 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 13 დეკემბერი, 2019 |
ეს წასვლა... ასეთი... მალი-მალ უკან რომ გახედებს, ფიქრით - უჩემოდ ხომ არ წაიქცა? როგორი გულსამაჩუყებელი წასვლაა, თან რომ გედარდები... ნეტავ რომელი? მე - ქალი ? თუ ადამიანი ჩემში? ნუ ნაღვლობ, ძაღლი კოჭლობით არ კვდება, - ასე ამბობენ. მათ შორის ისეთი ძაღლიც, ყეფის არსს რომ უგულებელყოფს. რომელმაც იცის რა მოგაყეფოს, მაგრამ არ გიყეფს... მუნჯი არ ითქმის ძაღლზე, არც დავიბრალებ. ვერც თვითმკვლელი გავხდები, რადგან, მაინც ვერ შევძლებ - „ძაღლი ვინც მოკლა, მანვე უნდა გაათრიოსო“ ამ ანდაზის შესაბამისად. ჰოდა, წარმოიდგინე, მე საკუთარი გვამის გათრევა უფრო მეადვილება, ვიდრე გიყურო როგორ მიდიხარ, ჩემზე დარდით... ღმერთს გაფიცებ, უკან მაინც ნუ იხედები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. განთიადელი, ნეფერტარ, გმადლობთ. განთიადელი, ნეფერტარ, გმადლობთ.
6. კარგი ლექსია კარგი ლექსია
5. გულსგამხეთქავი ლექსია. 5. ასეთ გრძნობად შვილის მეტი ვინმე ღირს? გულსგამხეთქავი ლექსია. 5. ასეთ გრძნობად შვილის მეტი ვინმე ღირს?
4. აქაც მადლობა, მუხა, რაღა დაგიმალო და მეც მომწონს :) აქაც მადლობა, მუხა, რაღა დაგიმალო და მეც მომწონს :)
2. გმადლობ, მზია, რომ შემოიხედე. გმადლობ, მზია, რომ შემოიხედე.
1. ო, რა ძნელია უკანარგახედვა, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, უფრო ფართოდ ... ლოთის(ლოტის) ცოლმა ვერ შესძლო. არადა თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე.
ზუსტად არის გადმოცემული „წამსვლელისა და დამრჩენისა“ ...
ო, რა ძნელია უკანარგახედვა, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, უფრო ფართოდ ... ლოთის(ლოტის) ცოლმა ვერ შესძლო. არადა თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე.
ზუსტად არის გადმოცემული „წამსვლელისა და დამრჩენისა“ ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|