ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2019


კურიერი და ლამაზმანი ნაწილი მეათე

თავი მეათე
                                                  ,,208“

_ კარგი გისმენ, მაგრამ მხოლოდ ხუთ წუთს გაძლევ დროს.
_ ეს დრო, არ მეყობა იმისთვის რომ ყველაფერი მოვყვე.
_ დროს შენ თვითონ კარგავ. აი, გავიდა უკვე ერთი წუთიც.
_ კარგი ხო! მამინაცვალი ცოცხალია.
_ ეგ უკვე მითხარი.
_ ის, გეგმავდა ამ ყველაფერს. თავდაპირველად ჩვენ გამოგვიყენა, რომ ბრილიანტები შეგვენახა, თანაც მე და ნოდარა ერთმანეთს გადაგვკიდა. ახლა კი ზის და კაიფობს.
_ მოიცადე მონიკას, ხო არ მიუცია ბრილიანტები?
_ არა, მონიკას არ მიუცია მაგრამ ახლა ბრილიანტები მას აქვს.
_ გიგი ახლა კიდევ თუ მეთამაშები, ხუთი წუთი კი არა ორ წუთსაც არ მოგცემ დროს და მიგახრჩობ!
_ ლიზა ჩვენს შორის მოღალატეა და ის მე არ ვარ.
_ აბა რას ამბობ, რომ მე ვარ? მაგ დროს ბრილიანტებზე ფიქრის დრო მქონდა საერთოდ? ვაიმე გიგი!
_ საკმარისია! ამდენს ნუ მირტყამ...
_ გაეთრიე ჩემი სახლიდან! შენი მოსმენა აღარ მინდა...
_ ლიზა გთხოვ კარებს ნუ მომიხურავ. ალი... ალის ლაპარაკი შეუძლია!
_ რაა?
_ ხო, ალი ქორწილამდე მამაჩემს შეხვდა ის, დაემუქრა არჩევანის წინაშე დააყენა. არ დაუჯერა, მან მაინც შენ აგირჩია და ამიტომაც აფეთქდა მანქანა.
_ რას იგონებ?
_ არაფერს არ ვიგონებ. შემომიშვი ალის დაველაპარაკები და თავად დარწმუნდები, რომ ლაპარაკი შეუძლია.
_ გიგი ტყუილად მელაპააკები. წადი უკვე გვიანია.
_ ლიზა დაიმახსოვრე, მე თუ აქედან წავალ ცოცხალს ვეღარ მნახავ. შეიძლება ახლაც მამაჩემის კაცი სადარბაზოსთან მელოდება.
***
  გავუშვი და თითქოს გული მეუბნებოდა, რომ  უკან უნდა მომებრუნებინა. სახლში უნდა შემომეშვა და დამეცვა მისი სიცოცხლე. ჯერ კიდევ არ გადამდის თვალებიდან ის, დღეები, როგორ მწარედ დამცინეს, მომატყუეს გამომიყენეს. უკვე აღარ ვიცი ნამდვილი ტკივილი როგორია. ის, როცა სახის ნაწილი მეწვოდა თუ ის, რომ ალი ცეცხლს შეწირული მეგონა. განა რა არის ადამიანი მეორედ დაბადება?  გიხაროდეს, რომ გადარჩი თუ ის, რომ ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. გინდა მისი ხმა გესმოდეს, გინდა მის მზრუნველობას ისევ გრძნობდე. თურმე ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა ამ სამყაროში. თურმე სიცილს და ბედნიერ დღეებს აუილებლად მოყვება ცრემლი მწუხარების. თურმე ბედნიერებას გაფთხილება სჭირდება. ხანდახან ამას ისე მჭიდროდ უნდა ჩაეჭიდო, რომ ხელიდან არ გაგისხლტეს. მე ერთი მოსმით დავკარგე სახის ერთი ნაწილი. დავკარგე მეგობრები, რომლებიც ერთდროს მეგონა, რომ ჩემს გამო ყველაფერზე წამსვლელები იქნებოდნენ. ვუყურებ ჩემს შვილს, მიიწევს მამამისისკენ და სთხოვს, რომ ხელში აიყვანოს. ბავშვია, უსუსური თუმცა ხვდება, რომ მამა ეტლიდან ვერ ადგება და ნაზად მის მუხლებს ეფერება. ვუყურებ დედაჩემს, რომელმაც ყველაფერი დათმო ჩემს გამო. ხალხისგან სიყვარულზე მეტს სიბრლურს ვგრძნობ და ყველაზე მეტად ამის ვერ ვუძლებ. ვიკეტები სააბაზანაშო იქამდე ვიცლები სანამ ცრემლი არ შემაშრება. უცებ შემიპყრო დაკარგვის შიშმა. ჯერ დედას სამზარეულოში გადავხედე. ბავშვებს ოთახში შევხედე, ალიც იქვე ახლოს ბავშვების ოთახშია. ახლა მეფიქრება გიგის ბოლო სიტყვებზე. ,,შვილო რა მოხდა? ასეთ დროს სად მიდიხარ?“ მეკითხება დედა მე კი თითქმის კართან მისული ვპასუხობ. ,,მალე დავბრუნდები!“
  თმა გავიშალე. სახის ნაწილი თმით დავიფარე. ყელზე ბებოს ნაჩუქარი თბილი წითელი კაშნე შემოვუხვიე და წავედი. მივდივარ და მეც ვერ ვხვდები სად. ,,იქნებ აქ იყოს“ საკუთარ თავს ვამშვიდებ იმ იმედით, რომ გიგის ისევ ვნახავ და ბოლომდე მოვუსმენ.
  გარეთ პირველი თოვლი მოსულა. სახით ზეცას ავხედე. ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ბუნებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ და ეს არის სიმშვიდე. ვგრძნობ, რომ გავთავისუფლდი. ,,აშკარად მჭირდებოდა ახლა გარეთ გამოსვლა“. საკუთარ თავს ამ სიტყვებით ვამშვიდებ და თან მივუყვები პატარა ნაფეხურებს. ალბათ აქ ბავშვმა გაიარა, ვისაც ძალიან უხარია პირველი თოვლი. დეკემბრის სიცივე სულ სხვანაირია. ამ თვეში ადამიანი რაღაცის მოლოდინშია. დარწმუნებულია ახლა თუ არა მომავალი წლიდან მის ცხოვრებაში, რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ,, იქნებ ალიმ გაიაროს“. ჩემდაუნებურად გაიელვა ამ ფიქრებმა თავში.  ახლა ამ ქუჩების ცქერა კიდევ უფრო მამშვიდებს. თითქოს დარდიც გამქრალა, თითქოს გაჭირვებულ ხალხსაც ნაკლებად ვხედავ. ალბათ, რომელღაც სკვერში ან სადარბაზოში იპოვეს თავშესაფარი. მამაჩემის კომპანია  გაკოტრდა, მაგრამ ახლა, ახალი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა.  გაჭირვებული ხალხის დასაქმებაზე ზრუნავს და ხელს უშლის იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც ადამიანებს ზარალს აყენებს. ამაზე ბრძოლა გამუდმებით უჭირს, თუმცა ხალხის სიყვარული უფრო დაიმსახურა.
  ვეღარც შეციებულ ბეღურებს ვხედავ ალბათ მათაც იპოვეს თავშესაფარი. ქალაქი თითქმის ცარიელია. ეს ალბათ იმიტომ რომ კვირაა და დასვენების დღეა. ახლა მინდა შევიარო კაფეში, სადაც ცხელ შოკოლადს ყოველთვის ვყიდულობდი. როგორ საახალწლოდ მოურთავთ აქაურობა. ნაძვისხეც, როგორ აფერადებს აქაურობას. ,,მეც დავუდგა ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ“.  აქ, თითქმის ყველა მცნობს. პირველი კონსუნტანტი კარებშივე შემომეგებება:_ ლიზა კეთილი იყოს!  მესალმება და თან ცდილობს ჩემი სახის დანახვას. თმა კიდევ უფრო ჩამოვიფარე და კონსუნტანს ვეუბნები ცხელი შოკოლადი გამიკეთოს. უკვე გამოსვას ვაპირებდი და მესმის ნაცნობი ხმა. ,,ლიზა!“ ეს ხმა ბავშვობას მაგონებს. გამახსენდა ბებო და მისი ტკბილი ქადები. ,, იქნები ერთერთი მათგანია?“ სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს ჩემს თავს გავცემდი ხელში შემჩა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო.  ,,ადამიანი, რომელიც ჩემს გარდა ვერავის ხედავდა ახლა ამ სახით უნდა წავრსდგე მის წინაშე?“ ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს გავემართე მისკენ. ვიფიქრე ერთი ორს გამოველაპარაკები და წავალ. ხო არავინ მიჭერს?
***
_ ლიზა გამიხარდა შენი ნახვა, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
_ 10 წელი, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე მას შემდეგ.
_ მართალი ხარ. მომიყევი როგორ ხარ?
_ კარგად ვარ...
_ მინდა ავღნიშნო, რომ არაჩვეულებრივარ გამოიყურები.
  მინდა თავი მოვიწონო, მადლობა გადავუხადე და ვცდილობ კაფე დავტოვო. აი, კართან ვიდექი,  წასვლას ვაპირებდი და კიდევ ერთ არასასიამოვნო ადამიანებს გადავეყარე. ისინი, ჩემს ჯგუფში სწავლობდნენ. ყოველთვის მიწევდნენ კონკურენციას, რადგან ყოველთვის ლიდერი ვიყავი უნივერსიტეტში.
_ ამას ვის ვხედავ, როგორც ჩანს შეეგუე  ნახევარ სახეს.
_ ლიზა ეს გოგოები რას ამბობენ?
_ გიორგი საინტერესო არაფერს.
_ უნივერსიტეტში ყოველთვის ცხდილობდი ჩვენს დაჩრდილვას. ახლა თუ ხარ ისეთი გამბედავი სახე გამოაჩინე.
_ შემეშვი!
_ არა, მოიცადე ყველამ ერთად ვნახოთ შენი სილამაზე.
_ ღმერთო ჩემო ეს რა არის?
  სირცხვილისგან დავიწვი. მინდოდა იქვე მიწა გახსნილიყო და თან ჩავეყოლებინე. გარშემო ვერაფერს ვხედავდი. გავრბივარ და მეც არ ვიცი სად. ყველა ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს საინტერესო ფილმის მომენტს უყურებდნენ. თოვაც უფრო გახშირებულა. ვსველდები მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წეღან იყო. გიორგი მომსდევს, მაგრამ მის თავიდან მოშორებას ვცდილობ.
***
_ ლიზა, დამელოდე ძალიან გთხოვ.
_ ძალიან გთხოვ ახლა მარტო მინდა ყოფნა.
_ ლიზა მარტო ყოფნა გამოსავალი არ არის. ასე საკუთარ თავში ჩაიკეტები და როცა საუბარი მოგინდება  გაგიჭირდება.
_ ფსიქოლოგივით რატომ მესაუბრები?
_ ფსიქოლოგი ვარ.
_ სერიოზულად?
_ ხო სერიოზულად. არ მჭირდება, არ მომიყვე შენი ოჯახსი პრობლემები. არც ის მაინტერესებს ეს, როგორ დაგემართა. უბრალოდ მომეცი უფლება დაგეხმარო. ის, რაც იქ მოხდა შეიძლება ეს შენს სასიკეთოდაც იყო. არასოდეს არ უნდა დამალო ის, რაც ხარ. საკუთარი თავი ასეთი უნდა გიყვარდეს.
_ ქორწილის დღეს, ჩვენი მანქანა აფეთქდა.
_ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა შენს გარდა ვერავის უშველის შენს თავს.
_ სწორედ ასე მელაპარაკება ყველა. დედაჩემი დილიდან ლექციებს მიკითხავს. მიხედე თავს, გაიკეთე ოპერაცია, წადი სალონში და მიწესრიგე თავი. მე კი ყველაფრის სურვილი დაკარგული მაქვს... რას ვაკეთებ? ან შენ რატომ გიყვები ამ ყველაფერს.
_ ლიზა ასეთი არასდროს იყავი, რაც პირზე მოგადგებოდა ყველაფერს ამბობდი. არასდროს გულში არაფერს იტოვებდი. მიეცი საკუთარ თავს მეტი თავისუფლება, ასე საკუთარ თავს მეტ თავდაჯერებულებას შესძენ. მე კი გეტყვი, რომ ასეთიც მომწონხარ.
_ ისევ?
_ შენ ყოველთვის ჩემი ოცნებიც ქალი იქნები.
_ მე კი მეგონა, რომ...
_ გეგონა თუ შენს სახეს ვნახავდი ამ სიტყვებს აღარ გეტყოდი?
_ ხო. უნდა წავიდე.
_ აიღე გამომართვი! ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, როცა საუბარი მოგინდება ამ მისამართზე მოდი.
_ ეს სახლის მისამართია?
_ არა ოფისის.
***
  ,, ნეტავ ფეხები რატომ არ მომტყდა გარეთ რომ გამოვდიოდი“. საკუთარ თავს ვებუზღუნები და ისევ ვაგრძელებ სახლამდე აღმართს. სანამ კორპუსს მივუახლოვდებოდი,  გიგიზე მეფიქრება. ,,ნეტავ სად არის? ნეტავ თუ წავიდა“. სანამ სადარბაზოს კართან ზარი დავრეკე იქვე წაქცეული კაცი შევნიშნე. ტანით მოკეცილი, ზემოდან თბილი პლეტი ეხურა. სახე სულ დაუფარავს. ძნელია გაერვკვიო ვინ არის? იქნებ მათხოვარია, ან იქნებ ყაჩაღი. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ყველა მათხოვარს ნუ დაუჯერებ.  მივუახლოვდი: ბატონო კარგად ხართ? ვეკითხები ის, კი არ მპასუხობს. ახლა ხელით ვცდილობ შეხებას. კაცი შეშინებული შეკრთა და უკან დაიხია. ,,ბატონო იქნებ შემიძლია რამეში დაგეხმაროთ?“  შემოვტრიალდი, რომ საშველად ვინმესთვის დამეძახა სულ რამოდენიმე წამით. უკან რო დავბრუნდი იქ, არავინ დამხვდა. ,,ჯანდაბა ლიზა! უკვე მოჩვენებები დაგეწყო“. სადარბაზოს კარები მივიხურე და ლიფტი გამოვიძახე. ,,მე_14? ო, როგორარ მიყვარს ლოდინი“. ფეხებში სიცივე ახლა უფრო ვიგრძენი.  სახლის კარი შევახე თუ არა იოანა ფეხებთან დამხვდა. დედაჩემ ჭოჭიალიდან ამოუყვანია და ახლა იატაკზე დახოხავს. ნუცამ ხელებში ნახატები მომაჩეჩა და მითხრა საახალწლოდ გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ორიოდე სიტყვით ნუცას ნახატები მოვუწონე და ცალი თვალით ალის შევხედე დაუწვენიათ. ,, ასე ადრე რატომ დააწვინეთ?“ მომვლელს ვეკითხები მან კი მიპასუხა, რომ დამამშვიდებელი დაალევინა და ამის ფონზე ჩაეძინა. დედაჩემს ხო ვერაფერს გამოაპარებ ქურთუკი გავიხადე თუ არა მეკითხება: ,,მოხდა რამე? გაფითრებული მეჩვენები.“ მე ვითომ საუბარს თავი ავარიდე თაროდან ფაფის ფხვნილი გადმოვირე და მომზადება დავიყე, თან დედაჩემს ვპასუხობ. ,, არაფერი არ მომხდარა. ძველ მეგობრებს შევხვდი ცოტა ვისაუბრეთ და სახლში წამოვედი“. თან ამ სიტყვებს ვამბობ და თან იოანეს ხელში აყვანას ვცდილობ, რომელიც ხელიდან ზურას მოტანილ მანქანას არ უშვებს.  ამ სიტყვების თქმა იყო და ყურში ალის ხრიალი ჩამესმის. ,,აი, მესმის ქმარი, სულ რო პარალიზებული იყოს მაინც აინტერესებს სად იყო მისი ცოლი“. იოანეს როგორც იქნა ფაფა ვაჭამე და ახლა მომვლელს ვთხოვე ალის ოთახიდან გასულიყო.
  ,, იეჭვიანე... იეჭვიანე არა? ვიცი, რო ყველაფერი გესმის ან თუ არ გესმის,  ხო გრძნობ მაინც არა? ვერთობოდი... ეგ ადრე იყო. აბა, ახლა შემომხედე. ხო, შემომხედე! ასეთი ქალი, ასეთი სახით, ვის რაში ვჭირდები. ქმარი მყავს და მგონი არც მას აღარ ვჭირდები. იცი ვის შევხვდი? გიორგის, შენც გიყვებოდი ამ ბიჭზე. ადრე, ბავშვობაში მაგას ძალიან ვუყვარდი. ახლა კი დამინახა თუ არა ჩემი სახის შეეშინდა. ალი საეჭვიანო არაფერი გაქვს, რადგან ერთმანეთის იქით გზა აღარ გვაქვს. დღეს გიგი იყო მოსული. მან მითხრა, რომ საუბარი შეგიძლია. რა სასაცილოა არა? შენ რო საუბარი შეგეძლოს... არა! ასე ვერ გამიმეტებდი არა. ტყუილია შენც მის მსგავსაც ასე არ მოიქცეოდი. მე თუ არა იოანეს მაინც ეტყოდი რამეს. ის, ისე უცვოდველად ითხოვს რომ მამამ ხელში აიყვანოს. ნეტავ იცოდე როგორ ზრუნავს შენზე. როცა გეძინა კართან იდგა და ნუცას ოთახში, შემოსვლის უფლებას არ აძლევდა. საოცარია ამ ასაკში, ბავშვი ასეთი მგძნობიარე იყოს. ალი დავინახე შენს დას თვალი, როგორ გააყოლე... არ მინდა დავიჯერო, რომ გიგი მართალია და ეს ყველაფერი უბრალოდ კარგი სპეკტაკლია. გემუდარები მითხარი მართლა შეხვდი გიგის მამას? დაგემუქრა? ახლა ჩუმად იმიტომ ხარ, რომ ისევ გემუქრება?
_ ქალბატონო ძალიან გთხოვთ ასე მის ჯამრთელობას საფთხეში აგდებთ.
_ მას ლაპარაკი შეუძლია. გარშემო რამდენი პრობლემაა ის, კი სავარძელში ძის და არაფერს ამბობს. ალი! გონს მოდი. ჯანდაბა! შენ თუ ლაპარაკი შეგიძლია ხმა ამოიღე. წახვედი და ამდენ პრობლემასთან მარტო დამტოვო...
_ ქალბატონო ძალიან გთხოვ ოთახიდან გადით.
_ შვილო გამოდი თუ ღმერთი გწამს.
_ არა, დედა არ გამოვალ. ალის ლაპარაკი შეუძლია და ჩუმადაა.
_ ლიზა მართალია ჩემს ძმას ლაპარაკი შეუძლია.
_ ნუცა გაჩუმდი შენ, მაინც ნუ აგიჯებ ისედაც გაგიჟებულ ქალს.
_ არა, დედა ნუ აჩუმებ. მიდი ნუცა თქვი რისი თქმა გინდოდა.
_ მე დავინახე ფანჯარასთან შებრუნებული ალი, საკუთარ თავს როგორ ელაპარაკებოდა.
_ არა, გავგიჟდები...გეფიცებით მართლა გავგიჟდები. ვიფიქრე სახლში ქმარი მომყავსთქო და ვინ იცის იქნებ კრიმინალია.
_ შვილო გაჩუმდი, რა სისულელეებს ამბობ.
_  დედა, მე ვიცი რასაც გავაკეთებ. ნუცა მიდი ტელეფონი მომიტანე.
_ ვის ურეკავ?
***
_ ანჩო გამარჯობა!
_ რომელი ხარ?
_ არ ვიცი, ახლა, სადაც არ უნდა იყო მისამართს მოგწერ და მოდი.
_ ლიზა ყველაფერი მოგიყევი რაც ვიცოდი.
_ როგორც ჩან ყველაფერი არა. გელოდები ერთ საათში ვიქნები ადგილზე.
_ კარგი მოვალ.
_ დედა ძალიან გთხოვ იოანე აბანავე და დააძინე მე შეიძლება დამაგვიანდეს.
_ ბავშვებზე არ იდარდო, მთავარია შენს თავს არაფერი მოუწიო.
_ დედა ამაზე მეტი რაღა უნდა მოდეს.
***
  შხაპის ქვეშ, თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. თითქოს და სახიდან ირეცრება ის, ლაქები, რომელიც არასდროს აღარ გაქრება ჩემში.  ტკივილის ტარება რთულია და კიდევ უფრო რთული, იარებთან ერთადაა. ანჩოს შეხვედრა  7 საათზე დავუნიშნე. გვანცა მუშაობას 8_ზე ამთავრებს ამასობაში გვანცას დავითანხმებ შეხვედრაზე. აბაზანიდან გამოვედი თუ არა  შეტყობინება მივწერე. ,,სამსახურის შემდეგ არაფერი დაგეგმო შენი ნახვა მინდა“. ჩაცმასთან ერთად თმაც სწრაფად ჩამოვისწორე და მზად ვიყავი გასასვლელად და გვანცამ პასუხი მომწერა. ,,მაპატიე პატარა დღეს საღამო უკვე დავგეგმე. არა, თუ გჭირდები? მომწერე და გავაუქმებ შეხვედრას“. ამას რაღა დაემართა? ნეტა კიდევ ხო  არ შეხვდა ზურას? ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. ,,არა, მიხედე სააქმეებს და როცა მოიცლი შემეხმიანე“.
***
_ მზად ხართ? დავიწყოთ თათბირი. მაშ ასე...  თათბის კარგი ამბებით დავიწყებ. ჩვენი იდეა ამერიკელებს ძალიან მოეწონათ და მზად არიან საქმეს უფრო ახლოდან გაეცნონ. მომავალ კვირას ჩვენ კომპანიას ახლოდან შეისწავლიან. ამისთვის საჭიროა...
_ დისციპლინა
_ მართალი ხართ. დისციპლინა უპირველეს ყოვლისა.
_ და კიდევ ყავა.
_ რა ყავა? ვინ არის ეს უცხო პიროვნება და რატომ არ მაცდით თათბირის ჩატარების საშუალებას?
_ უი, დამავიწყდა ჩემი წარსდგენა. მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ ზურა.
_ აქ, ვინ აგიყვანათ და რა თანამდებობაზე ხართ?
_ ქაღალდების მოწესრიგება, საბუთების სწორად და დროულად მიტანა დანიშნულების  ადგილზე და კიდევ ბევრი რამე.
_ გეკითხებით ვინ აიყვანა ეს უკულტრო ადამიანი სამსახურში.
_ მე ქალბატონო.
_ ხოდა გადაეცით თქვენ ახალ თანამშრომეს, მისი ადგილი აქ არ არის და მიხედოს ბუღალტერიას.
_ ღმერთო რა მკაცრი უფროსი ყოლია ამ დაწესებულებას...
_ ბატონო გთხოვთ წამობრძანდით.
_ ერთი წუთით რა...
_ რას აკეთებ?
_ მოიწიე რაღაც უნდა გითხრა.
_ აქედან გადი.
_ უკვე შემიყვარდი.
***
  უკვე  7 საათია. მე კი კაფეში ვარ და ანჩოს ველოდები. ახლა უკვე აღარ მოვერიდე, თმა სახიდან გადავიწიე და ამაყად დავჯექი მაგიდასთან. მიმტანს ცოტა ერიდებოდა ჩემთან მოსვლას, მაგრამ მაინც გაბედა და მოვიდა.
_ რას მიირთმევთ?
_ ჯერ არაფერს ველოდები.
_ აი, მეც მოვედი! ორმაგი ექსპრესო თუ შეიძლება.
_ მეც იგივე.
_ ლიზა რაც ვიცოდი ყველაფერი გითხარი.
_ ანჩო კარგად გაიხსენე. იმ დღეს, ალის გვერდით უცხო მამაკაცი ხომ არ შეგინიშნავს?
_ ლიზა იმ დღეს იმდენი ხალხი იყო. ასეთი უცხო არავინ შემინიშნავს.
_ კარგად გაიხსენე ხელი რო მოვაწერეთ, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდი ალი, ხომ სადრაც გავიდა სად იყო?
_ ჯერ ზურასთან მივიდა, შემდეგ მამამის დაემშვიდობა შემდეგ მანქანების  გასაღები გამოართვა...
_ ვის გამოართვა ვინ იყო?
_ არ ვიცი, ვიღაც ვინც იქ მუშაობდა.
_ გიგი საფთხეშია!
_ ვერ გავიგე რატომ?
_ ის, ჩემთან იყო მან მითხრა, რომ მამამისი ცოცხალია ახლა კი მისი სიცოცხლე საფხეშია.
_ დამშვიდდი ის კარგადაა.
_ შენ საიდან იცი?
_ ვიცი, ახლა ისინი უსაფთხოდ და კარგად არიან.
_ ვინ ისინი ნოდარიც მასთან ერთადაა?
_ კი.
_ მასთან წამიყვანე!
_ არ შემიძლია.
_ რატომ?
_ ეს სახიფათოა.
_ მენდე კარგი? უბრალოდ ადექი და მასთან წამიყვანე ძალიან ბერი შეკითხვა მაქვს  მისთვის.
***
    საბოლოოდ ანჩო, მაინც დავითანხმე გიგისთან შეხვედრაზე. დადგა დრო, ყველა შეკითხვაზე, მივიღო პასუხი:  ვინ დაამონტაჟა მანქანაში, ასაფეთქებელი მოწყობილება? ვინ გადასცა 208ს ბრილიანტები? ვინ არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი კარგად დაგეგმა. მივედით არ ვიცი სად? გარშემო სიბნელეა და ვერაფერს ვხედავ. მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ ხელი მტაცა, თვალებზე რაღაც ამაფარა. დავიწყე ყვირილი, დახმარებას ვითხვდი, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან მალე პირიც ამიკრეს. ძალდატანებით არ ვიცი სად, დამაბეს... გამწარებული ვცდილობ თავის დახსნას, მაგრამ შეუძლებელია. ,,თვალები აუხსენით!“ არა! ოღონდ ეს არა... ნეტავ მომკვდარიყავი და ეს ხმა არ გამეგო. თავს გამწარებით ვაქნევ. ვანიშნებ არა, არ მინდა თვალების ახსნა. მომკალით, აქვე მომკალით! გულში ხმამაღლა ვყვირი. ნეტავ თუ ესმით ეს სიტყვები სხვებს? ნეტავ გაიგოთ, რომ ახლა ყველაზე მეტად მისი სახის დანახვა არ მინდა. ამიხსნეს! ხო, მომცეს უფლება კიდევ ერთხელ ჩამეხედა თვალებში, მატყუარა, ცივი ადამიანისთვის, რომელმაც ჩემით ითამაშა. მოატყუა ყველა! მეც, ჩემი შვილიც, და, მეგობრები და მამამისი, რომელიც ალბათ საფლავსიც აღარ ისვენებს.
***
_ მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ი...
_ ლიზა ყველაზე უცვოდვველი ამ საქმეში შენი იყავი და შეხედე შენც აქ ხარ.
_ ეს არის შენი ნამდვილი სახე? თაგვის სოროში, ამ ადამიანებთან ერთად... სახლში ვინ იყავი? მოსიარულე მკვდარი? მეზიზღები, მეზიზღები, მთელი გულით მძულხარ!
_ საკმარისია აუკარით პირი. ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
_ სხვა გზა არ გვქონდა. აქ, უნდა მოგვეყვანა.
_ გიგი ენისთვის კბილი, რომ დაგეჭირა ახლა ეს აქ არ იქნებოდა.
***
  თვალებითან ცრემლები ღაპაღუპით ჩამომსდის. ძალიან მინდა ახლა აქედან ავდგე და ყველას, ვისაც ვხედავ მოვკლა. გიგი, ნოდარი, ანჩო, რატი, მონიკას შეყვარებული ალი, ალის მომვლელი. ერთმანეთში ისე მშვიდად საუბრობენ თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ალის ლაპარაკი შეუძლია!  ეტლში ზის იქნებ და ესაც თამაშის ნაწილი იყო, მაგრამ აქ, ხო მისი ნამდვლი სახეა. ეტლიდან რატომ არ ადგა? აქ, კიდევ რამოდენიმე უცხო ადამიანს ვხედავ. ძალიან გამიმართლა, რომ მათ შორის ზურა გვანცა და მონიკა არ არის, არც დედაჩემია აქ. იოანე! თავში მხოლ ამან გამიელვა. ეს თუ ასეთი ცხოველია, თავის შვილსაც არ დაინდობს. არ ვიცი ალი, როგორ მიხვდა მაგრამ მითხრა:_ ბავშვები კარგად არიან.
  მშია, მწყულია სიკვდილი მინდა. ბავშვი ალბათ რძეს ითხოვს. მე კი აქ, ჩემს ქმარს, ნამდვილი ყაჩაღივით ვყავარ გამომწყვდეული. ეს ხო, ქმარი არ ყოფილა, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ყველაფერი თამაშია. უკვე აღარ ვიცი ჩემს ირგვლივ  რა არის სიმართლე  და არა. ახლა სრულიად უცხო მამაკაცი მოვიდა. ძალიან სოლიდურად ჩაცმული. ყურადღება პირდაპირ ჩემსკენ გადმოიტანა. ვხედავ არ ესიამოვნა დაბმული ქალის ხილვა.
***
_ ეს რა არის!  ქალი რატომ გყავთ დაბმული?
_ დეტექტივო ნუ ღელავთ ის, ჩემი ცოლია.
_ ალი რადგან შენი ცოლია,  ეს იმას არ ნიშნავს რომ დაბმული უნდა იყოს. გაუშვით თუ შეიძლება.
_ არ შეიძლება.
_ რა ქვია არ შეიძლება?
_ ეს ქალი, ახლა რო ავუღვათ ღმერთმა არ იცის აქ რა მოხდება. მე ამ ეტლიდან გადმომაგდებს, შემდეგ ამ ეტლს, თავზე ჩამომახობს და თქვენც არამგონი კარგი ბედი გეწიოთ.
_ გასაგებია მან არ იცოდა, რომ ჩვენთან თანამშრომლობდი.
_ მეტი უფროსო მეტი! არ იცოდა რო ლაპარაკი შემეძლო.
_ მაშ ხელები ამიწევია ძმაო, რადგან ჩემს მეგობარსაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა და ბოლოს იძულებული იყო ქალი სადაფში ჩაეკეტა.
_ და ვინ იყო არ გაგვიმხელთ?
_ არამგომია იცნობდეთ. აბა, სად არის ის, ქალი მომიყვანეთ?
_ აი, ბატონო ის ქალი ჩემი ცოლია.
_ კარგი მაშინ გადით და მარტო დამტოვეთ ქალბატონთან.
_  ბიჭო! ბარემ ისიც მითხარი შენი ცოლი მაგარი ნაშაოო.
_ შენი ცოლი კი ლამაზია, მაგრამ სულელი  შენ, რომ გამოგყვა ცოლად.
_ იცოდე თვალს გადევნებთ.
_ ალი დამშვიდდი თუ შეიძლება და გიგი სკამი მომაწოდე, რომ ჩამოვუჯდე ამ მანდილოსანს.
_ ბიჭო გამიფილებიხა შენ! ჭკვიანად იყავი თორე გადაგამტვრევ ამ სავარძელს თავზე.
_ შენ ოღონდ მანდედან ადექი და ბაზარი არაა.
***
  ეს კაცი, მიახლოვდება და სკამს ჩემ პირდაპირ დგავს. ცოტა უჩვეულოდ სკამი, შემოაბრუნა და ჩემს წინ დაჯდა. ცოტახანს ჩემს სახეს დააკვირა და ჩაეღიმა. ,, ეგ არაფერია მალე გაივლის“.  ფთხილად პირიდან სახვევი ამიხსმა და საუბარი დამიწყო.
_ დამშვიდდი არაფერს დაგიშავებთ. მე ისიც რ ვიცოდი, რომ აქ ალის ცოლს შევხვდებოდი. ალი ცოტა დურაკია, მაგრამ კარგად მუშაობს. შენი ქმარი, კრიმინალი არ არის კარგ საქმეს ეწევა. მისი თავდადებით რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მათ შორის შენიც. შენ აქ, მარტო იმიტომ ხარ, რომ რათაცების გამოძიება დაიწყე. ეს კი შენც დაგაზარელბდა და შენს ოჯახსაც.
_ ვინ ხართ?
_ სწორი შეკითხვაა. მე დეტექტივი ვარ. დიდი ხანია თქვენთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ბევრჯერ თავი შევიკავე. ამ საქმეზე მამაჩემმა მუშაობა, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიუჯეტში ძალიან დიდი რაოდენობით თანხა დაიკარგა. ადგილი ძარცვას და კრიმიმალს ჰქონდა. თქვენს ავარიამდე ვესაუბრე ალის,  ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა  მოღალატე. ბრილიანტები ჩემთან მოსვლის მაგივრად ისევ სხვის ხელში აღმოჩნდა. ახლა აქ ბრილიანტებს კი არ ვეძებთ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეზე ვზრუნავთ. ისინი, კი ვისაც აქ ხედავ მოღალატეები არ არიან პირიქით სხვების სიცოცხლეზე ზრუნავენ.
_ გასაგებია გამიშვით თუ შეიძლება.
_ თქვენი ქმარი ამბობს, რომ ეს სახიფათოა.
_ ის, არ არის ჩემი ქმარი.
_ მე მივხედავ.
_ კარგით ოღონდ როცა დამშვიდდებით საუბარს ისევ გავაგრძელებთ.
_ თუ ეს უნდა ჩამომიჯდეს ახლა წინ ისევ ყვირილს დავიწყებ. მიშველეეეთ! დამეხმარეთ!
_ გაჩუმდი შეშლილო . კარგად იცი, რომ აქ არავინაა ტყუილად ყვირი. ან ვინ უნდა მოვიდეს შენი ქმარი აქ არის?
_ ალი, შენ ქმარი კი არა ცხოველი ხარ.
_ ლიზა გაიხსენე ბოლოს იოანემ,  გვიან ღამით როდის გაგაღვიძა.
_ არ ვიცი, ალბათ რამოდენიმე დღის წინ. გამიშვი ბავში უნდა ვაჭამო. ნუ ნერვიულობ ბავშვებს უკვე სძინავს.
_ შენ რა ადამიანი ხარ? არა რა, არ მესმის ან რა გული გიძლებდა ბავშვი ხელში რო არ აგყავდა.
_ იოანებ იცოდა მამამისის სამსახურის შესახებ. მე და ჩემი ბიჭი, საუკეთესო მეგობრები ვართ.
_ ჭირსაც წაუღია თქვენი სამსახური, როცა ოჯახს და საყვარელ ადამიანებს ატყუებთ. გიფიქრია მაინც ამას ზურა როგორ მიღებს? არა, არ მიიღებს და არც არასდროს გაპატიებს ალბათ.
_დრო მოვა და ყველაფერი დასრულდება.
_ როდის მოვა ეს დრო? უკვე ორი წელი გავიდა ავარიდაან. თითქმის ყველა პრობლემას მარტო ვაგვარებდი. ახლა არც მე და არც ჩემს შვილს აღარ გვჭირდები.
_ ჩემ შვილმა მაპატია ახლა შენც მაპატიებ და ყველაფერს ნელ-ნელა აგინაძღაურებთ იმ დროსაც, როცა თქვენს გვერდით არ ვიყავი.
_ და საიდან მოიტანე, რომ გაპატიებს. შენ... ძალიან აუტანელი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
_ ლიზა აღიარე, რომ გიხარია ჩემი ნახვა. გიხარია, რომ სულ მთლად დამბლა არ ვარ. ახლა ალბათ მაგ სკამიდან წამოდგები თუ არა მაკოცებ.
_ ალი იმ კეტს ხედავ?
_ ხო მერე?
_ წამოვდგები თუ არა თავში ჩაგარტყამ აი, ამას გავაკეთებ.     
_ ძმაო, რაც დამაბარე მოვიტანე.
_ მადლობა გიგი. ეს ჩემი ცოლის საყვარელი საჭმელია.
_ გიგი დღღეს ჩემს სახლში იყავი მოსული რისი თქმა გინდოდა?
_ იმის, რაც ყველას გვაერთიანებს. უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა.
_ ვინ არის 208?
_ ო, ქალბატონო თუ გადაიფიქრებ და ქმარს, თავში კეტს არ ჩაარტყავ მაგასაც გაიგებ.
_ პატარა ბავშვები კი არ ვართ. გამიშვით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ.
_ ალი იქნებ სიმართლეს ამბობს ავუშვათ რა, ისედაც რამდენი საათია ასე გვყავს.
_ გიგი ძმაო, არ დაიჯერება გამწარებული ქალის სიტყვა.
_ გპირდები არაფერს გავაკეთებ.
_ არც მაკოცებ?
_ მითუმეტეს!
_ მიდი გიგი მზად ვარ თვალებს დავხუჭავ და შენ აუშვი.
_ ხალხო, შემოდით ლიზას ვუშვებ და თუ რამეა დაჭერაში მაინც დამეხმარეთ!
_ არა, რა ხო ვამბობ ერთ ოჯახს მაგონებს ძალიან.
_ ვის დეტექტივო?
_ ერთი ძალიან შეშლილი ოჯახი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოგვარდნენ.
_ როგორ?
_ ტყუპი გოგოების შემდეგ ტყუპი ბიჭები გააჩინა ცოლმა.
_ აი, ხომ ვამბობდი არაფერს გავაკეთებ.
_ დაიშალეთ! განგაში იყო.
_ არა! მოდი აქ უნდა მოგკლა.
_ რატი რას მიყურებ? დამეხმარე ალი სავარზეში დამაბრუნებინე.
_  გიგი გაიწიე უნდა მოვკლა! ცხოველო, ლაპარაკი შეგეძლო და არაფერი თქვი. არცერთ ჩემს ვიზიტზე, არაფერი მითხარი. არც მაშინ თქვი რამე როცა გითხარი, რომ ნახევარი სახე დამწევარი მქონდა. არც მაშინ, როცა იოანე გავაჩინე. ცხოველი ხარ უნდა მოგკლა!
_ დეტექტოვო არაფერი გავაკეთოთ? ასე შეიძლება ერთმანეთი მოკლან.
_ სულ ცოტახანი და ქალი აკოცებს.
_ ეს თქვენ საიდან იცით?
_ ხშირად ასეთი სიტყვები ბოლოს კოცნით მთავრდება ხოლმე.
***
_ კისერი... კისერი ძალიან მეტკინა.
_ სად? ძალიან გტკივა?
_ აი, აქ მარჯვნივ. სახეც, სახეც მტკივა.
_ მეზიზღები.
_ ვერც მე ვერ გიტან ჩემო შეშლილო ქალბატონო.
_ ტუჩის კუთხეშიც მეტკინა...
_ იციი...
_ რა?
_ რა კი არა ადექი წამოყენებაში დაგეხმარები.
_ არ მაკოცებ?
_ რათქმაუნდა არა. ბიჭებო, ეს თქვენი თანამოძმე ეტლში დააბრუნეთ. მე სახლში უნდა წავიდე.
_ ლიზა!
_ არ იდარდოთ. არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ.
***
  ამაზე საშინელი რა უნდა ყოფილიყო, თურმე ჩემი ცხოვრების ორი წელი ისევ ტყუილში გავატარე. აზრზე არ ვარ სად ვარ. შენობიდან კი გამოვედი, მაგრამ არ ვიცი აქედან როგორ უნდა წავიდე. ვერც გზას ვხედავ, რომ ხალხს დახმაება ვთხოვო. ტელეფონის ფანარით ვცდილობ გავერკვიო ეს რა ადგილია. ერთადერთი რაც ამოვიცანი იყო კედლებზე წარწერა. ,, ეს ხომ თავშესაფარია“ დრო მიდის, მაგრამ არაფერი იცვლება.  გარეთ თოვლს, უკვე დაუდია ფეხებში სიცივე ვიგრძენი მინდოდა უკან დაბრუნება. მინდოდა ალის კისერზე ძლიერ მოვხვეოდი და მეთქვა. ,, იცი რა... ძალიან მჭირდებოდი. ვტიროდი მაშინ, როცა ჩემს გვერდით არ იყავი. მტკიოდა, მაშინ როცა შენ სდუმდი. როცა გიყურებდი უძლურს, როცა ვხედავდი რომ არაფრის გაკეთება არ შეგეძლო. აი, სწორედ მაშინ მე ყველაზე ცუდად ვიყავი. ახლა კი, როცა გხედავ... ისეთი ხარ, ისევ შეგიძლია ჩემზე ზრუნვა. მე უკვე აღარ მაქვს შენი იმედი. მე შენი ნდობა აღარ შემიძლია.“ ფიქრებს საკუთარ თავში ვალაგებ და დაჟინებით ვცდიობ თავი დავაღწიო აქაურობას. გამიშვით! ალი ვიცი რომ შენ ხარ. პირობას გაძლევთ არავის არაფერს არ ვეტყვი, მაგრამ ახლა ჩემს შვილთან უნდა წავიდე. მეტკინა! ცხოველო ხელი ძალიან მტკივა. დიდი ხანი ვიძახდი ალის სახელს მაგრამ მივხვდი, რომ ის არ იყო. რამოდენიმე წამში ძალდატანებით მანქანაში ჩამსვევს და გაურკვეველი მიმართულებით წავედით.  ვეღარც ხმის ამოღება და ვერც ვერაფერს ვხედავ. ,, საუკეთესო დღის საუკეთესო დასასრული. ნეტავ ახლა ვინ უნდა ვნახო. ან კიდევ დარჩა რამე რისი გარკვევაც მინდა. არა, არაფერი არ მინდა გარდა იმისა, რომ იოანეს ჩავეხუტო და ნუცაზე ვიზრუნო“. ისევე ძალდატანებით, მკაცრად მანქანიდან გამომიყვანეს. ისევ, ისე სკამზე მიმაბეს. რამოდენიმე წუთით გარშემო სიწყნარემ დაისადგურა. ,, იქნებ ეს არის 208 და ახლა მის ხელში ვარ და თუ მართლა ასეა აქედან ცოცხალი ვეღარ გავალ“. ახლა ვგრძნობ, რომ სხეულის ყველა ნაწილი მიკანკალებს. თავი კოშმარში მგონია. მინდა ვინმემ გამაღვიძოს და მითხრას, რომ დღევანდელი დღე, სიზმარი იყო და ხვალიდან ისევ ისე იქნება ყველაფერი. ვიღაც მიახლოვდება და ყურში ამ სიტყვებს მეუბნება. ,,დიდი ხანია შენთან შეხვედრა მინდა“. ეს ხმა თითქოს, მეცნობა არადა არ მინდა, რომ მეცნობოდეს. ისედაც საკმარისი იყო რაც დღეს გავიგე და მოვისმინე.  არ ვიცი ასეთ დროს, როგორ იქცევიან,  მაგრამ. მე დღეს უკვე მეორედ გამიტაცეს და ნამდვილად არ ვუყურებ ამ ყველაფერს სერიოზულად, ან უკვე გავგიჟდი. მომცეს საშუალება სახე და პირი ერთდროულად ამიხსნე. ერთადერთი, რაც ავღნიშნე იყო ის, რომ აქაურობა თაგვის სოროზე გაცილები კარგად გამოიყურება. თეთრი მოპრიალებული ოთახი იყო. კაცი კი, რომელიც ყურში მელაპარაკებოდა...
_ კიდევ კარგი თქვენ, მაინც მოიფიქრეთ და სარდაფში არ დამამწყვდიეთ. უნდა ავღნიშნო, რომ აქაურობა ძალიან მომწონს.
_ რაა?
_ ბიძი მე თქვენ გიცნობთ. თქვენ ის, არა ხართ ჩემი უბნიდან?  ერთხელ ჩაიზეც კი დამპატიჟეთ. არა, თავიდანვე კი ჩანდით ძაღლი, მაგრამ ასეთიც არა.
_ არ გაჩუმდები?
_ კი, ცოტა პირი კი გამიშრა. დღეს ჩემთვის ეს მეორე გატაცებაა და...
_ დარწმუნებული ხართ, რომე ეს ქალი უნდა წამოგვეყვანა? მგონი გიჟია...
_ ქალს იტაცებ და არ ხარ დარწმუნებული გიჟია თუ ნორმარული? ჩემო კარგო, ამ სამყაროს ნახევარზე მეტი გიჟი დაიარება. განა შენ არ ხარ გიჟი, ამ საქმიდან ფულს რომ იღებ და მერე შენს შვილებს აჭმევ. ყელში როგორ გადასდის ის ლუკმა, რითაც შოულობ ამ ფულს. შენი ხელები ბინძურია... ღმერთმა იცის დღეში, რამდენი ადამიანის გატაცებას გავალებენ და მერე ერთ ოთახში ჩაკეტვას.
_ ძალიან გთხოვ მორალს ნუ მიკითხავ.
_ ეს თქვენ იყავით, ვინც ორი წლის წინ მორალი წამიკითხა და თქვენ წარმოიდგენთ მიშველა.
_ არ ვიცი ალბათ ვიღაცაში გეშლებით.
_ კი არ მეშლება ეგრეა. ერთ დღეს, ჩაიზე დამპატიჟეთ. მეორე დღეს სახელი შეიცვალე და ჩემს სახლში, მებაღედ დაიწყეთ მუშაობა. ავარიის დღეს, ალის თქვენ გადაეცით მანქანის გასაღები. მანქანაშიც თქვენ დააყენეთ ასაფეთქებელი მოწყობიობა.
_ ტყუილია...
_ ავარიის შემდეგ საავადმყოფოში, თქვენ სცადეთ ალის გატაცება.  არ გამოგივიდათ, რადგან დაცვამ შემოგისწროთ. ხელიც იმიტომ გაქვთ მოკეცილი, რომ ტრავმა გაქცევის დროს მიიღე. დღეს დილით, ჩემს სადარბაზსთან, მოკეცილი მათხოვარიც შენ იყავი. მთელი ორი წელია, დამსდევ, სახეს იცვლი, მაგრამ  რატომ? ახლა შენ მიპასუხე:  რატომ დამსდევ და რა გინდა ჩემი ოჯახისგან?
_ ბრილიანტები.
_ კარგი გეტყვი, რომ მე მაქვს. მე გადავრჩები, შენ კი ბრილიანტებს მიიღებ, მაგრამ მიპასუხე ვინ არის 208?
_ მე ვარ!
_ ვიცოდი... არა ვიცოდი რა! ვიცოდი რომ ბოლომდე შენი ნდობა არ შეიძლებოდა. ახლა გასაგებია რატომ დაარწმუნე ხალხი, რომ მამაშენი ცოცხალია, რადგან ეჭვი შენზე არავის არ აეღოთ. ბარემ ჩემი მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი და ბოლოს მითხარი ვინ იყო თავდაპირველად ბრილიანტების მფლობელი.
_ ანდრია.
_ ვინ ბელას ბიძა?
_ მარტო მოქმედებ თუ შენს ძმასთან ერთად?
_ არა, ისიც აქ არის.
_ ხელებს თუ ამიხსნით ტაშს დაგიკრავთ, რადგან ძალიან კარგად ითამაშეთ. მოიცა ეს გამოთქმა, როგორ არის? ,,ერთი გასროლით ორი კურღელი მოვკალი“ თუ პირიქით? ბრილიანტები კი არა ნაბიჭვრებო, მთელი ცხოვრება ციხეში ამოლპებით. გიგი, ნოდარი, დაემშვიდობეთ გარე სამყაროს, რადგან ბოლოჯერ ხედავთ.
_ რას ბოდავ?
_ ყველგან პოლიცია, რომც მოინდომოთ გაქცევას ვერ შეძლებთ.

რამოდენიმე საათის წინ!
_  ლიზა  აქედან, როგორც კი გახვალ მოგიტაცებენ. არ ინერვიულო ჩვენ დაგიცავთ. უკან გამოგვყვებით და ერთად მივალთ დანაშაულების ადგილზე.
_ ანუ მე სატყუარა ვიქნები მათთვის.
_ ასე გამოდის, მაგრამ დამიჯერე თუ ამ წინადადებაზე დაგვთანხმდები ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დასრულდება.
_ დეტექტივი მზად ვარ. რასაც მეტყვით ყველაფერს ისე  გავაკეთებ.

ახლანდელი დრო!
_ არ მჯერა, რომ ყველაფერი დასრულდა.
_ ყველაფერი შენი წყალობით.
_ ხო, მაგრამ ძირითადი, რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი უკვე გაგიკეთებიათ.
_ ანუ მაღიარებ?
_ კი ალი. შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ. სიცოცხლეც კი გაწირე ოჯახის დასაცავად.
_ ახლა ერთი სული მაქვს ჩვენს ბიჭს როდის ჩავეხუტები.
_ შვილო მოხვედით?
_ ეს რა არის? ნაძვის ხე უკვე დაგითგამთ.
_ ხო ნუცამ ვერ მოისვენა და დამადგმევინა, მაგრამ უკვე არღარ ვიცი სად შემოვდო. იოანე უკვე იმდენჯერ დაეჯახა თავისი ჯადოსნური მანქანით. არადა მძიმეა ვერც ვერევი.
_ იქნებ ეს მე შევძლო.
_ ღმერთო ჩემო ალი საუბარ შეგიძლია?
_ ხო ვამბობდი ჩემი ძმა ჯიუტია და აუცილებლად ალაპარაკდება.
_ კი ნუცა მეუბნებოდი და ასეც აღმჩნდა.
_ ძმას არ ჩაეხუტები?
_ კი თანაც ისე,რომ დავახრჩობ.
_ მაპატიეთ კარები ღია იყო. ლომის ხმა შემომესმა თუ არა თავი ვერ შევიკავე და შემოვედი.
_ მოდი ზურა. ჩვენ გავალთ და მარტო ისაუბრეთ.
_ ანუ, როგორ არის შენი საქმე? აღარ ბერძერნიკობ, ამერიკაში გადავიდაო ასე გავიგე.
_ კი ასეა ძმაო. საჩუქარიც ჩამოგიტანე, მაგრამ როგორც ჩანს არ მოგეწონა.
_ აბა, მიდი ჩართე და თან მომიყევი რა ხდება, აგდე ვინმე სერიოზული ურთიერთობისთვი თუ არა?
_ არა ბიჭო კიდევ გვანცას ვეჩალიჩები მის ოფისშიც კი დავიწყე მუშაობა და იმდენი იჩალიჩა გამომაგდეს.
_ ასე რთულადაა საქმე?
_ რა ვიცი ძმაო, ქალებისას რას გაიგებ.
_ ეგაც მართალია.
_ ვა როგორ მომნატრებიხარ ტო! ეს ლაპარაკი გასაგებია, მაგრამ სიარული?
_ მიდი მომეცი ხელი.
_ მოიცადე რას აკეთებ არ წაიქცე?!
_ მიდი გამასწორე და ხელი გამიშვი.
_ ლიზა ნახე ალი ფეხზე დგას.
_ მამა, მამა, მამა...
_ გავიჟდები ამ ბავშვის პირიდან დედა ჯერ არ გამიგია.
_ დედა...
_ რა თქვა? ახლა ამ ბავშვმა დედა დამიზახა? მოდი აქ, უნდა შეგჭამო დედას სამყარო ხარ.
_ არამც! მამას ბიჭია იოანე.
_ მოიცადეთ! ერთი ჭეშმარითული კითხვა დამებადა.
_ მიდი ზურა გისმენთ.
_ ამ ადამიანს, ლაპარაკი როდიდან შეუძლია?
_ აი, ხო ვამბობდი.
_ მოდი აქ, უნდა მოგკლა! ...

გაგრძელება იქნება!

შეგახსენებთ, რომ ,,კურიერი და ლამაზმანი“ შეწყდება და განახლდება 16 იანვრიდან. იქამდე კი
დაელოდეთ!
კიდევ ახალი. ,,საშობაო ზღაპარი“ ემზადება თქვენთან შესახვედრად. თავგადასავალი, რომელიც ჩაგვითრევს და საშუალებას მოგვცემს ლამაზ სამყაროში ვიმოგზაუროთ.  ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც საშობაო განწყბას აგვიმაღლებს და ამავდროულად საშუალება ექნემა ნებისმერი ასაკის მქონე ადამიანს წაიკითხოს. მათ შორის ბავშვებსაც. დაელოდეთ  7 იანვარს, ზუსტად შობა დღეს, გამოვა ,,საშობაო ზღაპარი“ აქვე მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ერთგულ მკითხველებს, იმ თბილი სიტყვებისთვის, რომელსაც ჩვემთვის არ იშურებენ.

გილოცავთ დამდეგს!


მომავალ შეხვედრამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები