები.
გაგძელება იქნება!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|