ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2019


შთანთქე "მემორი"

შთანთქე "მემორი"
ხვალ თუ ციხეში გავიღვიძებ,
მერე რა?!
არ მეკუთვნოდა,
მაგრამ დავიმსახურე..
გული და ფიქრები
მერე-ვა!
გავიკვირვე..
თითქოს ვინმეს ბრალია
ამდენს რომ გავუძელი,
ვიკრავ ფეხსაცმელს,
ვაკოცებ ჩემს შვილს და
არ დამჭირდება საფუძველი,
ვუთხრა სიმართლე,
შაბათ-კვირას მამა არავის უყვარს,
მაშინაც არ ვიქნები,
მამა არავის უნდა,
დედა წავიდა
ამინდები..
გამოვა ისევ
თუმცა,
დედა წავიდა..
გაიგებდით..
არავის სურდა
თითქოს..
თუმცა დამიჭირეს,
რაინდები..
არიან ჩემში,
თუმცა,
დაიღლები..
როცა გიღალატეს..
იმ "ჩვენ" ს უღალატეს,
შენ რომ გაიზრდები,
და გეყოლება..
შთანთქე "მემორი"
გული და ფიქრები
მერე-ვა!
გავიკვირვე..
თითქოს ვინმეს ბრალია
ამდენს რომ გავუძელი,
ვიკრავ ფეხსაცმელს,
ვაკოცებ ჩემს შვილს და
არ დამჭირდება საფუძველი,
მოვატყუო..
ამას კი ვერ გაიგებ,
ჩემგან ვერა..
და თუ ჩემს ასაკში
მაინც გენდომება,
იცოდე რომ:
სხვასთან წავიდა..
აი ესე
ვითომც არაფერი
სხვასთან წავიდა..
ისე წასულიყო,
უფრო გავაფრენდი,
შთანთქე "მემორი"
ციხე ის იყო,
და ვერ ვამჩნევდი..
გული და ფიქრები
მერე-ვა!
ახლა..
რაც არ უნდა იყოს განაჩენი,
მერე რა?!
თუმცა რომ დამიდო ასარჩევად,
მე..
ვერა?
დიახ.
ისევ ნამდვილ ციხეს ავირჩევდი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები