| ავტორი: დ.მ.დ. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 დეკემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სიბნელეს შევყურებ სივრცეში გაწრთობილს და სულის ფსკერიდან მოისმის გოდება, მიშველეთ ჰაერი, ჰაერი არ მყოფნის, მიშველეთ თორემ აქ ეს გული მოკვდება. წაიღეს ოცნება თავნება ყორნებმა, და ვგრძნობ რომ ცხოვრება ნელ-ნელა ობდება, დავითზე სანთელი დამინთეთ მგოსნებმა, დამინთეთ თორემ აქ ეს გული მოკვდება, უღმერთოდ მოკვდება, მოკვდება, მოკვდება. თქვენს ბინძურ სულში ჩაჟანგული განცდა ხრავს ფიქრებს, დაეძებთ სიტყვებს რომ აღმოგთქვათ ბოღმამ სულიდან, რომ თქვენს არსებას აყროლებულს შავსა და ცბიერს, როგორმე ისევ თუნდაც მცირე სიმშვიდე მისცეთ. ამოგარწყიათ ბოღმამ გულიდან, თქვენს მყრალ არსებას ეხვევა მატლი, სივრცე აქოთდა ლეშის სუნით და პარაზიტებიც შეუდგნენ ნადიმს, არის ხორხოცი, ხვნეშა, გნიასი, გაჟღენთილია ჰაერი შხამით და ამ მატლების ორომტრიალში ლაღად ნებივრობს ეგ თქვენი გვამი, ამოგარწყიათ ბოღმამ გულიდან, თქვენს მყრალ არსებას ეხვევა მატლი, ირგვლივ გამეფდა ლეშის სუნი და პარაზიტებიც შეუდგნენ ნადიმს. დაგაფსით თავზე გადაიჯვით რადგან თავადვე, აყროლდით ისე როგოც მძღნერში ყარან მატლები, ისე დაიჯვით ვეღარაფრით ვეღარ განგბანეს, მას შემდეგ მასე მძღნერიანი დაიტყლარწებით, სადაც გაივლით აყროლებულს ტოვებთ ნაკვალევს, კვალდაკვალ ზანტად დაგყვებიან მძღნერის მატლები, ხოდა იარეთ მძღნერიანნო ეგრე მანამდე, სანამ მთლიანად არ ჩალპებით ცოცხლად ნაკელში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|