ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2019


ნარვალი (ეტიუდი მეგობარს. გამოცნობას არა ვართ)

ნინო დარბაისელი

ნარვალი
- - -
(ეტიუდი მეგობარს.გამოცნობას არა ვართ!)

სხვათა თვალში ვჩანდით, როგორც ორი გიჟი თუ შეთე...
სად იპოვოს სხვა, თუშეთმა, მხურვალე მეთუშეთე!

მხატვრად კი არ მაგონდები, ხან ისეთი წამია,
თვალწინ უცებ დამიდგება ორი მაწვნიჭამია.

დავიკიდეთ ფეხზე როგორ ყველას ნაქირქილები!
წინ გველაგა  ორცხობილა, თეთრად სავსე ქილები.

მურაბები -  რაფაზე და ტაფამწვარი - ტაფაზე...
რაც დრო გადის, ყოფით ამბებს როგორ მეტად აფასებ!

გალას კვალზე დაგეშილთა პირს ნავლები ჩალები,
ხან -  ნაპოვნით აღმა მფრენი - ფეხით მოჩანჩალენი.

“ლექსს წერ? გინდა? -  დამელოდე, მოვალ, მოგეხმარები”..
მოხვიდოდი, დაჯდებოდი, თბილის-ქალაქს მარები.

ჩვენი “პიმოდანობები”, ხორცსაკეპში - მტევანი,
ლექსით ღამისთენებათა მწარე შემოტევანი!

მზის ქვეშეთში გადის ყოფა, ცვალებადი, უცვლელი.
მომაგონდი, მომეძალა სათქმელი დაუცლელი,
უნდოდ ცელით მოცელილო, დამრჩა შენი  ფურცლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები