| ავტორი: სანშაინ ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2019 |
სტამბოლში ვარ ! ხო იმ სტამბოლში, ფერების, ისტორიის, ამბების, სევდის, მხიარულების და მისტიკის ქალაქი რომ მეგონა სულ. აქაურობა პირველად გასულ წელს ვნახე, შემიყვარდა. ჩემს შეყვარებულს აქაური ცის ფერიც კი არ მოსწონს. ცას მკვდარი ფერი აქვსო, ჰაერი აქ არ ვარგაო და ძალიან ხელოვნურია ყველაფერიო. მე მაინც მომწონს.
ჭიქების სარეცხ მანქანაში 6 წყლის ჭიქა ეტევა, თუ ცალკე დავრეცხავ 9 პატარა ლამბაქი, 20 ჩაის ჭიქა და 50 ჩაის კოვზი.
სტამბოლში ამინდი იცვლება. აქაურობა ქარშიც, მზეშიც და ნისლშიც მაქვს ნანახი. ამჟამად, მხოლოდ ნისლიანი სტამბოლი მიყვარს. დანარჩენ ამინდში უბრალოდ მომწონს. ჩემთვის ამ ქალაქს მხოლოდ ნისლში შერჩა მისტიკა. ნისლში არ მოდიან სტუმრები და არ ჭამენ უგემურ საჭმელებს. არ სვამენ ჩემ ჩამოსხმულ უსაზიზღრეს ჩაის უფასოდ და საერთოდაც, ქუჩაში სეირნობის დროსაც კარგია ნისლი. ნაკლს მალავს ნისლი. ყველაზე მეტად მაინც ბოსფორს უხდება ნისლი. არსაიდან წამოსული და არსაით მიმავალი გემები...
27 მაგიდა, 110 ჩანგალი ამდენივე დანა და 200 დიდი კოვზი.
დღეში 5 ჯერ ფეხებს გაყინულ წყალში იბანენ, მუხლებს ლოცვით იტყავებენ. მერე ამოდიან ჩემი უდამპლესი სამსახურის მეორე სართულზე და ჩემ სარწმუნოებაზე რომ გაიგებენ პირჯვარს იწერენ და პანტომიმით მახვედრებენ, რომ ჩემი ჯვარი ნაგავში მოისროლეს. ღმერთის ყველაზე არასწორი განმარტების სწამთ და ერთადერთი რისთვისაც რუტინულ ლოცვას აღავლენენ უფრო მეტი ფულის შოვნაა. ღმერთის რამდენიც განმარტებაც არსებობს, იმდენი რელიგიაა. ჩემი ღმერთის განმარტება სიყვარულია. ამათი: მახვილით უნდა განავრცო იმის რწმენა რომ კაცს შეუძლია 4 ცოლი ჰყავდეს. ( რადგან ალაჰის მოციქულს სამი არ ეყო და მეოთხეც მოუნდა) შეგიძლია გყავდეს 4 ცოლი და ოთხივეს მოექცე როგორც ღორს. არ უნდა ჭამო ახლახანს აღნიშნული ცხოველის ხორცი, რადგან თურმე ყველაზე ბინძურია ცხოველთა შორის. ასევე უნდა განავრცო იმის რწმენა, რომ შუა აგვისტოში სამმაგი ტანსაცმელი გეცვას ( და ყარდე როგორც ღორი)
ერთ აირანის ყუთში 12 აირანია. მაცივრის ერთ თაროზე 36 აირანი ეტევა. სამი თაროს შესავსებად 9 ყუთი აირანია საჭირო.
სახლში 6 წლის სვიზი და 2 წლის არუფა დავტოვე. არცერთ ჩემ მეგობარს, ახლობელს და შორეულს გაუკვირდება, თუ ვიტყვი,რომ ყველაზე მეტად ჩემი ძაღლი და კატა მენატრებიან. როცა ჩავალ განსაკუთრებულ სადილებს მოვუმზადებ. მერე წავალ და მეგობრებს ჩამოვუვლი. ერთხელაც გათიშვამდე ბევრს დავლევ, რომ მეორე დღეს ჩემ შეყვარებულს გაზიანი სასმლის საწოლამდე მოტანისთვის ჯეირანი ვეთამაშო.
ქვედა სამზარწულოში 4 ადამიანი მუშაობს, ზემოთ 9 ვართ აქედან 2 მენეჯერი. შეკვეთები მოტოციკლით 3 ბიჭს დააქვს. სამსახურში დილის 10 სთ.ზე მივდივარ. საქართველოს დროით 11ზე. ღამის ცხრა საათს რომ წუთები დააკლდება ჩემი შეყვარებული მაკითხავს. თანამშრომლები სახის პანტომიმით მახვედრებენ, რომ ის აქ არის. ( ნეტა წვერი რომ გაიპარსოს როგორ მიმახვედრებენ). მოდის და აქ ვწყვეტ თვლას. როგორც თვითონ რამდენიმე თვის წინ ახსენა, ადამიანს, რომელიც ყველაფერს ითვლის, აბალანსებს გადადგმულ ნაბიჯებს, ცდილობს ორივე ფეხმა ერთნაირად იმოძრაოს, პარანოიის ნიშნები აქვს. ვზივარ და ვფიქრობ, პარანოიის საწყისი ეტაპი მაქვს, თუ უბრალოდ დრო გამყავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არ მრცხვენია ამ ნაწერზე კომენტარის გაკეთება! არ მრცხვენია რადგან იმაზე მაგარია, ვიდრე ჩემზე მილიონჯერ მაგარი ლიტერატორი შეაფასებს! ჩემთვის არის ეს! იმიტომ რომ იქ ვიყავი, და ის ყველაფერი მეც მტკიოდა! ვამაყობ შენით! ვამაყობ რომ შენი სიყვარული დავიმსახურე! <3 არ მრცხვენია ამ ნაწერზე კომენტარის გაკეთება! არ მრცხვენია რადგან იმაზე მაგარია, ვიდრე ჩემზე მილიონჯერ მაგარი ლიტერატორი შეაფასებს! ჩემთვის არის ეს! იმიტომ რომ იქ ვიყავი, და ის ყველაფერი მეც მტკიოდა! ვამაყობ შენით! ვამაყობ რომ შენი სიყვარული დავიმსახურე! <3
3. დრო გაგყავთ :)
ეს სტატისტიკა და თითქოს ზედაპირული მსჯელობანი თუ განსჯანი როგორ ავსებენ ამ ტექსტს.
დრო გაგყავთ :)
ეს სტატისტიკა და თითქოს ზედაპირული მსჯელობანი თუ განსჯანი როგორ ავსებენ ამ ტექსტს.
2. ჟანრი , ჩემო მეგობარო , აქაც არასწორადაა. საინტერესოა მთლიანობაში . ჟანრი , ჩემო მეგობარო , აქაც არასწორადაა. საინტერესოა მთლიანობაში .
1. ორჯერ წავიკითხე. როგორც პოეზია ვერ, მაგრამ ძალიან კარგი ნაწერია. ზუსტად ვიცი მოვა ვინმე და დაიწყებს რელიგიურ ნიუანსებზე ჭკუის დარიგებას. არადა ძალიან სიღრმეებშია საქმე და არაფერი ზედაპირზე. პარანოია? ყველაზე ადამიანური პარანოია ყოფილა მაშინ. უფ, ისეთი დეტალებია, კადრებად გადმოალაგა ყველაფერი. ძალიან დეტალურად არის ყოფიერება გადმოტანილი და თან ბეწვის ხიდზე გაქვს დატარებული ეს დეტალები რომ არ გახდეს ვულგარული ან გამაღიზიანებელი. კიდევ ვიმეორებ, ვერ აღვიქვი როგორც პოეზია, სტრუქტურულად, მაგრამ გავადროშებ აუცილებლად რომ ბევრმა წაიკითხოს. ორჯერ წავიკითხე. როგორც პოეზია ვერ, მაგრამ ძალიან კარგი ნაწერია. ზუსტად ვიცი მოვა ვინმე და დაიწყებს რელიგიურ ნიუანსებზე ჭკუის დარიგებას. არადა ძალიან სიღრმეებშია საქმე და არაფერი ზედაპირზე. პარანოია? ყველაზე ადამიანური პარანოია ყოფილა მაშინ. უფ, ისეთი დეტალებია, კადრებად გადმოალაგა ყველაფერი. ძალიან დეტალურად არის ყოფიერება გადმოტანილი და თან ბეწვის ხიდზე გაქვს დატარებული ეს დეტალები რომ არ გახდეს ვულგარული ან გამაღიზიანებელი. კიდევ ვიმეორებ, ვერ აღვიქვი როგორც პოეზია, სტრუქტურულად, მაგრამ გავადროშებ აუცილებლად რომ ბევრმა წაიკითხოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|