ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2019


საორე

ნინო დარბაისელი

საორე
- - - -

ჩვენც გვყავდა ფრთიანი რაშები,
ჩვენც გვქონდა ჩვენი თამაშები,
გვიყვარდა ქროლა, აღტაცება,
მანქანის მინების დაწევა,
ცარიელ ტრასაზე
ორ ხმაში
ყვირილი:
- სიცოცხლე კარგი-ა-ააა!

ვისხედით ხანდახან მარტონი,
არც ხმა გვივარგოდა, არც ტონი,
ვამბობდით:
-გზა ყველგან მრუდია
და ყველგან დარდს დაუბუდია,
ცუდია,
სიცოცხლე ცუდია!

რამდენჯერ ვიყავით მგლოვარი!
დავკარგეთ, რაც დასაკარგია,
ვიპოვეთ სხვა მოსაპოვარი.
ერთმანეთს ხმას ვაწვდით ორი და
ვამხნევებთ ძახილით შორიდან:
-დარდი სულ ზედმეტი ბარგია,
შეირგე, თუ რამე გარგია,
გეყო, რაც ქედი მოიხარე,
იღიმე,
იცინე,
იხარე!
კარგია,
სიცოცხლე კარგი-აა-ა!

გული კი შუაზე გვეყოფა...
გვეყოფა,
დღეისთვის გვეყოფა,
ეგ ცრემლი არავის ანახო,
ჩემო გულჩვილო და ამაყო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები