ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2019


ცხოვრების მისია

ვერ გავიგე ამ ცხოვრების მისია,
ვშრომობთ, ვწვალობთ, ბოლოს მაინც სხვისია,
ჩვენი ტანჯვით სარგებელი ვისია?
ბოროტებამ ძლიერ შემოგვისია.
ეს სიცოცხლე არის, როგორც ნისია,
ვცოცხლობთ, ვცხოვრობთ, ბოლოს მევალესია,
ჩვენ კვალს ვტოვებთ, მომავალიც მისია,
მარტო სიტყვა მთქმელი არაფრისია.
სიკეთის ქმნა კარგი კაცის ჯიშშია,
ხელის გაწვდა შევძლოთ გასაჭირშია,
გვერდში დგომა განა მარტო ლხინშია?!
მეგობრობის გამოცდა ხომ ჭირშია.
რადგან ვცოცხლობთ, სული გვიდგას პირშია,
კარგი ვთესოთ, ღმერთმაც ასე გვირჩია,
მის კვალს მივყვეთ, ცუდი ნუ დაგვიშვია,
ავი ზრახვა გულში არ შეგვიშვია.
ერთხელ მოვალთ, ერთხელ წავალთ,ისეა,
ეს პრინციპი უცვლელია, მყისეა,
ასე ქმნილა ამ ცხოვრების მისია,
ვშრომობთ, ვწვალობთ, ბოლოს მაინც სხვისია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები