ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2019


რკინის ბალიში

სიზმრიდან რეალობაში მაღვიძარის ხმას მიჰყვები, საწოლიდან დგები და ხელში ყავის ჭიქით ესტუმრები ფანჯრის რაფას.
გაჰყურებ დილის ხედს, იქნება ეს ნისლით შემობურვილი მთები, ბეტონის ტყეები თუ მეზობელი კორპუსის ყრუ კედლები.
გონების კუთხეში გაკრულ დღის განრიგს გადახედავ და სამსახურში გაეშურები...
დაღამებისას დაბრუნდები და კვლავ დადგები ფანჯრის წინ. ახლა შუშების მიღმა სიბნელე სუნთქავს და სარკმელში ნელინელ იღვრება ვერცხლი.
შუშის ანარეკლში ხედავ საკუთარ თავს და შენსავით ჩაჟამებულ ოთახს.
ფეხებზე იკიდებ სამყაროს და შენი ხატება გაშტერდება თვალებში, თითქოს რაღაც აქვს სათქმელი. რაღაც, რაც დღისით არ ჰქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები